პრიმერა დივიზიონი – პრევიუ
“ბარსელონაში” განვითარებული სკანდალის ფონზე დღეს ესპანური პრიმერას მორიგი ტური აიღებს სტარტს, სადაც ლიდერებს შედარებით იოლ მეტოქეებთან მოუწევთ დაპირისპირება.
რეალი – გრანადა
ხვალ “სანტიაგო ბერნაბეუზე” შესანიშნავ ფორმაში მყოფი “რეალი” ცხრილის შუა ნაწილში დამკვიდრებულ “გრანადას” მიიღებს.
მადრიდელებმა ლიდერებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და ბუნებრივია, რომ მოალოებულ შეხვედრას შესანიშნავ განწყობაზე ხვდებიან. კარლო ანჩელოტის შეგირდებმა გასულ ტურში “ბეტისი” სტუმრად გაანადგურეს, რასაც სევილიური კლუბის მთავარი მწვრთნელი ემსხვერპლა. “გარანამ” კი საკუთარ მოედანზე “ოსასუნასთან” უგოლო ფრე ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში “რეალს” ტრავმის გამო ვარანი და ხედირა დააკლდებიან, ხოლო “გრანადას” ტრავმირებული იგალო და დისკვალიფიცირებული ფრან რიკო ვერ დაეხმარებიან.
რაიო ვალეკანო – ატლეტიკო
შაბათს მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელ “რაიო ვალეკანოსთან” გამართავს შეხვედრას და სავარაუდოდ გამარჯვების გემოსაც გაიხსენებს. “რაიო” მიმდინარე პრიმერას ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდია და ამაზე სატურნირო ცხრილში მეცხრამეტე ადგილიც მეტყველებს. “რაიო ვალეკანომ” ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 7 უკანასკნელ შეხვედრაში მხოლოდ ერთის მოგება შესძლო.
“ატლეტიკოს” აღნიშნულ შეხვედრაში ხუანფრანი, მარიო სუარესი და ტიაგო ვერ დაეხმარებაინ. რაც შეეხება “რაიოს”, დისკვალიფიცირებულ ადრიანთან და რაულ ბაენასთან ერთად, გუნდს ტრავმირებული კარლოსი და ფერნანდესი დააკლდებიან.
ბარსელონა – მალაგა
ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ბარსელონაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გრანდი “მალაგას” უმასპინძლეს. თუმცა, ეს მეტად პრინციპული შეხვედრა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით გამოწვეულმა სკანდალმა გადაფარა, რასაც “ბარსას” პრეზიდენტის, სანდრო როსელის გადადგომა მოყვა.
“ბარსელონასთვის” მოგება ამ მატჩი ძალიან მნიშნველოვანია, ვინაიდან “რეალი” და “ატლეტიკო” დიდი ალბათობი 3 ქულას მოიპოვებენ. თუმცა, სტატისტიკა ბარსელონელებს მშვიდად ყოფნის საშუალებას აძლევს. “კამპ ნოუზე” “მალაგას” სამი უკანასკნელი ვიზიტი მათი კრახით დასრულდა. “ბარსამ” სამივე შემთხვევაში ტრადიციად ქცეული ანგარიშით, 4-1 გაიმარჯვა.
აღნიშნულ შეხვედრაში, შუსტერის გუნდს ველიგტონი ვერ დაეხამრება, ხოლო “ბარსას” ნეიმარი.
25/01/14
სელტა – ბეტისი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1475
რეალი – გრანადა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1476
ვალიადოლიდი – ვილიარეალი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1478
ვალენსია – ესპანიოლი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1474
26/01/14
სევილია – ლევანტე
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1482
ალმერია – ხეტაფე
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1479
ოსასუნა – ბილბაო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1477
რაიო ვალეკანო – ატლეტიკო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1481
27/01/14
ბარსელონა – მალაგა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1483
28/01/14
სოსიედადი – ელჩე
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1480