პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

თარიღი: თებერვალი 18, 2014

ესპანეთის პრიმერას 24-ე ტური სამივე ლიდერის პროგნოზირებადი გამარჯვებით დასრულდა. 

 

საუკეთესო მატჩი

“ბარსელონამ” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამართა “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში ტაბლოზე ასახული დამაჯერებელი ანგარიშის გარდა, გულშემატკივარმა “ბარსასთვის” დამახასიათებელი ლამაზი და ლაღი ფეხბურთი იხილა. ხერარდო მატინომ მატჩიშ შემდეგ განაცხადა, რომ თუ გუნდი ასეთი თამაშის ჩვენებას გააგრძელებს, სტადიონზე 20 000-ით მეტი გულშემატკივარი მოვა.
აღსანიშნავია, რომ გოლის გატანა ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა ნეიმარმა მოახერხა, თანაც ბრაზილიელმა ეს ძალიან ეფექტურად გააკეთა. ნეიმარის გარდა, თავი ასევე გამოიჩინეს პედრომ, ალექსისმა და მესიმ (დუბლი). “მანჩესტერ სიტისთან” მატჩის წინ, “ბარსას” კარგი რეპეტიცია გამოუვიდა.

 

სიმეონემ ნავსი გატეხა

ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ სიმეონემ გუნდის დამშვიდება შესძლო და “ატლეტიკომ” როგორც იქნა კვლავ მოიგო. მადრიდელებმა ძალიან აგრესიულად დაიწყეს და უკვე მეოთხე წუთზე ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მატჩის დებიუტში საკუთარი გვარები ტაბლოზე რაულ გარსიამ და დიეგო კოსტამ აანთეს. “ვალიადოლიდის” მოთამაშეებმა ფაქტობრივად 0:2-დან დაიწყეს შეხვედრა, რაც “ატლეტიკოსთან” ფაქტობრივად მარცხს ნიშნავს. “მილანის” წინააღმდეგ გასამართა საჩემპიონთალიგიო მატჩის წინ, “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში კარგი დასაწყისი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. სიმეონეს შეგირდებმა შეხვედრა გამარჯვებამდე დიდი ძალების დახარჯვის გარეშე მიიყვანეს. საბოლოო ანგარიში კი 74-ე წუთზე გოდინმა დააფიქსირა – 3:0.

 

ლიდერების ტური

საკუთარი შეხვედრა მადრიდის “რეალმაც” დიდი ანგარიშით მოიგო. ანჩელოტის გუნდი მიუხედავად რონალდუს არყოფნისა და კალენდარის სიმჭიდროვისა, იმდენად კარგ ფორმაშია, რომ ყველა მატჩს ერთნაირი დამაჯერებლობით თამაშობს. მადრიდელებს არც ძალების განსაკუთრებული დაზოგვა სჭირდებათ. ჩემპიონთა ლიგა ბერნაბეუზე ერთ კვირაშ ჩავა.

“ხეტაფესთან” ანგარიში “რეალმა” დებიუტშივე გახსნა. მეხუთე წუთზე თავი ხესემ გამოიჩნა. 27-ზე კი თავისი მორიგი გოლი გაიტანა კარიმ ბენზემამ და შესვენებაზეც გუნდები 0:2-ზე გავიდნენ. მეორე ნახევარში, 66-ე წუთზე მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მისი ავტორი კი ლუკა მოდრიჩი გახლდათ.

 

15/02/14

ელჩე 0-0 ოსასუნა

ატლეტიკო 3-0 ვალიადოლიდი

გოლები: რაულ გარსია 3′ ; დიეგო კოშტა 4′ ; გოდინი 74′ 

ლევანტე 1-0 ალმერია

გოლი: დავიდ ბარალი 62′ 

ბარსელონა 6-0 რაიო ვალეკანო

გოლები:  ადრიანო კორეია 2′ ; მესი 36′ ; სანჩესი 53′ ; პედრო 56′ ; მესი 68′ ; ნეიმარი 89′ 

 

16/02/14

ვილიარეალი 0-2 სელტა

გოლები: ორელიანა 83′ ; ნოლიტო 90′

გრანადა 1-0 ბეტისი

გოლი: პიტი 31′ 

ხეტაფე 0-3 რეალი

გოლები: ხესე 5′ ; ბენზემა 27′ ; მოდრიჩი 66′ 

ბილბაო 1-2 ესპანიოლი

გოლები:  სერჯიო გარსია 6′ (0:1); გურპეგი 56′ (1:1); კოლოტო 65′ (1:2)

 

17/02/14

სევილია 0-0 ვალენსია

18/02/14

მალაგა 0-1 სოსიედადი

გოლი: ველა 10′

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა