პრიმერა: 25-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com პრიმერა დივიზონის 25-ე ტურის პრევიუს წარმოგიდგენთ.
სევილია – ატლეტიკო
ტურში ყველაზე დიდ ინტერესს “რამონ სანჩეს პისხუანზე” გასამართი შეხვედრა იწვევს. “სევილიას” ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი, მადრიდის “ატლეტიკო” ესტუმრება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სიმეონეს გუნდი ბოლო დროს დამაჯერებლობით ვერ გამოირჩევა, “ატლეტიკო” წყვილში აშკარა ფავორიტად ვერ ჩაითვლება.
გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ მადრიდელებს “ლევერკუზენთან” განმეორებითი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, გემრანიაში მარცხი კი მათ ფიზიკურ და ფსიგოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად ვერ აისაებოდა. უპრობლემო არც “სევილიაა, ამიტომ ანდალუსიაში საინტერესო, დაძაბულ შეხვედრას უნდა ველოდოთ.
გრანადა – ბარსელონა
“გრანადას” საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე მათი ისედაც მინიმალური შანსები ფაქტობრივად ნულის ტოლია. აბელ რესინოს გუნდს დისკვალიფიკაციების გამო ოთხი მოთამაშე დააკლდება.
კატალონიელებმა კი რამდენიმე დღის წინ “მანჩესტერ სიტის” დამაჯერებლად სძლიეს რითაც დაამტკცეს, რომ კარგ ფორმაში იმყოფებიან და “მალაგასთან” მარცხი უბრალო შემთხვევითობა იყო.
გამორიცხული არ არის, რომ ლუის ენრიკემ გარკვეულ როტაციასაც მიმართოს. “ბარსას” წინ ესპანეთის თასის ფარგლებში “ვილიარეალთან” განმეორებითი მატჩი ელის.
რეალი – ვილიარეალი
კატალონიური კლუბის მორიგი მეტოქე ურთიერთობას მადრიდის “რეალთან” გაარკვევს. ბუნებრივია, ეს შეხვედრაც საკმაოდ დიდ ინტერეს იწვევს. გასათვალისწინებელია, რომ გუშინ “ვილიარეალმა” ევროპის ლიგაზე ითამაშა და მარსელინომაც თავისი საკადრო გადაწყვეტილებით ნათლან მიანიშნა საზოგადოებას, რომ ევროტურნირი მისთვის პრიორიტეტულია.
ორივე გუნდი მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება. “რეალს” ტრავმირებული ხედირა, მოდრიჩი, ხამესი, სერხიო რამოსი და ფაბიო კოენტრაუ ვერ დაეხმარებიან, ხოლო “ვილიარეალს” ტრავმირებულ გასპართან, ბრუნოსთან, ადრიან მარინთან და იოკიჩთან ერთად ვერც “რეალიდან” იჯარის წესით დამატებული დენის ჩერიშევი დაეხმარება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტი
30.11 | 23:45 | სელტა | 1.50 | 4.05 | 6.75 | ელჩე | დაწვრილებით | |
27.02 | 23:45 | ესპანიოლი | 1.66 | 3.50 | 6.20 | კორდობა | დაწვრილებით | |
28.02 | 19:00 | გრანადა | 17.00 | 6.50 | 1.19 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
28.02 | 21:00 | რაიო | 1.77 | 3.45 | 4.90 | ლევანტე | დაწვრილებით | |
28.02 | 23:00 | ალმერია | 2.37 | 3.05 | 3.25 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
01.03 | 1:00 | მალაგა | 1.82 | 3.20 | 5.30 | ხეტაფე | დაწვრილებით | |
01.03 | 15:00 | ვალენსია | 1.67 | 3.75 | 5.35 | სოსიედადი | დაწვრილებით | |
01.03 | 20:00 | ეიბარი | 3.15 | 3.00 | 2.50 | ბილბაო | დაწვრილებით | |
01.03 | 22:00 | სევილია | 2.90 | 3.05 | 2.64 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
01.03 | 23:55 | რეალი | 1.27 | 6.00 | 10.00 | ვილიარეალი | დაწვრილებით |