პრიმერა: 22-ე ტურის პრევიუ

თარიღი: თებერვალი 6, 2015

Fanebi.com ესპანური პრიმერა დივიზიონის 22-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ. 

 

 ესპანიოლი – ვალენსია

“ვალენსია” ესპანეთის თასის გათამაშებას სწორედ “ესპანიოლთან” მარცხის შემდეგ გამოეთიშა და ახლა ნუნუს შეგირდები რევანშისთვის ემზადებიან.

ვალენსიელებს მიმდინარე სეზონში სტუმრად თამაში უჭირთ, რაც გასულ ტურში მალაგაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. არადა “ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა ცოტა ხნის წინ კლუბთან ახალი, სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახლა მას უკვე მეტი მოეთხოვება.

გასული ტური “ესპანიოლისთვისაც” წარუმატებელი გამოგა, თუმცა ბარსელონელებმა “სევილიას” სტუმრად მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და კაცნაკლულებმა ანგარიშის გათანაბრებაც კი მოახერხეს, მაგრამ კარლოს ბაკამ “ესპანიოლს” ქულის მოპოვების საშუალება არ მისცა.

 

ბილბაო – ბარსელონა 

ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება წელს ინტრიგას მოკლებულია. გასულს სეზონებთან შედარებით “ბილბაო” წელს წარმატებულად ვერ ასპარეზობს და აღნიშნულ მატჩს მე-11 პოზიციით ხვდება. ბასკებმა წარუმატებელი სერიის შეწყვეტა წინა ტურში შეძლეს. მართალია, “ლევანტეს” დამარცხება რთული მისია არ არის, მაგრამ ვალვერდეს გუნდისთვის ამ ეტაპზე მთავარი უბრალოდ ქულების მოპოვებაა. ნებისმიერი გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდისთვის ძალიან მნიშვენლოვანია.

არსანიშანვია, რომ ორივე გუნდი მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. “ბილბაო” ადურისის დაბრუნების შემდეგ განსხვავებულად ათამაშდა და შეტევაში უფრო საინტერესოც გახდა. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოედანზე “ბარსელონაც” სრული საბრძოლო შემადგენლობით გავა, რომელსაც მადრიდში გამრთული დერბის შედეგი უკვე ეცოდინება.

 

ატლეტიკო – რეალი

ტურის და მეორე წრის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა მადრიდში, ვისენტე კალდერონზე გაიმართება, სადაც მადრიდის “ატლეტიკოს” “რეალს” უმასპინძლებს.

დიეგო სიმეონეს გუნდს საჩემპიონო შანსების შესანარჩუნებლად მოახლოებულ შეხვედრაში გამარჯვება სჭირდება. “რეალის” მოგების შემტხვევაში მადრიდულ კლუბებს შორის სხვაობა 10 ქულამდე გაიზრდება, რაც პრიმერაში ფაქტობრივად გადამწყვეტი უპირატესობა.

ურთიერთშეხვედრების მხრივ მიმდიანრე სეზონში “ატლეტიკოს” აშკარა უპირატესობა აქვს. პრიმერაში და სამეფო თასის ფარგლებში გამართული სამი მატჩიდან “სამეფო კლუბი” ორჯერ დამარცხდა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. სიმეონეს ტრავმირებული არდა თურანი და კრისტიან ანსალდი დააკლდებიან, ხოლო “რეალის” შემადგენლობაში ამავე მიზეზით გამორიცხულია პეპეს, კოენტრაუს და მოდრიჩის თამაში. თუმცა, “სამეფო კლუბს” დისკვალიფიკაციის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ უბრუნდება, რომელმაც გუშინ 30 წლის იუბილე აღნიშნა.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

