სტეფანი როშეს სახელი საერთაშორისო მასშტაბით ჰედლაინად გვევლინებოდა როცა მისმა ”საოცარმა გოლმა” საბოლოო სამეული შეადგინა წლის გოლის გამოსავლენად “Fifa Puskas”-ის ჯილდოსათვის. პრეზიდენტმა ობამამ იგი თეთრ სახლში მიიწვია წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავად , აცხადებს Irish Times-ი.
წმინდა პატრიკის დღე ყველაზე პოპულარული დღესასწაულია თეთრ სახლში და დუბლინელი გოგონა პირადად დაესწრება იქ ამ დღეს.
იგი ამბობდა რომ ძალიან გახარებული იყო. ”რა დიდი პატივია, როცა უნდა წახვიდე თეთრ სახლში და შეხვდე ბარაკ ობამას. რამდენიმე კვირის წინ შევიტყვე ამის შესახებ და ახლახანს დადასტურდა, ასე რომ ძალიან ვღელავ. ამ პერიოდში საკმაოდ დაკავებული ვარ, ვაპირებ ჰიუსტონში დავბინავდე ახალ კლუბთან ერთად.”
მეგა არენებისგან განსხვავებით, როშემ მოკრძალებულ გარემოცვაში გაიტანა გოლის “ვექსფორდ იაჰისის” წინააღმდეგ. მაგრამ, მისი მოძრაობის ხარისხი იმდენად მაღალი იყო (რომელიც სამ ცალკეულ შეხებას მოიცავდა), რომ ამ ფაქტმა იგი საბოლოო მოგებამდე მიიყვანა.
შაბათს 28 წლის როშემ ტვიტერში გამოხატა მისი უდიდესი სიხარული თეთრ სახლში მიპატიჟების გამო.
გოგონამ ახლახანს მოაწერა ხელი ორ წლიან კონტრაქტს რომლის მიხედვითაც იგი ჰიუსტონისთვის ითამაშებს ამერიკის ეროვნულ ქალთა საფეხბურთო ლიგაში.