პრიმერა: 38-ე ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის უკანაკსნელი, 38-ე ტურის პრევიუს.
ტურის მატჩი
ტურის ცენტრალურ შეხვედრად მალაგაში გასამართი ადგილობრივი კლუბისა და “სევილიას” დაპირისპირებაა. სევილიელების მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა, ხოლო “მალაგა” ბოლო ტურის წინ ევროპის ლიგაზე ოცნებობს.
ხავი გარსიას გუნდს წარმატების მისაღწევად “სევილიასთან” გამარჯვება და ამავდროულად “ბილბაოს” წარუმატებლობა სჭირდებათ. ახლა გუნდებს შორის სხვაობა ორი ქულაა, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა “მალაგას” აქვს. ამიტომ, ანდალუსიელები დღეს ბასკებთან სტუმრად გამგზავრებულ “ვილიარეალსაც” უგულშემატკივრებენ.
მსგავსი ვითარებაა “სევილიას” შემთხვევაშიც, რომელსაც საკუთარ გამარჯვებასთან ერთად “ვალენსიას” წაფორხილება სურთ, რომელიც ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ “ალმერიას” ესტუმრება.
წყვილში ფავორიტის სტატუსს სპეციალისტები “სევილიას” ანიჭებენ, თუმცა გუნდებს შორის ისეთი სხვაობა არ არის, რომ სტუმრებმა შეხვედრის ბედი იოლად გადაწყვიტონ.
ბრძოლა ადგილის შესანარჩუნებლად
დაძაბულობაა ცხრილის ქვედა ნაწილში სადაც “კორდობას” გავარდნას უკვე ყველა შეეგუა, აი დარჩენილ 2 ადგილზე კი 4 “პრეტენდენტია”.
ყველაზე იოლი მეტოქე გასავარდნ ზონაში მყოფ “ეიბარს” ჰყავს, რომელიც “კორდობას” მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში დარჩენის კარგი შანსი აქვს, რადგან კონკურენტებს საკმაოდ რთული მეტოქეები ჰყავთ ბოლო ტურში.
“გრანადა” მადრიდის “ატლეტიკოს” მიიღებს. მართალია, სიმეონეს გუნდი დიდი ალბათბით თურანის, ტორესისა და მანჯუკიჩის გარეშე ითამაშებს, თუმცა მასპინძებს ბანგურას და ხავი მარკესის სახით საკამოდ სერიოზული დანაკლისი აქვთ. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ კოლუნგა და მურილიო.
რთულად არის “დეპორტივოს” საქმეც, რომელიც გასავარდნ ზონას გრანადელების მსგავსად 2 ქულით უსწრებს, მაგრამ დღეს “ბარსელონას” ესტუმრება და ნათელია, რომ წარმატების მინიმალური შანსი აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ვალენსიას” სახით რთული მეტოქე ჰყავს “ალმერიასაც”, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება თუ გადაარჩენს.
ტურის ყველა მატჩი
23.05 | 20:30 | ბარსელონა | -:- | დეპორტივო | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:00 | გრანადა | -:- | ატლეტიკო | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ბილბაო | -:- | ვილიარეალი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ალმერია | -:- | ვალენსია | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | სელტა | -:- | ესპანიოლი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | მადრიდის რეალი | -:- | ხეტაფე | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ეიბარი | -:- | კორდობა | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | რაიო ვალეკანო | -:- | რეალ სოსიედადი | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | ლევანტე | -:- | ელჩე | დაწვრილებით | |||
23.05 | 20:30 | მალაგა | -:- | სევილია | დაწვრილებით |