პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა
“ატლეტიკოს” და “ბარსელონას” წარუმატებლობის ფონზე, მადრიდის “რეალმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და პრიმერაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
არასატემ სიტყვა შეასრულა
როგორც ჩანს “სოსიედის” მთავარი მწვრთნელი არ ხუმრობდა, როდესაც “ბარსელონასთან” გამარჯვებაზე საუბარია. არასატემ გუნდი შესანიშნავად მოამზადე როგორც ფიზიკური, ასევე მორალური თვალსაზრისით, რაც შედეგზეც აისახა. შედეგზე გავლენა ალბათ მარტინოს საკადრო გადაწყვეტილებებმაც იქონიდა. “ბარსელონას” მწვრთნელმა რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა. ნახევარდაცვის დალაგება კი სონგს და ბუსკეტსს დაავალა. დუეტი მთელი თამაშის განმავლობაში ამოვარდნილი იყო “ბარსას” სათამაშო სქემიდან.
სხვათა შორის, ანგარიში სწორედ სონგმა გახსნა, რომელმაც 32-ე წუთზე ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. წონასწორობა კატალონიელებმა სულ რაღაც 4 წუთში აღადგინეს. მორიგი გოლი ლეო მესიმ გაიტანა და ტაიმის ბოლომდე არაფერი აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარი მასპინძელთა დომინირებით დაიწყო. 54-ე წუთზე “სოსიედადის” მთავარამ მეგოლემ, ანტოან გრიზმანმა მორიგი გოლი გაიტანა. 5 წუთში კი დავიდ ზურუზუტამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
პამპლონაში კიდევ ერთი ლიდერი დაეცა
ოსასუნა – ატლეტიკოს მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პამპლონა ავტორიტეტებს არ ცნობს. ოსასუნამ “რეალის” და “ბარსელონას” შემდეგ “ატლეტიკოც” გაამწარა. თუმცა, თუ გრანდების დუეტმა პამპლონადან 1 ქულა მაინც წამოიღო, სიმეონეს გუნდი დედაქალაქში უქულოდ და სამი გაშვებული ბურთით დაბრუნდა. “ბარსელონას” მსგავსად მძემი კვირის შემდეგ როტაციას “ატლეტიკომაც” მიმართა. სიმეონემ თამაშის საშუალება ადრიან, ალდერვეირელდასა და დიეგოს მისცა. თუმცა, ამ გადაწყვეტილებას კარგი არაფერი მოჰყოლია.
სტუმართა რბევა მატჩის დებიუტში დაიწყო და პირველივე ნახევარში დასრულდა. ანგარიში მე-6 წუთზე კეხუდომ გახსნა. 21-ზე არმენტეროსმა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მესამე გოლი კი, 42-ე წუთზე რობერტო ტორესმა გაიტანა. მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა.
ბედნიერების 100 კილომეტრი
კონკურენტების წარუმატებლობას კმაყოფილებით ადევნებდნენ თვალყურს მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები, რომლებმაც ერთი დღით ადრე “ელჩეს” დამარცხება მოახერხეს და ერთპიროვნულადაც გალიდერდნენ. რონალდუს გარეშე ჩატარებული კიდევ ერთი მატჩში მადრიდელთა დამაჯერებლი გამარჯვებით დასრულდა. “რეალის” თამაშ განსაკუთრებულად სანახაობრი არ ყოფილა, თუმცა წლევანდელ გუნდს საიმედო დაცვის ხაზის სახით, საკმაოდ ძლიერი ფუნდამენტი აქვს, რომლის მორყავეაც ძალიან რთული საქმეა.
“რეალმა” 3:0 მოიგო. გოლები კი ილიარამენდიმ, ისკომ და ბეილმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ უელსელის ულამაზესი გოლის დროს ბურთის მოძრაობის სიჩქარემ 100 კილომეტრს საათში მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ამ დარტყმის გარდა ბეილს ღირებული არაფერი შეუქმნია მთელი მატჩში განმავლობაში.
22/02/14
ვალიადოლიდი 1-1 ლევანტე
გოლები: ვიქტორი 25′ (0:1); ხავი გუერა 52′ (1:1)
რეალი 3-0 ელჩე
გოლები: ილიარამენდი 34′ ; ბეილი 72′ ; ისკო 81′
სელტა 1-1 ხეტაფე
გოლები: ლაფიტა 20′ (0:1); რაფინია 59′ (1:1)
სოსიედადი 3-1 ბარსელონა
გოლები: სონგი 32′ (ს.კ. 1:0); მესი 36′ (1:1); გრიზმანი 54′ (2:1); ზურუტუზა 59′ (3:1)
23/02/14
ალმერია 0-0 მალაგა
რაიო ვალეკანო 0-1 სევილია
გოლი: კოკე 57′
ბეტისი 0-2 ბილბაო
გოლები: მუნიაინი 34′ ; გილერმო 81′
ვალენსია 2-1 გრანადა
გოლები: პიტი 47′ (0:1); პაკო ალკასერი 64′ (1:1); რუბენ ვესო 90′ (2:1)
24/02/14
ოსასუნა 3-0 ატლეტიკო
გოლები: კეხუდო 6′ ; არმენტეროსი 21′ ; რობერტო ტორესი 42′
25/02/14
ესპანიოლი 1-2 ვილიარეალი
გოლები: მოისესი 36′ (0:1); პერბეტი 50′ (0:2); კორდობა 78′ (1:2)