პრიმერა დივიზიონი – მიმოხილვა
“ატლეტიკოს” ჩემპიონობა, დრამა პამპლონაში და ბოლო ესპანური ტურის საინერესო ამბები ჩვენს ტრადიციულ მიმოხილვაში.
ატლეტიკომ ოქროს მატჩი მოიგო
ამ შეხვედრას მთელი საფეხბურთო სამყარო ელოდა. “ნოუ კამპზე” გამართულ ოქროს მატჩში ესპანეთის ჩემპიონი გამოვლინდა. ფეხბურთის გულშემატკივარი საინტერესო მატჩის მოლოდინში იყო, რაც გამართლდა კიდეც.
ორივე გუნდმა შეხვედრა ფრთხილად დაიწყო. თავისი კორექტივები ტრავმებმაც შეიტანეს. პირველივე ტაიმში დაზიანებების გამო თამაშის გაგრძელება დიეგო კოშტამ და არდამ ვერ შეძლეს.
ანგარიშის გახსნა “ბარსელონამ” ალექსის სანჩესის შესანიშნავი გოლით მოახერხა და ადგილობრივ ფანებს ჩაგდებული სეზონის გადარჩენის იმედი ჩაუსახა. თუმცა, სიმეონემ შესვენების დროს გუნდი შესანიშნავად განაწყო და მეორე ტაიმში მადრიდელებმა ანგარიში გათანაბრება მოახერხეს. გოდინმა გოლის გატანა შეხვედრის განახლებიდან 4 წუთში შესძლო.
“ბარსელონა” გატანას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. ესპანეთის თასზე ტრიუმფის შემდეგ ზუსტად ერთ წელიწადში “ატლეტიკომ” პრიემრას მოგებაც მოახერხა.
კატალონიელებისთვის წლევანდელი სეზონის სასიამოვნო გასახსენებელი არ იქნება. წაგებული ტურნირები, სკანდალი ხელმძღვანელობის ირგვლის, ტრაგიკული მოვლენები, პრობლემები ფიფაში, ლეგენდარული ფეხბურთელების წასვლა… 2013/14 წლების სეზონის “ბარსასთვის” ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი გამოდგა.
დრამა პამპლონაში
პამპლონაში გასამართი მატჩი დაძაბული უდნა ყოფილიყო და გამოდგა კიდეც. მე-12 წუთზე რიერას გოლის შემდეგ სტადიონის ერთ-ერთი ტრიბუნა დაზიანდა და რამდენიმე ათეული კაცი მოედანზე გადმოვარდა. დაზარალებულთა რაოდენობამ 68 შეადგინა. საბედნიეროდ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“ოსასუნამ” “ბეტისის” დამარცხება კი მოახერხა, თუმცა მომდევნო სეზონს მაინც სეგუნდაში გაატარებს, ვინაიდან უშუალო კონკურენტებმა პარალელურ მატჩებში გამარჯვებები იზეიმეს.
“ოსასუნასთან” და “ბეტისთან” ერთად პრიმერას “ვალიადოლიდიც” დაემშვიბოდა, რომელიც საკუთარ მოედანზე ბოლო ტურში უშუალო კონკურენტ “გრანადასთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
გოლი: პორტილიო 60’
გოლები: ბეილი 64’ (1:0); მორატა 86’ (2:0); პიცი 90’ (2:1); მორატა 90 (3:1)
გოლები: სანჩესი 34’ (1:0); გოდინი 49’ (1:1)
გოლები: ინიგო ლოპესი 5’ (0:1); ფეგული 41’ (1:1); პიატი 55’ (2:1)
გოლები: დოს სანტოსი 26’ (0:1); უჩე 69’ (0:2): ველა 90’ (1:2)
გოლები: მარიკა 43’ (0:1); რობერტო ტრაშორასი 67’ (1:1); მარიკა 90’ (1:2)
გოლი: მიტროვიჩი 44’
გოლები: ორიოლ რიერა 12’ (1:0); აკუნია 22’ (2:0); ხავი ჩიკა 71’ (2:1)
გოლები: იბორა 16’ (1:0) ; სამპეირო 61’(2:0) ; იბორა 72’ (3:0); ბოაკიე 90’ (3:1)