პრიმერა: 32-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის 32-ე ტურის პრევიუს.
ბარსელონა – ვალენსია
ტურის ცენტრალური მატჩი “ბარსელონასა” და “ვალენსიას” შორის გასამართი დაპირისპირებაა. კატალონიელები, სევილიაში დაკარგული ქულების შემდეგ პრიმერაში ლიდერობას ინარჩნებენ, თუმცა მეორე შეცოდმას მადრიდული კლუბი კონკურენტს აღარ აპატიებს.
“ბარსელონას” იოლი მატჩი რომ არ ელის ნათელია. პარიზში გამართულ შეხვედრას კატალონიელებმა დიდი ენერგია შეალიეს, რაც გუნდს “ვალენსიასთან” დაეტყობა. თუმცა, არც “ღამურების” მდგომარეობაა იდეალური. მოახლოებულ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო მუსტაფი გამოტოვებს. კითხვის ნიშნის ქვეშ არის გაიას, პიატის და ენცო პერესის თამაშიც, რაც ვალენსიური კლუბისთვის დიდ ძალას წარმოადგენს.
ნებისმიერ შემთხვევაში “ბარსელონა” წყვილის ფავორიტია, მაგრამ “ვალენსიას” სიურპრიზების გაკეთება შეუძლია.
რალი – მალაგა
ერთი შეხვედვით მადრიდელები წყვილში უპირობო ფავორიტის სტატუსით სარგებლობენ, თუმცა “ატლეტიკოსთან” საჩემპიონთალიგო მატჩმა გარკვეული კორექტივები ამ წყვილშიც შეიტანა.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ “მალაგამ” ცოტა ხნის წინ “ბარსელონაში” შეძლო მოულოდნელი შედეგის დაფიქსირება და ანალოგიურის გაკეთებას მადრიდში ეცდება. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, სტუმართა შანსი “რეალის” დაღლილობის დონეზეა დამოკიდებული.
ნათლად ჩანს, რომ მეორე წრეში მადრიდელებს ფიზიკური მომზადების მხრივ გარკვეული პრობლემები აქვთ, რაც ძლიერ მეტოქეებთან გუნდს აშკარად ეტყობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “რეალს” მოახლოებულ მატჩებში კარიმ ბენზემა ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
გრანადა – სევილია
ევროპის ლიგაზე “ზენიტის” დამარცხების შემდეგ “სევილია” საშინაო ჩემპიონატს უბრუნდება, სადაც ოთხეულისთვის იბრძვის.
მორიგ ტურში უნაი ემერის შეგირდებს გათამაშების აუტსაიდერთან, “გრანადასთან” ელით სტუმრობა. ნათელია, რომ ამ ანდალუსიურ დერბიში ფავორიტი “სევილია”, რომელსაც “ვალენსიას” მეტოქის გათვალისწინებით ოთხეულში შესვილს კარგი შანსი უკვე ამ ტურის შედეგებით აქვს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ მოტივაცია არც “გრანადას” აკლია, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ ცუდად ასპარეზობს და კიდევ ერთი მარცხი, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
-
17.04 22:45 ლევანტე — ესპანიოლი დაწვრილებით 18.04 18:00 ბარსელონა -:- ვალენსია დაწვრილებით 18.04 20:00 დეპორტივო -:- ატლეტიკო დაწვრილებით 18.04 22:00 რეალი -:- მალაგა დაწვრილებით 18.04 23:55 ბილბაო -:- ხეტაფე დაწვრილებით 19.04 14:00 რაიო ვალეკანო -:- ალმერია დაწვრილებით 19.04 19:00 გრანადა -:- სევილია დაწვრილებით 19.04 21:00 ვილიარეალი -:- კორდობა დაწვრილებით 19.04 23:00 ეიბარი -:- სელტა დაწვრილებით 20.04 22:45 ელჩე -:- სოსიედადი დაწვრილებით