პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

თარიღი: მარტი 28, 2014

“რეალის” ზედიზედ მეორე მარცხი, “ბარსას” მეორე პოზიცია და დიეგო კოსტას გოლით მოპოვებული ლიდერობა. 

 

რეალის ჩავარდნა 

სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ყველა “რეალის” ჩემპიონობას პროგნოზირებდა. მაგრამ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მადრიდელები ცხრილში მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ. კრიზისზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ ორ შეხვედრაში ანჩელოტის გუნდი ძველებურად ვერ ბრწყინავდა.

“სევილიასთან” მადრიდელებმა რონალდუს გოლით გახსნეს ანგარიში და მიუხედავად იმისა, რომ ბაკამ წონასწორობა სულ რაღაც 5 წუთში  აღადგინა წონასწორობა, მატჩის მიმდინარეობასაც სწორედ სტუმრები აკონტროლებდნენ. თუმცა, დაახლოებით მე-60 წუითან “რეალმა” ინიციატივის დათმობა დაიწყო. 72-ეზე კი, ბაკამ რაკიტიჩის შესანიშნავი თამაშის შემდეგ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

 

ბარსამ 3 ქულა მოიპოვა, მაგრამ ვალდესი დაკარგა

“სანტიაგო ბერნაბეუზე” მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “სელტას” უმასპინძლა და განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხა.

ნეიმარის  და მესის გოლებმა პირველ ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი. შესვენების შემდეგ ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქირა. მატჩის მთავარი მოვლენა კი, 23-ე წუთზე მოხდა. აუგუსტო ფერნანდეის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთისთვის ბრძოლაში ჩართულმა ვალდესმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. როგორც მატჩის შემდეგ გაირკვა დაზიანება საკმაოდ სერიოზულია და ვალდესი დაახლოებით ექვს თვეს გამოტოვებს…

 

ატლეტიკოს საჩემპიონო ხასიათი

მადრიდელები საკუთარ თამაშს “ბარსელონას” და “სელტას” შეხვედრის შემდეგ ატარებდნენ. მიუხედავად დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლისა სიმეონეს შეგირდებმა საჩემპიონო ხასიათის გამოვლინება შესძლეს და “გრანადას” დამარცხება მოახერხეს.

შეხვედრაში ერთადერთი გოლის ავტორი დიეგო კოსტა გახდა. “ატლეტიკოს” საუკეთესო ბომბარდირმა “გრანადას” 63-ე წუთზე გაუტანა და საკუთარ გუნდს პრიმერაში ლიდერობა მოუტანა.

 

25/03/14

მალაგა 1-2 ესპანიოლი

გოლები: სერხიო გარსია 33′ (0:1); პერესი 34′ (1:1); პიცი 76′ (1:2)

26/03/14

ელჩე 0-0 ბილბაო

ბარსელონა 3-0 სელტა

გოლები: ნეიმარი 6′ ; მესი 30′ ; ნეიმარი 67′ 

რაიო ვალეკანო 1-0 ოსასუნა

გოლი: ლარივეი 90′ 

27/03/14

ატლეტიკო 1-0 გრანადა

გოლი: დიეგო კოსტა 63′ 

სევილია 2-1 რეალი

გოლები: რონალდუ 14′ (0:1); ბაკა 19′ ; 72′ (2:1)

ხეტაფე 0-1 ვილიარეალი

გოლი: პერბეტი 5′ 

სოსიედადი 1-0 ვალიადოლიდი

გოლი: ველა 23′

28/03/14

ლევანტე 1-3 ბეტისი

გოლები: სალვა სევილია 13′ (0:1); დიოპი 26′ (1:1); ხორხე მოლინა 70′ (1:2); რუბენ კასტრო 77′ (1:3)

ალმერია 2-2 ვალენსია

გოლები: კეიტა 1′ (0:1); ვარგასი 34′ (0:2); ოსკარ დიასი 53′ (1:2); კორონა 54′ (2:2)



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა