პრიმერა: 36-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერას 36-ე ტურის პრევიუს.
რეალი – ვალენსია
ტურის ცენტრალური მატჩი სანტიაგო ბრნაბეუზე შედგება, სადაც მადრიდის “რეალს” “ვალენსია” ესტუმრება. სტუმრები ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვიან, მასპინძლები კი ჩემპიონობას უმიზნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდს მიზნად გამარჯვება აქვს დასახული.
თუმცა, ანჩელოტის საქმეს ჩემპიონთა ლიგის ფაქტორი ართლებს, სადაც მადრიდულ კლუბს “იუვენტუსთან” პირველი მატჩი წაგებული აქვს და რამდენიმე დღეში განმეორებითი შეხვედრა უწევს. ამ რთულ პერიოდში “ვალენსიასთან” შეხვედრა იოლი ნამდვილად არ იქნება.
“ვალენსიას” მინიმუმ ქულის მოპოვების კარგი შანსი აქვს. თუმცა, წყვილში ფავორიტებად რა თქმა უნდა მადრიდელები ითვლებიან და მადრიდული კლუბის გამარჯვების გარდა ნებისმიერი შედეგი სენსაციად ჩაითვლება.
ბარსელონა – სოსიედადი
“ბაიერნთან” დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ “ბარსელონამ” საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ უნდა მისცეს. გათამაშების ასეთ მნიშვნელოვან სტადიაზე ამხელა სხვაობით მოგებაც კი არაფერს ნიშნავს, რაც კატალონიაში უნდა ესმოდეთ და ფეხბურთელთა ნაწილის ფიქრებიც სწორედ გერმანიაში გასამართ მატჩზეა. ამ დროს კი კატალონიელები საკმაოდ უხერხულ მეტოქეს, “სოსიედადს” ხვდებიან, რომელსაც ფავორიტებთან დამაჯერებელი თამაშის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.
თუმცა, წმინდა სპორტული კუთხით სტუმარტა შანსები წარმატებაზე ძალიან მცირეა. “ბარსელონა” სეზონის დასკვნით ნაწილს შესანიშნავ ფორმაში ხვდება და ყველა ტურნირზე ფავორიტის რანგშია.
ლევანტე – ატლეტიკო
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ “ატლეტიკოსთვის” სეზონი თითქოს დასრულდა. პრიმერაში მესამე პოზიციაც მადრიდულ კლუბს ფაქტობრივად გარანტირებული აქვს, ვინაიდან კონკურენტები განსაკუთრებული სტაბილურობით არ გამოირჩევიან. ამიტომ, მოტივაციის მხრივ სიმეონეს გუნდს გარკვეული პრობლემები აქვს. ყველას ესმის, რომ “ატლეტიკოს” სეზონის ბოლომდე მიყვანა და დასვენება სურს.
“ლევანტეს” კი გარკვეული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი. ვალენსიელები ელიტაში დასარჩენად აგრძელებენ ბრძოლას. გასულ ტურში გუნდი სან-სებასტიანში დამარცხდა და სახიფათო ზონას მიუახლოვდა.
ლუკას ალკასეთან ერთად “ლევანტემ” ძალიან მოუმატა და ახლა უკვე “ატლეტიკოსთანაც” კი გუნდი უშანსოდ არ იქნება. რა თქმა უნდა მასპინძლები ფავორიტები არ არიან, მაგრამ ბრძოლის გამართვა ნამდვილად შეუძლიათ.
ტურის ყველა მატჩი
08.05 | 22:45 | ეიბარი | -:- | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
09.05 | 18:00 | გრანადა | -:- | კორდობა | დაწვრილებით | |||
09.05 | 20:00 | ბარსელონა | -:- | სოსიედადი | დაწვრილებით | |||
09.05 | 22:00 | რეალი | -:- | ვალენსია | დაწვრილებით | |||
09.05 | 23:55 | ბილბაო | -:- | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
10.05 | 14:00 | ლევანტე | -:- | ატლეტიკო | დაწვრილებით | |||
10.05 | 19:00 | ვილიარეალი | -:- | ელჩე | დაწვრილებით | |||
10.05 | 21:00 | ალმერია | -:- | მალაგა | დაწვრილებით | |||
10.05 | 23:00 | სელტა | -:- | სევილია | დაწვრილებით | |||
11.05 | 22:45 | რაიო ვალეკანო | -:- | ხეტაფე | დაწვრილებით |