პრიმერა დივიზიონი – მიმოხილვა

თარიღი: დეკემბერი 23, 2013

წლის უკანასკნელი ტური გათამაშების ფავორიტებმა გამარჯვებებით აღნიშნეს.

მრისხანე პედრო

“ბარსელონამ” გასულ ტურში “ხეტაფეს” დამარცხება მოახერხა, თუმცა პირველი 20 წუთი კატალონიელებს უბრალოდ ეძინათ მოედანზე. სწორედ ამ დროში შესძლო “ხეტაფემ” ორი გოლის გატანა. თავი ესკუდერომ და ლისანდრომ გამოიჩინეს. მხოლო ამის შემდეგ გამოიღვიძა “ბარსელონამ”, რომელიც მესის და ნეიმარის გარეშე ასპარეზობდა. ლიდერების არყოფნაში მთავარი როლის შესრულება პედროს დაეკისრა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა შესანიშნავად გაართვა თავი დაკისრებულ ამოცანას და სულ რაღაც 8 წუთში მოახერხა ჰეტ-ტრიკის შესრულება და “ბარსელონას” დაწინაურება. მეორე ტაიმში სტუმრება კიდევ ორი გოლი გაიტანეს (დუბლი ფაბრეგასმა შეასრულა) და დამაჯერებლად მოიგეს აღნიშნული შეხვედრა.

ღირსეული მდევარი

მადრიდის “ატლეტიკომ” 2013 წელი “ბარსელონას” ტემპში განვლო. რაც პრიმერას მეორე ეტაპზე დიდ ინტრიგას გვპირდება. სიმეონეს გუნდმა ბოლო ტურში “ლევანტე” დაამარცხა. დიდი წვლილი ამ გამაჯრვებაში დიეგო კოსტას მიუძღვის. 25 წლის ესპანელმა კიდევ ერთი დუბლი გაიფორმა და  საკუთარ გუნდს რთულ შეხვედრაში მოუპოვა გამარჯვება. თუ მადრიდელებმა კოსტას შენარჩნება მოახერხეს, ჩემპიონობის პრეტენდენტებად სეზონის ბოლომდე დარჩებიან.

მორიგი გამარჯვება მესტალიაზე

“რეალი” უკვე ზედიზედ მეხუთედ იგებს “მესტალიაზე”. თუმცა გუშინდელ შეხვედრაში “ვალენსიას” კარგი შანსი ჰქონდა, რომ ერთ-ერთ ლიდერისთვის ქულები აერთვა. მადრიდელებს კვლავ ჰქონდათ პრობლემები დაცვაში. “ღამურებმა” ორივე გოლი დავით გაიტანეს. საინტერესოა, რომ პირველი თავური პრიმერას ერთ-ერთმა ყველაზე ტანმორჩილმა პაბლო პიატიმ შეასრულა. თუმცა, რონალდუმ და კომპანიამ შესძლეს ამ რთულ მატჩში გამარჯვების მოპოვება. საფინალო სასტვენამდე 8 წუთით ადრე შეცვლაზე შემოსულმა 20 წლის ხესე როდრიგესმა მადრიდულ კლუბს სამი ქულა მოუტანა.

 

20/12/13

ელჩე 0-1 მალაგა

გოლი: კამაჩო 6′

21/12/13

ვილიარელი 1-2 სევილია

გოლები: კალა 24′ (0:1); ბაკა 71′ (0:2); პერბეტი 88′ (1:2)

ბეტისი 0-1 ალმერია

გოლი: აზიზი 4′ 

ატლეტიკო 3-2 ლევანტე

გოლები: ივანშიცი 2′ (0:1); გოდინი 30′ (1:1); დიეგო კოსტა 47′ (2:1); პედრო რიოსი 56′ (2:2); დიეგო კოსტა 77′ (3:2)

22/12/13

გრანადა 1-3 სოსიედადი

გოლები: ველა 29′ (0:1); პიტი 37′ (1:1); გრიზმანი 42′ (1:2); ველა 64′ (1:3)

