პრიმერა: 35-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონის 35-ე ტურის პრევიუს.
სევილია – რეალი
ტურის ცენტრალური მატჩი სევილიაში შედგება, სადაც ადგილობრივ გუნდს მადრიდის “რეალი” ესტუმრება. ანჩელოტის შეგირდებს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვთ, თუმცა ანდალუსიიდან გამარჯვების უბრძოლველად წამოღება ძალიან რთული იქნება. ისტორიულად, რამონ სანჩეს პისხუანზე შეკრებილი პუბლიკა მადრიდელებთან განსაკუთრებული განწყობით გულშემატკივრობს საკუთარ გუნდს და მხოლოდ დადებით შედეგს ითხოვს.
ორივე გუნდი მიმდინარე სეზონში მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ევროტურნირების ნახევარფინალურ ეტაპზე ასპარეზობს. ასე რომ, იოლ კალენდარზეე და შესაბამისად გარკვეულ უპირატესობაზე საუბარი ამ შემთხვევაში ზედმეტია.
ობიექტურად “რეალი” გაცილებით ძლიერი გუნდია და გამარჯვების მოპოვების მეტი შანსიც სწორედ მადრიდელებს აქვთ. მაგრამ, ემერის გუნდს ფეთქებადი ხასიათის წყალობით ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა. ამას რა თქმა უნდა საშინაო კედლების ფაქტორიც ემატება.
კორდობა – ბარსელონა
გაცილებით იოლი მატჩი ელის “რეალის” მთავარ კონკურენტსა და გათამაშების ლიდერ “ბარსელონას”, რომელიც “კორდობას” ესტუმრება.
ნათელია, რომ პრიმერადან გასავარდნად განწირულ გუნდთან კატალონიელები იოლად მოიგებენ. რამდენიმე დღის წინ “ბარსამ” “ხეტაფესთან” საშინაო შეხვედრაში მეტოქეს შესანიშნავ სტილში სძლია. მსგავსი სცენარი მოახლოებულ მატჩიცაა მოსალოდნელი, რომელსაც ლუის ენრიკეს გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება.
ატლეტიკო – ბილბაო
სატურნირო თვალსაზრისით ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა შედგება “ვისენტე კალდერონზე”, სადაც “ატლეტიკოს” “ბილბაო” ესტუმრება.
მადრიდელებმა ბოლო შეხვედრებში წარმატებით იასპარეზეს და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვეს. ასე რომ, ნელ-ნელა სიმეონეს გუნდს დასვენების დაწყებაც შეუძია, თუმცა “ბილბაოსთან” შეხვედრების მსგავს მატჩებს რა თქმა უნდა ეს არ ეხება. ამ კოლექტივებს შორის პაექრობა ყოველთვის ისეთი, რომ მოტივაციის პრობლემა მადრიდელებს არ ექნებათ.
ბასკებს კი მოგება ევროთასებზე მოსახვედრად ესაჭიროებათ. მართალია, “ბილბაო” თასის ფინალშია გასული, მაგრამ “ბარსელონასთან” გამარჯვების მოპოვეა საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ, ევროპის ლიგაზე მოხვედრა ჩემპიონატიდან უფრო რეალური ჩანს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
02.04 | 18:00 | კორდობა | -:- | ბარსელონა | დაწვრილებით | |||
02.04 | 22:00 | სევილია | -:- | მადრიდის რეალი | დაწვრილებით | |||
02.04 | 23:55 | დეპორტივო | -:- | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
03.04 | 14:00 | ესპანიოლი | -:- | რაიო ვალეკანო | დაწვრილებით | |||
03.04 | 19:00 | ხეტაფე | -:- | გრანადა | დაწვრილებით | |||
01.05 | 22:45 | სოსიედადი | -:- | ლევანტე | დაწვრილებით | |||
02.05 | 20:00 | ატლეტიკო | -:- | ბილბაო | დაწვრილებით | |||
03.05 | 21:00 | ვალენსია | -:- | ეიბარი | დაწვრილებით | |||
03.05 | 23:00 | მალაგა | -:- | ელჩე | დაწვრილებით | |||
04.05 | 22:45 | ალმერია | -:- | სელტა | დაწვრილებით |