პრიმერა დივიზიონი: “რეალისა” და “ატლეტიკოს” მატჩები, შესაძლოა, გადაიდოს”
ვრცელდება ინფორმაცვია, რომ პრიმერა დივიზიონის რამდენიმე შეხვედრა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას უნდა გაიმართოს, შესაძლებელია, გადაიდოს. ამის საშიშროების ქვეშაა “რეალისა” და “ატლეტიკოს” მადრიდსა და ვიგოში გასამართი თამაშებიც. ამის მიზეზი ის კლიმატური პირობებია, რომელიც ესპანეთის ბევრ რეგიონშია: ძალიან მაღალი ტემპერატურა.
ზემოთ ნახსენებთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კომენტარი გააკეთა: “თუ ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, ჩვენ ლა ლიგის რამდენიმე მატჩის გადადება მოგვიწევს.” შეუძლებელია, ითამაშო 36, 37 და 40 გრადუს სიცხეში.”
“ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და არა მარტო მომდევნო ტურის, არამედ სხვა რამდენიმე ტურის მატჩების გადადებას ვგეგმავთ. მაგალითად, დავასახალებ “ატლეტიკოსა” და “რეალის” თამაშებს, რომლებიც შაბათს შუა დღეს გაიმართება,” – განაცხადა ტებასმა.