ესპანიოლი 4-2 ვალიადოლიდი

გოლები: სერხიო გარსია 5′ (1:0); სტუანი 37′ (2:0); ვიქტორ სანჩესი 68′ (3:0); სტუანი 70′ (4:0); ხავი გუერა 75′ (4:1); ვიტორ პერესი 89′ (4:2)

ხეტაფე 2-5 ბარსელონა

გოლები: ესკუდერო 10′ (1:0); ლოპესი 15′ (2:0); პედრო 34′ , 41′ , 43′ (2:3); ფაბრეგასი 68′ , 72′ (2:5)

ბილბაო 2-1 რაიო ვალეკანო

გოლები: სან ხოსე 32′ (1:0); ბუენო 61′ (1:1); მიკელ რიკო 66′ (2:1)

23/12/13

სელტა 1-1 ოსასუნა

გოლები: არმენტეროსი 17′ (0:1); ფერნანდესი 34′ (1:1)

ვალენსია 2-3 რეალი

გოლები: დი მარია 28′ (0:1); პიატი 34′ (1:1); კრისტიანო რონალდუ 40′ (1:2); მატიუ 62′ (2:2); ხესე როდრიგესი 82′ (2:3)

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კილიან მბაპემ ლიონელ მესის რეკორდი დაამხო

22 ოქტომბერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” სტუმრად “ბრიუგეს” დაუპირისპირდა და მეტოქე 5:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედენ აზარის აცილება “გალათასარაისთან” მატჩში (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “გალათასარაისა” და “რეალს” შორის მიმდინარე მატჩის 64-ე წუთზე ედენ აზარმა ცარიელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიატოვიჩი: “თუ ზიდანი მადრიდში დაბრუნდა, რატომ არ შეიძლება მოურინიოც დაბრუნდეს?̶

მადრიდის “რეალის” ყოფილი თავდამსხმელმა, პედრაგ მიატოვიჩმა ესპანურ პრესასთან საუბრისას “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჟოზე მოურინიოს დაბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟოაო ფელიში სამ კვირას გამოტოვებს

მადრიდის “ატლეტიკოში” ტრავმირებული ფეხბურთელების რაოდენობა იზრდება. ამჯერად გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელი, ჟოაო ფელიში დაიმტვრა. კლუბის ო...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა მოდრიჩის ანტირეკორდი

21 ოქტომბერს, “ფრანს ფუტბოლმა” 2019 წლის ოქროს ბურთის ჯილდოზე წარდგენილი 30 ფეხბურთელი დაასახელა. სიაში ყველაზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესი ზაფხულში კილიან მბაპეს ყიდვას გეგმავს

გავლენიანი ესპანური გამოცემა As ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ზაფხულში “პარი სენ-ჟერმენის” ფრან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზინედინ ზიდანი: “მინდა “რეალში” სამუდამოდ დავრჩე”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, რომელსაც კლუბს ზედიზედ სამჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგის ტიტული, საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრიპიერი: “დიეგო კოშტა დღეში ათჯერ “რუნის” მეძახის”

“ატლეტიკოს” მარჯვენა მცველმა, კიერან ტრიპიერმა განაცხადა, რომ დიეგო კოშტა ყველაზე მხიარული ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც უთამაშია. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდ კუმანმა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს

უცხოურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კონტრაქტში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდეტნი: “პსჟ” და “მანჩესტერ სიტი” ევროტურნირებიდან უნ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უეფამ “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “ბარსელონაში” არიან ადამიანები, რომელთაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ̶

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა, ლეო მესიმ, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ “ბარსელონას” ზოგიერთ მაღალჩინოსან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი პოგბასთან შეხვედრაზე: “დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ”

18 ოქტომბერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებდა, რომლის თანახმადაც ზინედინ ზიდანი დუბაიში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟერარ პიკე და უსმან დემბელე საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე და ნახევარმცველი უსმან დემბელე კატალონიელთა საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. ამ ინფორმაციას [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ელ კლასიკო” გადაიდო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “ჩვენთვის ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი, ლეო მესი, ლა ლიგაში აღებული არასახარბიელო სტარტის შემდეგ საჯაროდ აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა