პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
“ბეტისის” დამშვიდობება პრიმერასთან, “ბარსელონას” რთული გამარჯვება და მადრიდული კლუბების ბრძოლა ჩემპიონობისთვის.
ატლეტიკო ტიტულს უახლოვდება
პრიმერას დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, “ატლეტიკო” კი დაუმარცხებლად ასპარეზობს და პირველი საფეხურის დათმობასაც არ აპირებს. გასულ ტურში სიმეონეს გუნდი ევროპა ლიგის ნახევარფინალისტს, “ვალენსიას” ესტუმრა. ინტერტული იყო დიეგო კოსტა. თუმცა, მისი მისია რაულ კარგსიამ შეასრულა და მადრიდელები ეფექტური გოლით დააწინაურა.
დარჩენილ დროში “ატლეტიკომ” მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. თეორიულად მადრიდელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გოფორმება შემდეგ ტურში შეუძლიათ. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევასი მოხდება, თუ “ატლეტიკოს” გამარჯვებასთან ერთად მათი მთავარი კონკურენტები თავის შეხვედრებს წააგებენ.
გამარჯვება მადრიდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, “რეალმაც” მოიპოვა. ანჩელოტის შეგირდებმა “ოსასუნას” დამარცხება ადვილად შეძლეს.
ბეტისი პრიმერას დაემშვიდობა
“მალაგასთან” “ხეტაფეს” მოულოდნელი გამარჯვების შემდეგ “ბეტისისთვის” პრიმერას ყველა დარჩენილმა მატჩმა აზრი დაკარგა. გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონს სევილიელები რანგით მეორე დივიზიონში გაატარებენ, რაც მათ ხასიათზეც და შესაბამისად “სოსიედადთან” ჩატარებულ შეხვედრაზეც აისახა.
შეხვედრა საკმაოდ უსახური გამოდგ და სან-სებასტიანელების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. 48-ე წუთზე კარლოს ველამ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა.
სპექტაკლი “ბარსას” და “ვილიარეალის” შესრულებით
გასაგები მიზეზების გამო “ბარსელონას” ამ უიკენდზე ნამდვილად არ ეფეხბურთებოდა, თუმცა პროფესიონალური ფეხბურთი რიგ შემთხვევებში პირადი პრობლემების გვერდზე გადადებას ითხოვს.
“ვილიარეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. ტრადიციულად კატალონიელები ბურთის ფლობაში დომინირებდნენ, თუმცა სახიფათო მომენტების შექმნა უჭირდათ. ტაიმის ბოლოს , მასპინძლებმა კანის დახმარებით ანგარიშის გახსნა მოახერხეს. შესვენების შემდეგ კი, ტრიგეროსმა “ვილიარეალის” უპირატესობა ორამდე გაზარდა.
ისე ჩანდა, თითქის ყველაფერი გადაწყვეტილია და “ბარსელონაც” საჩემპიონო რბოლას საბოლოოდ ჩამოშორდა. მაგრამ, მოედანზე ნასროლი ბანანის ენერგიით გაძლიერებულმა ალვეშმა ორი ისეთი ჩაწოდება განახორციელა, რომ “ვილიარელის” მცველებს საკუთარ კარში არ გატანა უბრალოდ არ შეეძოთ. ორი ავტოგოლის შემდეგ თავისი სიტყვა ლეო მესიმაც თქვა და საბოლოოდ “ბარსამ” საკმაოდ შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვა.
25/04/14
გოლები: ბოაკიე 63′ (1:0); ანხელი 74′ (1:1)
26/04/14
გოლები: საული 54′ ; ლარივერი 59′ ; ფერნანდესი 86′
გოლი: ადრიან კოლუნგა 8′
გოლები: რონალდუ 6′ ; 52′ ; სერხიო რამოსი 60′ ; დანიელ კარვახალი 83′
გოლი: კარლოს ალბერტო ველა 48′
27/04/14
გოლები: სტუანი 42′ (1:0); ფრან ველესი 69′ (1:1); სუსო 72′ (1:2)
გოლი: რაულ გარსია 43′
გოლები: სუსაეტა 5′ (1:0); მუნიაინი 53′ (2:0); ანდერ ერერა 73′ (3:0); გამეირო 79′ (3:1)
გოლები: კანი 45′ (1:0): ტრიგუეროსი 55′ (2:0); გაბრიელ პაულისტა 65′ (ს.კ. 2:1); მუსაკიო 78′ (ს.კ. 2:2); მესი 83′ (2:3)
28/04/14
გოლები: ნოლიტო 38′ (1:0); ჩარლსი 39′ (2:0); ნოლიტო 46′ (3:0); მიტროვიჩი 49′ (ს.კ. 4:0); მანუჩო გონსალვეში 75′ (4:1)