პრიმერა: 31-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპარნური პრიმერა დივიზიონის 31-ე ტურის პრევიუს.
რეალი – ეიბარი
მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერს, “ეიბარს” მიიღებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მადრიდელებმა “ბარსელონასთან” წაგებული მატჩის შემდეგ თამაშის ხარისხის გამოასწორეს და უკანასკნელ ორ ტურში დამაჯერებელი გამარჯვებები იზეიმეს. თანაც ისე, რომ მეტოქეების კარში საერთო ჯამში 11 გოლის გატანა შეძლეს, რაც “ეიბარისთვის” საგანგაშო უნდა იყოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს რონალდუ, რომელსაც გასულ ტურში “რაიო ვალეკანოსთან” მიღებული ყვითელი ბარათი გაუუქმდა.
მიუხედავად იმისა, რომ “ეიბარმა” რამდენიმე დღის წინ “მალაგასთან” მოპოვებული გამარჯვებით 11-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა, ცალსახა ფავორიტი მოახლოებულ მატჩში რა თქმა უნდა მადრიდული კლუბია.
სევილია – ბარსელონა
ცენტრალური მატჩი სევილიაში, “რამონ სანჩეს პისხუანზე” გაიამრთება, სადაც “სევილია” გათამაშების ლიდერს, “ბარსელონას” მიიღებს.
კატალონიელებმა 2015 წელს ჩატარებული 22 შეხვედრიდან 20-ის მოგება შეძლეს, რაც შესანიშნავი შედეგია და გუნდის კარგ კონდიციებზე მეტყველებს. პრიმერაში მოპოვებული დამაჯერებელი ლიდერობაც ამის ნათელი დასტურია.
მოახლოებულ ტურში “ბარსას” საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომელიც ასევე დამაჯერებლად თამაშობს და ორ ფრონტზე წარმატებით იბრძვის. ნათელია, რომ უნაი ემერის გუნდი არაფრის დათმობას არ აპირებს და ანდალუსიაში ნამდვილი სანახაობა უნდა გაიმართოს.
ვალენსია – ლევანტე
ტური ვალენსიაში, ადგილობრივი დერბით დასრულდება. ბოლო ტურებში “ვალენსიამ” აუტსაიდერებს კი სძლია, მაგრამ უშუალო კონკურენტებთან ქულები დაკარგა და “სევილიას” მეოთხე პოზიციასთან მიახლოების საშუალება მისცა. ასე რომ, ქულების დაკარგვა უკვე ძალიან სახიფათოა.
გამარჯვების მოპოვება “ლევანტესაც” ძალიან სჭირდება, რადგან ვალენსიურ კლუბს გასავარდნ ზონამდე სულ რაღაც 3 ქულა აშორებს და ნებისმიერი მარცხი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
11.04 | 18:00 | რეალი | 1.08 | 11.00 | 30.00 | ეიბარი | დაწვრილებით | |
11.04 | 20:00 | მალაგა | 3.70 | 3.20 | 2.15 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
11.04 | 22:00 | სევილია | 5.60 | 4.20 | 1.57 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
11.04 | 23:59 | ალმერია | 2.55 | 3.10 | 3.00 | გრანადა | დაწვრილებით | |
11.04 | 23:59 | სელტა | 1.70 | 3.80 | 5.05 | რაიო | დაწვრილებით | |
12.04 | 14:00 | ხეტაფე | 3.50 | 3.20 | 2.20 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
12.04 | 19:00 | ესპანიოლი | 2.50 | 3.10 | 3.05 | ბილბაო | დაწვრილებით | |
12.04 | 21:00 | სოსიედადი | 1.90 | 3.40 | 4.35 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
12.04 | 23:00 | კორდობა | 2.50 | 3.00 | 3.15 | ელჩე | დაწვრილებით | |
13.04 | 22:30 | ვალენსია | 1.35 | 5.00 | 9.25 | ლევანტე | დაწვრილებით |