პრიმერა: 21-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
რეალი – სოსიედადი
გასულ ტურში “რეალმა” კორდობაში რთული გამაჯრვება მოიპოვა. ხსენებულ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის გამო “სამეფო კლუბმა” უახლოეს ორ ტურში კრიშტიანუ რონალდუ დაკარგა, რაც “სოსიედადთან” არც თუ ისე იოლ შეხვედრაში საკმაოდ მნიშვენლოვანი დანაკლისია.
მიმდინარე სეზონში სან სებასტიანელები გრანდებთან ძალიან კარგად თამაშობენ. მადრიდელებმაც სეზონში განცდილი 3 მარცხიდან ერთი სწორედ “სოსიედადისგან” იწვნიეს. ნათელია, რომ ანჩელოტის გუნდი რევანშის ასაღებად ყველაფერს იღონებს, თუმცა არც მოიესის შეგირდები აპირებენ რამის დათმობას.
მალაგა – ვალენსია
“ვალენსია” მორიგი გამარჯვების მოპოვებას მალაგაში აპირებს. ბოლო დროს ვალენსიელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, რაც გასულ ტურში “სევილიასთან” უმნიშვენლოვანეს შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვებით დამტკიცდა.
“მალაგაში” კი საპირისპირო ვითარებაა… ხავი გარსიას გუნდის ბოლო გამარჯვებით ერთ თვეზე მეტი გავიდა. სატურნირო მდგომარეობის გამოსწორების და ევროთასებისთვის ბრძოლის შანსი მალაგელებს ჯერ კიდევ აქვთ. ამისათვის კი გამარჯვებების მოპოვებაა აუცილებელი.
ბარსელონა – ვილიარეალი
ტურის ცენტრალურ შეხვედრას კატალონია უმასპინძლებს, სადაც “ბარსელონას” ნოუ კამპზე “ვილიარეალი” ესტუმრება.
შესანიშნავ ფორმაში მყოფი კატალონიელები მორიგი გამარჯვების მოპოვებას აპირებენ. პრიმერაში ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” თასზე “ატლეტიკოს” სძლია და ნახევარფინალში სწორედ “ვილიარეალთან” გაარკვევს ურთიერთობას. ყვითლებმა 1/2 საგზური ხეტაფეს ძლევით მოიპოვეს. გარდა ამისა, “ვილიარეალი” პრიმერაშიც ყოჩაღობს და მოწინავე ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
30.01 | 23:45 | რაიო | 1.85 | 3.30 | 4.50 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
31.01 | 19:00 | რეალი | 1.20 | 7.00 | 13.00 | სოსიედადი | დაწვრილებით | |
31.01 | 21:00 | ეიბარი | 6.00 | 3.75 | 1.60 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
31.01 | 23:00 | გრანადა | 2.05 | 3.00 | 4.10 | ელჩე | დაწვრილებით | |
01.02 | 1:00 | სელტა | 1.65 | 3.75 | 5.60 | კორდობა | დაწვრილებით | |
01.02 | 15:00 | ლევანტე | 3.40 | 3.10 | 2.25 | ბილბაო | დაწვრილებით | |
01.02 | 20:00 | ალმერია | 2.35 | 3.10 | 3.25 | ხეტაფე | დაწვრილებით | |
01.02 | 22:00 | სევილია | 1.60 | 3.85 | 5.50 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |
01.02 | 23:55 | ბარსელონა | 1.22 | 6.50 | 11.25 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
02.02 | 23:45 | მალაგა | 2.60 | 3.20 | 2.75 | ვალენსია | დაწვრილებით |