პრიმერა: 28-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 28-ე ტურის პრევიუს.
ვილიარეალი – სევილია
რომ არა ესპანური კლასიკო, ტურის ცენტრალურ შეხვედრად ვილიარეალში გასამართი მატჩი ჩაითვლებოდა. ორივე გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და ჯერჯერობით “ვილიარეალიც” და “სევილიაც” ამის რეალურ შანსს ინარჩუნებენ.
მასპინძლები, მოახლოებული დაპირისპირებას ტრავმირებული დენის ჩერიშევის გარეშე ხვდებიან, რომელიც ბოლო დროს გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად იქცა. რუსი ფეხბურთელი “ვილიარეალის” საუკეთესო ასისტენტია და ლიგაშიც ერთ-ერთი გამორჩეულია. მისი ღირსეული შემცვლელი კი ყივთლებს უბრალოდ არ ჰყავთ. თუმცა, არც უნაი ემერის აქვს იდეალური სიტუაცია. გარდა ამისა ანდალუსიელები ევროპის ლიგაზეც ასპარეზობენ, რაც გუნდს ძალიან დიდ ენერგიას ართმევს.
ატლეტიკო – ხეტაფე
ჩემპმონთა ლიგაზე მოპოვებული ურთულესი გამარჯვების შემდეგ “ატლეტიკო” საკუტარ მოედანზე “ხეტაფეს” მიიღებს. ნათელია, რომ “ლევერზკუზენთან” დამატებუითი დრო და პენალტების სერია მადრიდული კლუბი ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა და გამორიცხული არ არის, რომ რამდენიმე მოთამაშეს პრიმერას მორიგ ტურში დასვენების საშუალება მიეცეს. გარდა ამისა, სიმეონეს გუნდს საუკეთესო პერიოდი ისედაც არ აქვს და “ხეტაფესათანაც” მასპინძლებს უდავო ფავორიტებად ვერ ჩავთვლით.
ბარსელონა – რეალი
ტურის და ესპანეთის ჩემპიონატის ცენტრალური დაპირისპირება “ნოუ კამპზე” შედგება, სადაც “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.
ბოლო პერიოდში გუნდები განსხვევებულად ასპრეზობენ. თუ “ბარსელონა” სეზონის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს და მეტოქეებს ძალიან დამაჯერებლად ამარცხებს, “რეალზე” ამის თქმა გაგვიჭირდება. მადრიდელებმა 2015 წელი სუსტად დაიწყეს, ჩემპიონთა ლიგიდან გამვოარდნას ძლივს გადაურჩნენ და პრიმერაში ლიდერობაც დათმეს. თუმცა, სამ მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტა ანჩელოტის გუნდმა გასულ ტურში, “ლევანტესთან” მოგებით შეძლო. მართალია, ვალენსიური კლუბი საზომად ვერ გამოდგება, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აღნიშნული მატჩის მოგებას მადრიდელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
“ბარსელონა” კი ბოლო დროს ასეთ დეტალებზე უბრალოდ არ ფიქრობს. მოგებული მატჩების შესანიშნავი სერია რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაში “სიტისთან” მოგებული მატჩით დასრულდა და რომ არა ჯო ჰარტის შესანიშნავი თამაში, მანჩესტერული კლუბი დიდი ანგარიშით მარცხს ვერ გადაურჩებოდა.
მოახლოებულ შეხვედრაში “რეალის” შემადგენლობაში ხამეს როდრიგესის თამაშია სათუო, ხოლო მასპინძლებს ბუსკეტსი ვერ დაეხმარება.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
20.03 | 23:45 | ელჩე | 4.15 | 3.30 | 1.95 | ვალენსია | დაწვრილებით | |
21.03 | 19:00 | ატლეტიკო | 1.35 | 4.65 | 10.60 | ხეტაფე | დაწვრილებით | |
21.03 | 21:00 | რაიო | 2.65 | 3.25 | 2.70 | მალაგა | დაწვრილებით | |
21.03 | 23:00 | ლევანტე | 3.30 | 3.20 | 2.30 | სელტა | დაწვრილებით | |
22.03 | 1:00 | ბილბაო | 1.55 | 4.00 | 6.45 | ალმერია | დაწვრილებით | |
22.03 | 15:00 | დეპორტივო | 2.55 | 3.10 | 2.90 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |
22.03 | 20:00 | ვილიარეალი | 2.15 | 3.40 | 3.45 | სევილია | დაწვრილებით | |
22.03 | 22:00 | სოსიედადი | 1.75 | 3.40 | 5.40 | კორდობა | დაწვრილებით | |
22.03 | 22:00 | გრანადა | 2.05 | 3.10 | 4.15 | ეიბარი | დაწვრილებით | |
22.03 | 23:59 | ბარსელონა | 1.70 | 4.25 | 4.40 | რეალი | დაწვრილებით |