პრიმერა: 22-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com ესპანური პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
ესპანიოლი – ვალენსია
“ვალენსია” ესპანეთის თასის გათამაშებას სწორედ “ესპანიოლთან” მარცხის შემდეგ გამოეთიშა და ახლა ნუნუს შეგირდები რევანშისთვის ემზადებიან.
ვალენსიელებს მიმდინარე სეზონში სტუმრად თამაში უჭირთ, რაც გასულ ტურში მალაგაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. არადა “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ კლუბთან ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახლა მას უკვე მეტი მოეთხოვება.
გასული ტური “ესპანიოლისთვისაც” წარუმატებელი გამოგა, თუმცა ბარსელონელებმა “სევილიას” სტუმრად მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და კაცნაკლულებმა ანგარიშის გათანაბრებაც კი მოახერხეს, მაგრამ კარლოს ბაკამ “ესპანიოლს” ქულის მოპოვების საშუალება არ მისცა.
ბილბაო – ბარსელონა
ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება წელს ინტრიგას მოკლებულია. გასულს სეზონებთან შედარებით “ბილბაო” წელს წარმატებულად ვერ ასპარეზობს და აღნიშნულ მატჩს მე-11 პოზიციით ხვდება. ბასკებმა წარუმატებელი სერიის შეწყვეტა წინა ტურში შეძლეს. მართალია, “ლევანტეს” დამარცხება რთული მისია არ არის, მაგრამ ვალვერდეს გუნდისთვის ამ ეტაპზე მთავარი უბრალოდ ქულების მოპოვებაა. ნებისმიერი გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდისთვის ძალიან მნიშვენლოვანია.
არსანიშანვია, რომ ორივე გუნდი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. “ბილბაო” ადურისის დაბრუნების შემდეგ განსხვავებულად ათამაშდა და შეტევაში უფრო საინტერესოც გახდა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოედანზე “ბარსელონაც” სრული საბრძოლო შემადგენლობით გავა, რომელსაც მადრიდში გამრთული დერბის შედეგი უკვე ეცოდინება.
ატლეტიკო – რეალი
ტურის და მეორე წრის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მადრიდში, ვისენტე კალდერონზე გაიმართება, სადაც მადრიდის “ატლეტიკოს” “რეალს” უმასპინძლებს.
დიეგო სიმეონეს გუნდს საჩემპიონო შანსების შესანარჩუნებლად მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება. “რეალის” მოგების შემტხვევაში მადრიდულ კლუბებს შორის სხვაობა 10 ქულამდე გაიზრდება, რაც პრიმერაში ფაქტობრივად გადამწყვეტი უპირატესობა.
ურთიერთშეხვედრების მხრივ მიმდიანრე სეზონში “ატლეტიკოს” აშკარა უპირატესობა აქვს. პრიმერაში და სამეფო თასის ფარგლებში გამართული სამი მატჩიდან “სამეფო კლუბი” ორჯერ დამარცხდა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. სიმეონეს ტრავმირებული არდა თურანი და კრისტიან ანსალდი დააკლდებიან, ხოლო “რეალის” შემადგენლობაში ამავე მიზეზით გამორიცხულია პეპეს, კოენტრაუს და მოდრიჩის თამაში. თუმცა, “სამეფო კლუბს” დისკვალიფიკაციის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ უბრუნდება, რომელმაც გუშინ 30 წლის იუბილე აღნიშნა.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
06.02 | 23:45 | დეპორტივო | 2.28 | 3.00 | 3.55 | ეიბარი | დაწვრილებით | |
07.02 | 19:00 | ატლეტიკო | 2.85 | 3.30 | 2.55 | რეალი | დაწვრილებით | |
07.02 | 21:00 | ვილიარეალი | 1.35 | 5.00 | 9.25 | გრანადა | დაწვრილებით | |
07.02 | 23:00 | ლევანტე | 3.00 | 3.10 | 2.45 | მალაგა | დაწვრილებით | |
08.02 | 1:00 | სოსიედადი | 2.65 | 3.15 | 2.75 | სელტა | დაწვრილებით | |
08.02 | 15:00 | კორდობა | 2.25 | 3.05 | 3.45 | ალმერია | დაწვრილებით | |
08.02 | 20:00 | ხეტაფე | 3.70 | 3.25 | 2.10 | სევილია | დაწვრილებით | |
08.02 | 22:00 | ესპანიოლი | 2.85 | 3.15 | 2.55 | ვალენსია | დაწვრილებით | |
08.02 | 23:55 | ბილბაო | 8.25 | 5.25 | 1.35 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
09.02 | 23:45 | ელჩე | 2.70 | 3.15 | 2.70 | რაიო | დაწვრილებით |