პრეზიდენტის პასუხი: რატომ გაუშვა “საბურთალომ” ცეცაძე?

თარიღი: თებერვალი 16, 2020

თბილისის “საბურთალოს” პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გია ცეცაძის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

“მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, რადგან გრძელვადიანი გეგმები გვქონდა. გია ცეცაძე არის გამორჩეული მწვრთნელი და ძალიან კარგი პიროვნება. ის რჩება ჩემ მეგობრად და ამ მეგობრობას ხელს ვერაფერი შეუშლის.”

“ასე ხდება ცხოვრებაში, განსაკუთრებით სპორტულ ცხოვრებაში და გარკვეულ საკითხებზე, რიგი მიზეზების გამო ვერ შევთანხმდით. შესაბამისად, ჩავთვალე საჭიროდ სეზონის დასაწყისშივე მიგვეღო გადაწყვეტილება და შევწყვიტეთ თანამშრომლობა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ თანამოაზრეები ბევრ საკითხში, ბევრი რამ გვაერთიანებს და ჩვენი სურვილი იყო, რომ დიდი ისტორია შეგვექმნა ქართულ ფეხბურთში. უბრალოდ, მიმაჩნია, შიდა სამზარეულო, რომელიც ეხება კლუბს, ფეხბურთელებს, კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის მწვრთნელს, რჩება გუნდში. ჩვენ ერთმანეთს ვუფრთხილდებით და უნდა მივეჩვიოთ, ოჯახიდან ყველა ინფორმაცია გარეთ არ გადის. არამგონია დეტალები საინტერესო იყოს, მთავარი არის, “საბურთალო” არ გადაუხვევს თავის არჩეულ კურსს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მისია და როლი ქართულ ფეხბურთში. ჩავთვალეთ, თუ ეს თანამშრომლობა ამ კითხვებით გაგრძელდებოდა, გარკვეული რისკი იქნებოდა და მეტ საფრთხეში ჩავაყენებდით ერთმანეთს. აქ იყო ხედვებსა, მიდგომებს შორის განსხვავება და არა დიდი განხეთქილება. ეს სამუშაო პროცესია, საფეხბურთო შეკრებას ყოველთვის თან სდევს მაღალი ტემპი და როცა დავინახეთ, რომ რაღაც სხვა სახის პრობლემები შეიქმნა, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.”

“საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალიან ცოტა გუნდს ნახავთ, რომელსაც ასეთი ცოტა ცვლილება განუხორციელებია მწვრთნელების კუთხით. ჩვენ გამოვუცხადეთ ნდობა ცეცაძის, ის ნამდვილად იმსახურებდა ამას, მის კვალიფიკაციაში არავის ეჭვი არ ეპარება. გარკვეული ხედვების, ფეხბურთელებთან უთანხმოების გამო ჩვენი თანამშრომლობა არ შედგა”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუკას ვასკესისთვის სეზონი დასრულებულია

მადრიდის “რეალის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ლუკას ვასკესის მიერ “ბარსელონასთან” მატჩსი მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ვაქცინაცია აუცილებელი იქნება?

უცხოურ პრესაში გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავეყრდნობით, უეფას სამედიცინო კომისიის წევრები აქტიურად მსჯელობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: “ასეთი შედეგი არ დაგვიმსახურებია”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” საშინაო არენაზე განცდილი მარცხის (1:3) შემდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ წესები არ იცი, მოგვიანებით აგიხსნი” – მსაჯი ლიონელ მესის

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალო” მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ დატოვა. დღეს ეროვნული ლიგის მე-8 ტურში “საბურთალომ” 0-2-დან ამოუქაჩა “შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტამ “რეალთან” მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

კატალონიის “ბარსელონას” ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, მადრიდის “რეალთან” განცდილი მარცხის (2:1) შემდეგ პირველი კომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ გააძევა მსაჯმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი “პარმასთან” მატჩში? [ვიდეო]

იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში “მილანმა” გასვლაზე “პარმას” დამარცხება შეძლო ანგარიშით 1:2. მატჩის მიმდინარეოსას ზლატან ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი მიქაუტაძემ “სერენს” მოაგებინა (ვიდეო)

10 აპრილს, ბელგიის რანგით მეორე დივიზიონში “სერენმა” საკუთარ მოედანზე “დეინზე” მიიღო და მეტოქე 1:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი პიკეს: “ახლა აპროტესტებ? რამდენი გინდოდა?” (ვიდეო)

10 აპრილს, ლა ლიგის 30-ე ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო და მეტოქე 2:1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი: “დამსახურებულად გავიმარჯვეთ, ბედნიერი ვარ”

ლა ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრას ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. ზინედინ ზიდანის მეთაურობით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კუმანი: “მსაჯს პენალტი აუცილებლად უნდა დაენიშნა”

ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩს ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. “ელ კლასიკოში” განცდილი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გაიტანა ლეო მესიმ ბოლოს “ელ კლასიკოში”?

კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში გასვლაზე მადრიდის “რეალთან” დამარცხდა (2:1). გოლები კარიმ ბენზემას, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილი მსაჯის ვერდიქტი – უნდა დანიშნულიყო პენალტი “რეალის” კარში?

გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca-ს წარმომადგენლებმა მარტინ ბრაიტუეიტის საკამათო ეპიზოდთან დაკავშირებით აზრი ორ ყოფილ მსაჯს ჰკითხეს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტუჰელი: “ინგლისში “ჩელსის” ოთხეულში გასაყვანად მოვედი”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუჰლმა, პრემიერ ლიგის 31-ე ტურში მოპოვებული გამარჯვების (1:4) შემდეგ პრესასთან […]...
წაკითხვა