პრიმერა: 35-ე ტურის მიმოხილვა
Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის მიმოხილვა.
სევილია – რეალი
ტურის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი გაამართლა და საკმაოდ დაძაბული და ამასთან ერთად უხვგოლიანიც გამოდგა. ანდალუსიაში სტუმრობა მადრიდულმა კლუბმა მძიმე, მაგრამ წარმატებული იყო.
შეხვედრის მთავარი მოქმედი პირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც პირველი ტაიმის ორ წუთიან მონაკვეთში მოახერხა საკუთარი გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვება და ორი გოლის გატანა. თუმცა, შეხვედრაში ინტრიგის დაბრუნება “სევილიამ” შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე, ბაკას მიერ გატანილი პენალტით შეძლო.
69-ე წუთზე რონალდუმ მესამეც გაიტანა და სტატუს ქვო აღადგინა და საბოლოოდ გამარჯვების მთავარი შემოქმედიც გახდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც “სევილიამ” შეძლო სხვაობაის შემცირება იყო, რაც იბორამ 79-ე წუთზე მოახაერხა.
კორდობა – ბარსელონა
ტურის უხვგოლიანი მატჩების რეკორდი “ბარსელონამ” დააფიქსირა. კატალონიელებმა აუტსაიდერი “კორდობა” არ დაინდეს და მეტოქის კარში მისსავე მოედანზე 8 გოლი გაუტანეს.
“ბარსამ” მეტოქის რბევა 42-ე წუთზე დაიწყეს, რასაც სათავე რაკიტიჩმა დაუდო. ტაიმის ბოლო წუთზე კი უპირატესობა სუარესმა გაზარდა. მატჩის განახლებიდან რამდენიმე წამში ლეო მესიმ მეტოქის კარი მესამედ დალაშქრა, რასაც კვლავ სუარესის და პიკეს გოლები მოჰყვა.
უკანასკნელ 10 წუთში კი “ბარსას” შემტევმა ტრიომ სრული შემადგენლობით გაიბრწინა და საბოლოო ანგარიში, 0:8 დააფიქსირდა.
ატლეტიკო – ბილბაო
გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო ლიდერთა სამეულის უკანასკნელმა წარმოამდგენლემა, რომელიც გასულ ტურში “ბილბაოს” მასპინძლობდა.
“ატლეტიკოსა” და “ატლეტიკის” დაპირისპირება, როგორც მოსალოდნელი იყო, თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და ლოგიკური შედეგით, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მატჩის დაძაბულ ხასიათზე 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათიც მეტყველებს, რომელიც შეხვედრის არბიტრმა ბილბაოელ ბუსტინზას 93-ე წუთზე უჩვენა.
ტურის ყველა მატჩი
02.04 | 18:00 | კორდობა | 0:8 | ბარსელონა | დაწვრილებით | |||
02.04 | 22:00 | სევილია | 2:3 | რეალი | დაწვრილებით | |||
02.04 | 23:55 | დეპორტივო | 1:1 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
03.04 | 14:00 | ესპანიოლი | 1:1 | რაიო | დაწვრილებით | |||
03.04 | 19:00 | ხეტაფე | 1:2 | გრანადა | დაწვრილებით | |||
01.05 | 22:45 | სოსიედადი | 3:0 | ლევანტე | დაწვრილებით | |||
02.05 | 20:00 | ატლეტიკო | 0:0 | ბილბაო | დაწვრილებით | |||
03.05 | 21:00 | ვალენსია | 3:1 | ეიბარი | დაწვრილებით | |||
03.05 | 23:00 | მალაგა | 1:2 | ელჩე | დაწვრილებით | |||
04.05 | 22:45 | ალმერია | -:- | სელტა | დაწვრილებით |