პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
პიცის დებიუტი, ალექსისი სანჩესის ჰეთ-ტრიკი და რონალდუს საიუბილეო ესპანეთის ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მიმოხილვაში.
პიცის დერბი
პიცის დებიუტი “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარამტებული გამოდგა. ახალმა მწვრთნელმა ოდნავ გადაახალისა შემადგენლობა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჩანს რომ პიციმ ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მხარეზეც იმუშავა. თუმცა ისიც აღანიშნავია, რომ “ვალენსიას” თითქმის ყველა მწვრთენლი სადებიუტო მატჩში გამარჯვებას ზეიმობს. ასე რომ, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს.
“ლევანტეს” წინააღმდეგ ჩატარებულ შეხვედრაში გადამწყვეტი როლი პაბლო პიატიმ ითამაშა. არგენტინელმა შემტევმა 42-ე წუთზე ბერნატის გადაცემით ისარგებლა და ნავასს ახლო მანძილიდან უძლიერესი დარტყმით გაუტანა.
მეორე ტაიმში კი ეპიზოდის გმირი ფეგული გახდა. სოფიანმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, ცენტრისკენ შეიწია და დაახლოებით 10 მეტრიდან მეკარეს ბურთი თავზე გადაუგო.
სანჩესის ბენეფისი
“ბარსელონა” გასულ ტურში “ელჩეს” დაუპირსპირდა და დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა. ლიონელ მესი საერთო ჯგუფს კი დაუბრუნდა, მაგრამ მარტინომ სავარაუდოდ ეს მძლავრი იარაღი “ატლეტიკოსთვის” შეინახა. პირველი წუთებიდან არც ნეიმარს უთამაშია, ასე რომ ლიდერობა საკუთარ თავზე ალექსის სანჩესმა აიღო.
უკვე მეშვიდა წუთზე სანჩესმა ჩავი-ალბას კომბინაცია დაასრულა და ანგარიში გახსნა. მეორე გოლი ფაბრეგასის გადაცემით პედრომ გაიტანა. თავის გამოჩენის შანსი ჩავისაც ჰქონდა, თუმცა ესპანელმა თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ მოახერხა. თუმცა, “ელჩეს” ამან ვერ უშველა. ალექსის სანჩესმა ჯერ ინიესტას გადაცემა გამოიყენე შემდეგ კი ლამაზი საჯარიმოც შეაგდო და ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. ჩილელს მიმდინარე გათამაშებაში უკვე 11 გოლი დაუგროვდა.
რონალდუს საიუბილეო
ბომბარდირთა დავის ლიდერი ისევ კრიშტიანუ რონალდუა. “რეალი” ასევე ელოდება “ატლეტიკოსთან” და “ბარსელონასთან” გასამართ მატჩებს. ამ შეხვედრების შედეგად, მადრიდელებს ლიდერებთან მიახლოების შანსი აქვთ. გუშინ კი, ანჩელოტის შეგირდებმა “სელტას” 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს.
სტუმრები პირველ გაშვებულ გოლამდე ღირსეულად გამოიყურებოდნენ. “რეალი” დიდი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. “სელტას” კი რამოდენიმე კარგი კონტრშეტეა გამოუვიდა.
შესვენების შემდეგ ანჩელოტიმ მოედანზე ილიარამენდი, ბეილი და ხესე გამოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო.
67-ე წუთზე ანგარიში ბენზემამ გახსნა, რომელმაც მცველის შეცდომით ისარგებლა.
რის შემდეგაც კრიშტიანუს ჯერიც დადგა, რომელსაც ასისტენტობა გარეთ ბეილმა გაუწია. პორტუგალიელმა უელსელის გადაცემით კარიერაში მე-400 გოლი გაიტანა.
ამ მომენტისათვის “რეალის” უპირატესობა უკვე ორბურთიანი იყო, რონალდუმ საიუბილეო გოლით დუბლი გაიფორმა, რომელიც ლეგენდარული ეუსებიუს ხსოვნას მიუძღვნა…
04/01/14
მალაგა 0-1 ატლეტიკო
გოლი: კოკე 70′
ვალიადოლიდი 0-0 ბეტისი
ვალენსია 2-0 ლევანტე
გოლები: პიატი 42′ ; ფეგული 73′
ალმერია 3-0 გრანადა
გოლები: დუბარბიერი 14′ ; ვერცა 28′ ; ალექს ვიდალი 79′
05/01/14
სევილია 3-0 ხეტაფე
გოლები: ვიტოლო 34′ ; ბაკა 55′ ; რაკიტიჩი 77′
ბარსელონა 4-0 ელჩე
გოლები: სანჩესი 7′, პედრო 15′, სანჩესი 63′ , სანჩესი 69′
ოსასუნა 1-0 ესპანიოლი
გოლი: კეხუდო 33′
სოსიედადი 2-0 ბილბაო
გოლები: გრიზმანი 43′ ; რუბენ პარდო 90′
06/01/14
რეალი 3-0 სელტა
გოლები: ბენზემა 67′ ; რონალდუ 82′ ; 90′
რაიო ვალეკანო 2-5 ვილიარეალი
გოლები: უჩე 10′ (0:1); პერბეტი 12′ (0:2); პერბეტი 41′ (0:3); უჩე 58′ (0:4); უჩე 64′ (0:5); კასტილიო 66′ (1:5); კასტილიო 90′ (2:5)