პრიმერა: 38-ე ტურის პრევიუ

თარიღი: მაისი 23, 2015

Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის უკანაკსნელი, 38-ე ტურის პრევიუს. 

 

ტურის მატჩი

ტურის ცენტრალურ შეხვედრად მალაგაში გასამართი ადგილობრივი კლუბისა და “სევილიას” დაპირისპირებაა. სევილიელების მთავარი ამოცანა ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა, ხოლო “მალაგა” ბოლო ტურის წინ ევროპის ლიგაზე ოცნებობს.

ხავი გარსიას გუნდს წარმატების მისაღწევად “სევილიასთან” გამარჯვება და ამავდროულად “ბილბაოს” წარუმატებლობა სჭირდებათ. ახლა გუნდებს შორის სხვაობა ორი ქულაა, ურთიერთშეხვედრებში კი უპირატესობა “მალაგას” აქვს. ამიტომ, ანდალუსიელები დღეს ბასკებთან სტუმრად გამგზავრებულ “ვილიარეალსაც” უგულშემატკივრებენ.

მსგავსი ვითარებაა “სევილიას” შემთხვევაშიც, რომელსაც საკუთარ გამარჯვებასთან ერთად “ვალენსიას” წაფორხილება სურთ, რომელიც ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ “ალმერიას” ესტუმრება.

წყვილში ფავორიტის სტატუსს სპეციალისტები “სევილიას” ანიჭებენ, თუმცა გუნდებს შორის ისეთი სხვაობა არ არის, რომ სტუმრებმა შეხვედრის ბედი იოლად გადაწყვიტონ.

 

ბრძოლა ადგილის შესანარჩუნებლად

დაძაბულობაა ცხრილის ქვედა ნაწილში სადაც “კორდობას” გავარდნას უკვე ყველა შეეგუა, აი დარჩენილ 2 ადგილზე კი 4 “პრეტენდენტია”.

ყველაზე იოლი მეტოქე გასავარდნ ზონაში მყოფ “ეიბარს” ჰყავს, რომელიც “კორდობას” მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში დარჩენის კარგი შანსი აქვს, რადგან კონკურენტებს საკმაოდ რთული მეტოქეები ჰყავთ ბოლო ტურში.

“გრანადა” მადრიდის “ატლეტიკოს” მიიღებს. მართალია, სიმეონეს გუნდი დიდი ალბათბით თურანის, ტორესისა და მანჯუკიჩის გარეშე ითამაშებს, თუმცა მასპინძებს ბანგურას და ხავი მარკესის სახით საკამოდ სერიოზული დანაკლისი აქვთ. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ კოლუნგა და მურილიო.

რთულად არის “დეპორტივოს” საქმეც, რომელიც გასავარდნ ზონას გრანადელების მსგავსად 2 ქულით უსწრებს, მაგრამ დღეს “ბარსელონას” ესტუმრება და ნათელია, რომ წარმატების მინიმალური შანსი აქვს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ვალენსიას” სახით რთული მეტოქე ჰყავს “ალმერიასაც”, რომელსაც მხოლოდ გამარჯვება თუ გადაარჩენს.

 

ტურის ყველა მატჩი

23.05 20:30 ბარსელონა ბარსელონა -:- დეპორტივო დეპორტივო დაწვრილებით
23.05 20:00 გრანადა გრანადა -:- ატლეტიკო ატლეტიკო დაწვრილებით
23.05 20:30 ბილბაო ბილბაო -:- ვილიარეალი ვილიარეალი დაწვრილებით
23.05 20:30 ალმერია ალმერია -:- ვალენსია ვალენსია დაწვრილებით
23.05 20:30 სელტა სელტა -:- ესპანიოლი ესპანიოლი დაწვრილებით
23.05 20:30 მადრიდის რეალი მადრიდის რეალი -:- ხეტაფე ხეტაფე დაწვრილებით
23.05 20:30 ეიბარი ეიბარი -:- კორდობა კორდობა დაწვრილებით
23.05 20:30 რაიო ვალეკანო რაიო ვალეკანო -:- რეალ სოსიედადი რეალ სოსიედადი დაწვრილებით
23.05 20:30 ლევანტე ლევანტე -:- ელჩე ელჩე დაწვრილებით
23.05 20:30 მალაგა მალაგა -:- სევილია სევილია დაწვრილებით

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

როგორ შეასრუალ ჯორდან აიუმ პენალტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩში (ვიდეო)

19 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუპირისპირდა. მატჩის 72-ე წუთზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “მესის კლუბის დატოვების უფლებას ვერ მივცემდი”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ხოსეპ ბართომეუმ, ლეო მესიზე ისაუბრა. როგორც იცით, არგენტინელ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურდა, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: გარეტ ბეილი “ტოტენჰემში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” გარემარბი გარეტ ბეილი “ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნდა. უელსელი ფეხბურთელი ჩრდილოლონდონური გუნდის რიგებში განათ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანჩელოტი: “ალკანტარამ მაწყენინა”

“ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ტიაგო ალკანტარას “ლივერპულში” ტრანსფერი იუმორისტულად შეაფასა. შეგახსენებთ, რომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კორღალიძე “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელია

თბილისის “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე იქნება. კორღალიძემ თეიმურაზ შალამბერიძე შეცვალა, რომლის წასვლის შესახებ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

თეიმურაზ შალამბერიძემ “საბურთალო” დატოვა

“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა თეიმურაზ შალამბერიძემ გუნდი დატოვა. “საბურთალოს” ოფიციალური გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხამეს როდრიგესმა პრემიერ ლიგაში პირველი გოლი გაიტანა (ვიდეო)

“ევერტონის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა, ინგლისის პრემიერ ლიგაში პირადი ანგარიში გახსნა. “რეალის” ყოფილმა ვარ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხავი მარტინესი “ატლეტიკში” ბრუნდება

“მარკას” ინფორმაციით, მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ხავი მარტინესი სამშობლოში დაბრუნება და კარიერას ბილბაოს “ატლეტი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრანსფერი ჩაიშალა? დეპაიმ “ლიონში” ათნომრიანი მაისური აირჩია

“ლიონის” ნახევარმცველმა, მემფის დეპაიმ, ნომერი შეიცვალა: ამიერიდან, მემფისი 11-ნომრიანი მაისურის ნაცვლად 10-ნომრიანით ითამაშებს. ინფორმაცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანალიზი: გია ჭიაბრიშვილი – საქართველოს ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2016 წლიდან უცხოელი სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმერ ვაისი წვრთნის, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სასწაული ავტოგოლი რუმინეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Ljuban Crepulja (Astra) with a bizarre/comical/unstoppable own goal that left his teammates bewildered! […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილი შეიძეინა ვან დე ბეკმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლის შემდე

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა, დონი ვან დე ბეკმა ინგლისურ კლუბში გადასვლის შემდეგ Range Rover შეიძინა, რომელშიც […]...
წაკითხვა