06.02 23:45 დეპორტივო 2.28დეპორტივო 3.00 ეიბარი3.55 ეიბარი დაწვრილებით
07.02 19:00 ატლეტიკო 2.85ატლეტიკო 3.30 მადრიდის რეალი2.55 რეალი დაწვრილებით
07.02 21:00 ვილიარეალი 1.35ვილიარეალი 5.00 გრანადა9.25 გრანადა დაწვრილებით
07.02 23:00 ლევანტე 3.00ლევანტე 3.10 მალაგა2.45 მალაგა დაწვრილებით
08.02 1:00 სოსიედადი 2.65რეალ სოსიედადი 3.15 სელტა2.75 სელტა დაწვრილებით
08.02 15:00 კორდობა 2.25კორდობა 3.05 ალმერია3.45 ალმერია დაწვრილებით
08.02 20:00 ხეტაფე 3.70ხეტაფე 3.25 სევილია2.10 სევილია დაწვრილებით
08.02 22:00 ესპანიოლი 2.85ესპანიოლი 3.15 ვალენსია2.55 ვალენსია დაწვრილებით
08.02 23:55 ბილბაო 8.25ბილბაო 5.25 ბარსელონა1.35 ბარსელონა დაწვრილებით
09.02 23:45 ელჩე 2.70ელჩე 3.15 რაიო ვალეკანო2.70 რაიო  დაწვრილებით
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ტირანაში მინდვრის მორწყვის სისტემა არაზუსტად დაამონტაჟეს და ბალახის ნაცვლად ტრიბუნა დასველ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:2) შესვენებისას კურიოზული შემთხვევა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილია: “მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებთან კარგი თამაში გველოდება”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩისთვის მზადებას ხორვატიაში განაგრძობს. ადრიატიკის სანაპიროზე მდებარე ქალაქ პულაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინჩენკოს რეაქცია უკრაინის ნაკრების მიერ სერბეთის კარში ბოლო წუთზე გატანილ გოლზე (ვიდეო)

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, B ჯგუფის ლიდერი უკრაინა სტუმრად მესამე ადგილზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოზე მოურინიო მზადაა, ლონდონში მუშაობისთვის, “რეალს” უარი უთხრას

საფეხბურთო სამყაროში თვლიან, რომ ჟოზე მოურინიო მწვრთნელის პოზიციას უახლოეს მომავალში უნდა დაუბრუნდეს. პრესაში ვრცელდებოდა ხმები, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ მოიქცნენ კოსოვოელი ფანები ინგლისის ჰიმნის დროს (ფოტო, ვიდეო)

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კოსოვოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ინგლისს უმასპინძლა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურში ინგლისი ნაკრებმა გასვლით შეხვედრაში კოსოვოს განადგურება შეძლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუ: “ლუქსემბურგის ნაკრების მოედანი კარტოფილის მინდორს უფრო ჰგავდა” (ფოტო)

პორტუგალიის ეროვნული გუნდის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:0) [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუქსემბურგელი ფანები რონალდუს: “მესი! მესი! მესი!”

17 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პორტუგალიის ნაკრებმა სტუმრად ლუქსემბურგი 0:2 დაამარცხა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტიერი ანრი, შესაძლოა, “ბარსელონას” მწვრთნელი გახდეს

“მონრეალ იმბპაქტის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კატალონიის “ბარსელონას” თავკაცის რა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძეს 3-4 თვე გაუცდება

თურქული “ადანასპორის” 21 წლის ნახევარმცველს, გიორგი არაბიძეს ტრავმის გამო 3-4 თვე გაუცდება. არაბიძემ კოჭის ტრავმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – საფეხბურთო სამყარო კვლავ გაერთიანდა

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაჭერილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა. თბილისის “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი: “უეფამ საკუთესოდ ვან დეიკი დაასახელა, ფიფამ – მესი. კრიტერიუმები ალო

“პორტუს” კიპერმა იკერ კასილასმა ფიფასა და უეფას ინდივიდუალური ჯილდოების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. ესპანელი აღნიშნავს, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტონი კროოსის ლამაზი გოლი ბელორუსის კარში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, გერმანიისა და ბელორუსის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩის 55-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სან მარინოს ნაკრებმა ბოლო ორი წლის მანძილზე პირველი გოლი გაიტანა – ფეხბურთელების ემო

16 ნოემბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სან მარინოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ყაზახეთი მიიღო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “დარწმუნებული ვარ, წინ მეტი სიხარული იქნება!”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 26 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა [&hellip...
წაკითხვა