პრიმერა: 23-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com ესპანური პრიმერა დივიზიონის 23-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
რეალი – დეპორტივო
გასულ ტურში საკადრო პრობლემებმა “რეალის” შედეგზე დიდი გავლენა მაოხდინა. “სამეფო კლუბი” დედაქალაქურ დერბიში განადგურდა. ახლა, საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ რეაბილიტაციისთვის “დეპორტივოსთან” დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება აუცილებელია. ინტრიგაზე საუბარი ზედმეტია. “რეალი” “დეპორტივოზე” გაცილებით ძლიერია და დასახულ მიზანს პრობლემების გარეშე მიაღწევს. გარდა ამისა, “სევილიასთან” და “ატლეტიკოსთან” ჩატარებული რთული შეხვედრების შემდეგ, “დეპორთან” მატჩი ერთდგვარ დასვენებადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
ვალენსია – ხეტაფე
“ვალენსია” მეოთხე პოზიციის შენარჩუნებას “ხეტაფესთან” მატჩში ეცდება. ამ მიზნის შესასრულებლად “ღამურებს” მადრიდელების დამარცხება მართებთ, რაც სავსებით შესაძლებელია.
მიმდინარე სეზონში “მესტალიაზე” “ვალენსია” შესანიშნავად გამოიყურება. საშინაო შეხვედრებში ვალენსიელებისთვის დაუმარცხებელი მეტოქე უბრალოდ არ არსებობს, რასაც სტუმრად ჩატარებულ მატჩებზე ვერ ვიტყვით. აქედან გამომდინარე, გასულ ტურში “ესპანიოლთან” სტუმრად მოგება ორმაგად მნიშვნელოვანია.
ბარსელონა – ლევანტე
“ბარსელონამ” გასულ ტურში მთავარ კონკურენტთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირა. კატალონიური გრანდი შესანიშნავ ფორმაშია და “ლევატნესაც” ძალიან არ გაუმართლა, რომ “ბარსას” სწორედ ამ დროს ხვდება. რა თქმა უნდა, შეიძლება იმის თქმა, რომ შუა კვირაში მასპინძლებს თასის გათამაშებაში რთული მატჩი ჰქონდათ და “ლევანტეს” თეორიული შანსებზეც შეიძლება საუბარი, თუმცა ნათელია, რომ ვალენსიელების წარმატების ალბათობა მინიმალურია.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები