პრიმერა: 37-ე ტურის მიმოხილვა

თარიღი: მაისი 18, 2015

Fanebi.com წარმოგიდგენტ პრიმერა დივიზონის 37-ე ტურის მიმოხილვას.

 

ვილიარეალი – მალაგა

“მალაგამ” სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩის მოგება ვერ შეძლო და ევროსაგზურის მოპოვების კარგი შანსი გაუშვა ხელიდან.

ხავი გარსიას გუნდის ვილიარეალში სტუმრობა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუნდები ანგარიშის გახსნას მატჩის უკანასკნელ წუთებამდე ვერ ახერხებდნენ. პირველი გოლი მხოლოდ 82-ზე გავიდა და მისი ავტორი ჟერარ მორენო გახდა, რომელმაც 87-ზე მასპინძელთა უპირატესობა ორამდეც გაზარდა. დარჩენილ წუთებში “მალაგამ” სერხი დარდერის ძალისხმევით მხოლოდ სხვაობის შემცირება შეძლო და ბოლოს წინა ტურში მეშვიდე პოზიცია “ბილბაოს” დაუთმო, რომელმაც სტუმრად “ელჩეს” სძლია.

 

ესპანიოლი – რეალი

ჩემპიონთა ლიგაზე მარცხის შემდეგ მადრიდელებმა ჯავრი “ესპანიოლზე” იყარეს. “სამეფო კლუბმა” ბარსელონაში მეტოქეს 4 გოლი გაუტანა და საკუთარ კარში მხოლოდ 1 მიიღო.

ხუთივე გოლი მატჩის მეორე ნახევარში გავიდა. ანგარიში კი 59-ზე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ გახსნა. მასპინძებმა 73-ზე გაათანაბრეს, თუმცა სულ რაღაც 6 წუთში მარსელომ სტუმრები კვალვ დააწინაურა. 83-ე და 90-ე წუთებზე კი კვლავ რონალდუს ჯერი დადგა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საკუთარი ჰეთთრიქით მართალია “ბარსას” საჩემპიონო ზეიმი ვერ შეაფერხა, მაგრამ ბომბარდირთა დავაში ლეო მესის ბოლო ტურის წინ 4 გოლით გაასწრო.

 

ატლეტიკო – ბარსელონა

“რეალის” ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ “ბარსელონას” ჩემპიონობის მოპოვებაში ხელი ვერ შეუშალა.

ესპანეთის პრიმერადივზიონის 37-ე ტურში კატალონიელებმა მადრიდის “ატლეტიკო” ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ქვეყნის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. ეს ერთადერთი გოლი შეხვედრის 65-ე წუთზე ლეო მესიმ გაიტანა.

“ბარსელონამ” 93 ქულას მოუყარა თავი. კატალონიურ გუნდს უახლოესი მადევარი მადრიდის “რეალი” 4 ქულით ჩამორჩება, რაც ნიშნავს იმას, რომ “სამეფო კლუბს” ბოლო ტურში “ბლაუგრანასთან” გათანაბრების თეორიული შანსიც აღარ აქვს. მესამე პოზიციაზე 77 ქულით “ატლეტიკო” გახლავთ.

ამრიგად, “ბარსელონა” ისტორიაში 23-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი.

 

ტურის ყველა მატჩი

17.05 21:00 ვილიარეალი ვილიარეალი 2:1 მალაგა მალაგა დაწვრილებით
17.05 21:00 ვალენსია ვალენსია 1:1 სელტა სელტა დაწვრილებით
17.05 21:00 ესპანიოლი ესპანიოლი 1:4 მადრიდის რეალი რეალი დაწვრილებით
17.05 21:00 ხეტაფე ხეტაფე 1:1 ეიბარი ეიბარი დაწვრილებით
17.05 21:00 კორდობა კორდობა 1:2 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო დაწვრილებით
17.05 21:00 სოსიედადი რეალ სოსიედადი 0:3 გრანადა გრანადა დაწვრილებით
17.05 21:00 ატლეტიკო ატლეტიკო 0:1 ბარსელონა ბარსელონა ვიდეო
17.05 21:00 დეპორტივო დეპორტივო 2:0 ლევანტე ლევანტე დაწვრილებით
17.05 21:00 ელჩე ელჩე 2:3 ბილბაო ბილბაო დაწვრილებით
17.05 21:00 სევილია სევილია 2:1 ალმერია ალმერია დაწვრილებით
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

არჩილ ბერიძე: “გეგუჩაძე რჩება, ჯოვინოს ხელფასს ვუორმაგებდით, მაგრამ…”

ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას საწვრთნელ ბაზაზე დინამო ბათუმის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა. მან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “იმედია, ბეილი “რეალში” აღარ დაბრუნდება, იქ მას არ აფასებდნენ

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, გარეტ ბეილი, 2020/21 წლების სეზონს ლონდონის “ტოტენჰემში” გაატარებს. შეგახსენებთ, რომ უელსელი შ...
წაკითხვა
ფეხბურთი

განრისხებული სუარესი პრესკონფერენციის მოწვევას გეგმავს

ლუის სუარესი განრისხებულია. ურუგვაელი ფეხბურთელი უკმაყოფილოა კლუბის დამოკიდებულებით და ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენციის მოწვევას აპირებს. როგორც ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ვიდალი “ინტერის” ფეხბურთელია

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც არტურო ვიდალმა “ნერაძურისთან” ორწლიან ხელშეკ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინჯგიას დრამა სერბეთში დასრულდა: კრილია, ლოკომოტივი, აგენტი, სერბეთი

თბილისის “ლოკომოტივის” ყოფილი შემტევი რევაზ ინჯგია კარიერას სერბეთის მე-2 ლიგაში, “სრემსკა მიტროვიცაში” გააგრძელებს. ინჯგიას ა...
წაკითხვა
ფეხბურთი

დანი ალვეშს ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ ვარსკვლავს, რომელიც ამ დროისთვის “სან-პაულოს” ღირსებას იცავს, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნება აქვს გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი: “20 წლის რომ ვიყო, ოთხ გოლს გავიტანდი”

“მილანის” თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ბოლონიასთან” მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მილანელებმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალვარო მორატა “იუვენტუსში” ბრუნდება

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალვარო მორატა კარიერას იტალიაში, კერძოდ კი ტურინის “იუვენტუსში” გააგრძელებს. 27 წლის ესპანელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაკიტიჩი: “მესი და სუარესი ჩემი ახლო მეგობრები არასდროს ყოფილან”

“ბარსელონადან” “სევილიაში” დაბრუნებულმა ივან რაკიტიჩმა ყოფილ თანაგუნდელებთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. “მესი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მადლობა ევროსეზონისთვის!” – მოსკოვის “დინამოს” ფანებმა საკუ

21 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში მოსკოვის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “ტამბოვი” მიიღო და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა, ფერნანდო ტორესმა კარიერის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. 36 წლის თავდამსხმელმა თერთმეტეული იმ მოთამაშეებისაგან […...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანი “სიტის” მესამე ფეხბურთელია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა

ილკაი გიუნდოგანი “მანჩესტერ სიტის” მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც კორონავირუსის ტესტირებაზე დადებითი პასუხი მიიღო. შედეგად, გერმანელი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რამდენი გოლი გაუშვა კეპამ ბოლო 16 დარტყმიდან?

ლონდონის “ჩელსის” ძვირადღირებული მეკარე, კეპა არისაბალაკა, კვლავაც საშინელ ფორმაში იმყოფება. ესპანელმა მეკარემ “ლივერპულთან” მ...
წაკითხვა