პრიმერა: 32-ე ტურის მიმოხილვა

თარიღი: აპრილი 20, 2015

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურის მიმოხილვა. 

 

ბარსელონა – ვალენსია

ესპანური პრიმერას 32-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვალენსია” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.

კატალონიელებმა ანგარიში შეხვედრის პირველივე წუთზე, ლუის სუარესის ძალისხმევით გახნეს. “ვალენსიას” გათანაბრების შანსი მე-9 წუთზე მიეცა, თუმცა დანი პარეხომ პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

შეხვედრა საკმაოდ თანაბრად მიმდინარეობდა და ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ამის გაკეთება მასპინძლებმა მოახერხეს. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე მეკარესთან პირისპირ გასულმა მესიმ 2:0 დააფიქსირა და ამავდროულად კატალონიური კლუბის მაისურით მე-400 გოლი გაიტანა.

 

რალი – მალაგა

გამარჯვების მოპოვება არც “ბარსას” მთავარ მდევარს გასჭირვებია. “მალაგას” სახით მადრიდელებს საკმაოდ უხერხული მეტოქე ჰყავდათ, თუმცა განსაკუთრებული პრობლემების შექმნა სტუმრებმა “სამეფო კლუბისთვის” ვერ შეძლეს.

“სამეფო კლუბმა” პირველი ტაიმის მინიმალური ანგარიშით, სერხიო რამოსის მიერ 24-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო. მეორე ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა ორამდე ხამეს როდრიგესმა გაზარდა, თუმცა მალევე სხვაობა ხუანმიმ შემაცირა. საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კრიშტიანუ რონალდუმ დააფიქსირა – 3:1 და ლიდერებს შორის 2 ქულიანი სხვაობა უცვლელი დარჩა.

 

გრანადა – სევილია

ტურს მოულოდნელი შედეგის გარეშე არ ჩაუვლია. ანდალუსიური დერბიში “სევილიამ” ქულები აუტსაიდერ “გრანადასთან” დაკარგა, თუმცა ბარსელონაში “ვალენსიას” მარცხის გათვალისწინებით ფრეს ემერის გუნდისთვის კატასტროფული შედეგი არ ჰქონია. მეტიც, სევილიელებმა ამ ერთი შეხედვით წარუამტებელი შედეგით კონკურენტთან სხვაობის შემცირებაც კი შეძლეს.

გრანადაში ჩატარებული მატჩის მთავარი გმირი მასპინძელთა კაპიტანი, დიეგო მაინცი გახდა. მე-16 წუთზე 32 წლის მცველმა საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა 69-ზე მან “რეალთან” მატჩის მსგავსად ამჯერად საკუთარ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა.

 

ტურის ყველა მატჩი

17.04 22:45 ლევანტე ლევანტე 2:2 ესპანიოლი ესპანიოლი დაწვრილებით
18.04 18:00 ბარსელონა ბარსელონა 2:0 ვალენსია ვალენსია დაწვრილებით
18.04 20:00 დეპორტივო დეპორტივო 1:2 ატლეტიკო ატლეტიკო დაწვრილებით
18.04 22:00 რეალი მადრიდის რეალი 3:1 მალაგა მალაგა დაწვრილებით
18.04 23:55 ბილბაო ბილბაო 4:0 ხეტაფე ხეტაფე დაწვრილებით
19.04 14:00 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო 2:0 ალმერია ალმერია დაწვრილებით
19.04 19:00 გრანადა გრანადა 1:1 სევილია სევილია დაწვრილებით
19.04 21:00 ვილიარეალი ვილიარეალი 0:0 კორდობა კორდობა დაწვრილებით
19.04 23:00 ეიბარი ეიბარი 0:1 სელტა სელტა დაწვრილებით
20.04 22:45 ელჩე ელჩე -:- რეალ სოსიედადი სოსიედადი დაწვრილებით
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კლოპმა განმარტა, თუ რატომ შეცვალა მანე პირველი ტაიმის შემდეგ

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” — “ლივერპული” (ვიდეომიმოხილვა)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის პირველი მატჩი გაიმართა, რომელიც ესპანელთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკო” – “ლივერპული” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე “ლივერპულს” დაუპირისპირდება. უკვე ცნობილ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიგუ: “მბაპე “რეალისთვის” დიდებული შენაძენი იქნებოდა”

პორტუგალიური ფეხბურთის ლეგენდა ლუიშ ფიგუ მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ამ დროისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “მე თუ მეოთხე დონეზე ვარ, მაშინ სიმეონე მეთორმეტეზეა”

იურგენ კლოპი, რომელიც საფეხბურთო სამყაროში წარმატებულობასთან ერთად თავისი ქარიზმატულობითაც გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ დიეგო სიმეონე მასზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საული: “ჩვენ ვიცით, სად და როგორ უნდა დავარტყათ “ლივერპულს”

“ატლეტიკოსა” და “ლივერპულს” შორის ჩემპიონთა ლიგაზე გასამართი მატჩის წინ “როხიბლანკოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საულ ნიგე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: იკერ კასილასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს მ

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა, რომ ის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პუიოლი: “თუ კასილასი დამირეკავს, მოვუსმენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის მხარეს ვიქნ

კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ მას იკერ კასილასთან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტვიტერზე “ბარსელონას” გვერდები კიდევ ერთხელ გატეხეს

ტვიტერზე კატალონიის “ბარსელონას” ოფიციალური გვერდები კიდევ ერთხელ გაყიდეს. ჰაკერული შეტევა შაბათს საღამოს განხორციელდა, მას შემდეგ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესის ლა ლიგაში ბოლო ექვსი წლის ყველაზე ცუდი სერია აქვს

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში “ხეტაფეს” დამარცხება შეძლო. შეხვედრაში ლეო მესიმ თავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაგელსმანმა განმარტა, თუ რატომ თქვა უარი “რეალის” გაწვრთნაზე

“რედ ბულ ლაიფციგის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ მადრიდის “რეალისგან” წინადადება მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი: “მოგვიწევს, რომ რიგ შემთხვევებში მესი დავასვენოთ”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი, პრესასთან საუბრისას საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინისიუსი: “აზარი ჩვენსავით, ბრაზილიელებივით, ხუმრობს”

მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა შემტევმა, ვინისიუს ჟუნიორმა, პრესასთან საუბრისას ედენ აზარის თემას შეეხო, რომელიც “ბლანკოსს” გას...
წაკითხვა