პრეზიდენტი აღიარებს: “ბრეითუეიტის ტრანსფერი უსამართლოა”
უსმან დემბელესა და ლუის სუარესის გრძელვადიანი ტრავმების გამო ლა ლიგის ხელმძღვანელობამ “ბარსელონას” ტრანსფერის შეუფერებელ დროს განხორციელების საშუალება მისცა.
“ბლაუგრანამ” “ლეგანესის” ლიდერი მარტინ ბრეითუეიტი 18 მილიონ ევროდ დაიმატა. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგამ თავად ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლ კლუბს მარტინის შემცვლელის ყიდვის უფლება არ მისცა.
“რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერის ვარიანტს განვიხილავდით, თუმცა არჩევანი მარტინზე შევაჯერეთ. გვჯერა, რომ ბრეითუეიტი დარჩენილი ორი ტიტულის მოგებაში დაგვეხმარება.
მართალია, რომ ჩვენ ტრანსფერი ყველა რეგულაციის დაცვით განვახორციელეთ, მაგრამ ვთვლი, რომ ბრეითუეიტის ტრანსფერი უსამართლოა, რადგანაც “ლეგანესს” ახლა ახალი ფეხბურთელის დამატება არ შეუძლია,”- აცხადებს “ბარსელონას” პრეზიდენტი ბართომეუ.