პრეზიდენტი: “ლა ლიგის 42 კლუბიდან 40 სუპერ ლიგის წინააღმდეგია”
ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი, ბოლო დროს წამოწეულ ევროპის სუპერ ლიგის შექმნის თემას ეხმაურება. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ზემოხსენებულ პროექტს საჯაროდ დაუჭირა მხარი მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა.
“ესპანური კლუბების უმეტესობა, მათ შორის მადრიდის “ატლეტიკოც”, სუპერ ლიგის იდეის წინააღმდეგია. სიტუაციას თუ სწორად გავაანალიზებთ, “რეალი” და “ბარსელონაც” წინააღმდეგ უნდა იყვნენ.
ლა ლიგა 42 კლუბისგან შედგება და მხოლოდ ეს არის ლეგალური. სუპერ ლიგაში და ლა ლიგაში ერთდროულად თამაში შეუძლებელია. ლა ლიგის 42 კლუბიდან 40 ამ იდეის წინააღმდეგ გამოდის.
ბევრი საუბრობს ამ იდეის აღსრულებაში ინგლისის “დიდი ექვსეულის” როლზე. მაგრამ ეს ინფორმაცია არაოფიციალურია. მე ბევრი ინგლისური კლუბის ხელმძღვანელთან მაქვს კავშირი და ისინი ამ იდეას მხარს არ უჭერენ,” – აცხადებს ტებასი.