პრიმერა დივიზიონის მიმოხილვა

თარიღი: დეკემბერი 17, 2013

“ბარსელონას” რთული გამარჯვება, “ატლეტიკოს” ტრიუმფი და “რეალის” ტრაციციული პრობლემები პამპლონაში.

ბევრს თუ იწვალებ

იშვიათი შემთხვევა  – “ბარსელონა” – “ვილიარეალის” შემდეგ უკმაყოფილო პრაქტიკულად არავინ ყოფილა. კატალონიელებმა რთულ გამარჯვებას მიაღწიეს და ამასთან ერთად კარგი თამაში არ უჩვენებიათ. “ვილიარეალმა” კი ყველას დაუმტკცა, რომ ესპანეთის ჩემპიონთან თანაბრად შეუძლია თამაში. მარტინოს აქტიურად შეაქვს ბარსას თამაშში ახალი იდეები, თუმცა ძველი ჩვევების დავიწყება იოლი საქმე არ არის. მესის არყოფნაში ლიდერის როლის მორგება ნეიმარმა დაიწყო. სწორედ ბრაზილიელის ანგარიშზეა “ბარსელონას” ორივე გოლი. სტუმართა შემადგენლობაში კი გოლის ავტორი მუსაკიო გახდა. 48-ე წუთზე, არგენტინელმა ანგარიში გაათანაბრა, რის შემდეგაც “ბარსას” 20 წუთი დასჭირდა უპირატესობის დასაბრუნებლად.
ამ მოგების შედეგად, “ბარსელონა” კვლავ განაგრძობს ლიდერობას “ატლეტიკოსთან” ერთად. თუმცა, სიმეონეს შეგირდები გაცილებით უკეთესს ფეხბურთს თამაშობენ.

მძლავრი ატლეტიკო

მადრიდული კლუბი შესანიშნავ სეზონს ატარებს. შეიძლება, სიმეონეს გუნდი ნაკლებად ელეგანტურ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა “ატლეტიკოს” ენერგიული და მძლავრი შეტევები გულგრილს არავის ტოვებს. სწორედ ასეთი შეტევების მსხვერპლი გახდა “ვალენსია”. სტუმართა გუნდის ნახევარდაცვა “ატლეტიკოს” პრესინგს ვერ უძლებდა და მთელი შეხვედრა შეტევების მოგერიებით იყო დაკავებული.
საბოლოო ჯამში “ატლეტიკომ” იოლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე და დაგეგმილი სამი ქულაც მოიპოვა. დუბლი დიეგო კოსტამ გაიფორმა. კიდევ ერთი შედეგიანი დარტყმაც რაულ გარსიას ანგარიშზეა.

უიღბლო ქალაქი

პამპლონა – უიღბლო ადგილი მადრიდის “რეალისთვის”. ყველანაირი ლოგიკით ადგილობრივი “ოსასუნა” გრანდთან უშანსოდ იყო, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მადრიდელებმა ქულა ძლივს წამოიღეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, “რეალის” შემადგენლობაში სუსტი რგოლი რონალდუ აღმოჩნდა. პორტუგალიელმა უამრავი საგოლე მომენტი გაანიავა. აი “ოსასუნელი” ორიოლ რიერა კი უშეცდომო იყო. ორი მომენტი – ორი გოლი. ამას სერხიო რამოსის წითელი ბარათიც დავუმატოთ, რომელიც მცველმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მიიღო და გამოდის, რომ ლოგიკა უკვე “ოსასუნას” გამარჯვებას ემხრობა. აღსანიშნავია, რომ პამპლონურ მატჩი მიღებული წითელი ბარათი რამოსისათვის მე-18 აღმოჩნდა მის საფეხბურთო კარიერაში. ერთი გოლის გატანა მადრიდელებმა პირველ ტაიმში მოახერხეს. ანგარიშისიც გათანაბრებმა სტუმრებმა მე-80 წუთზე მოახერხეს. თავის პეპემ გამოიჩინა.
“რეალმა” არ წააგო, თუმცა ლიდერთა წყვილს კიდევ ორი ქულით ჩამორჩა.

 

13/12/13

ლევანტე 2-1 ელჩე

გოლები: სეპურანუ 26′ (0:1); დავიდ ბარალი 41′ (1:1); დავიდა ბარალი 80′ (2:1)

14/12/13

ოსასუნა 2-2 რეალი

გოლები: ორიოლ რიერა 16′ , 39′ (0:2); ისკო 45′ (2:1); პეპე 80′ (2:2)

რაიო ვალეკანო 0-2 გრანადა

გოლები: ფრან რიკო 35′ , რიკი 89′

ბარსელონა 2-1 ვილიარეალი

გოლები: ნეიმარი 30′ (1:0); მუსაკიო 48′ (1:1); ნეიმარი 68′ (2:1)

15/12/13

მალაგა 1-0 ხეტაფე

გოლი: სანტა კრუზი 75′

ალმერია 0-0 ესპანიოლი

სოსიედადი 5-1 ბეტისი

გოლები: აგირეჩე 6′ (1:0); მოლინა 19′ (1:1); ანსოტეგი 55′ (2:1); გრიზმანი 62′ (3:1); აგირეჩე 68′ (4:1); ხაბი პრიეტო 85′ (5:1)

სევილია 1-1 ბილბაო

გოლები: ალბერტო მორენო 4′ (1:0); სუსაეტა 6′ (1:1)

16/12/13

ატლეტიკო მადრიდი 3-0 ვალენსია

გოლები: დიეგო კოსტა 59′ ; რაულ გარსია 64′ ; დიეგო კოსტა 81′

17/12/13 

ვალიადოლიდი 3-0 სელტა

გოლები: ხავი გუერა 60′ , 67′ , 86′

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რონალდ კუმანმა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, “ბარსელონა” ჩაიბაროს

უცხოურ პრესაში ძალიან საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომლის თანახმადაც ჰოლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანს კონტრაქტში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდეტნი: “პსჟ” და “მანჩესტერ სიტი” ევროტურნირებიდან უნ

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უეფამ “პარი სენ-ჟერმენი” და “მანჩესტერ სიტი” […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “ბარსელონაში” არიან ადამიანები, რომელთაც ნეიმარის დაბრუნება არ სურთ̶

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა, ლეო მესიმ, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ “ბარსელონას” ზოგიერთ მაღალჩინოსან...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი პოგბასთან შეხვედრაზე: “დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ”

18 ოქტომბერს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებდა, რომლის თანახმადაც ზინედინ ზიდანი დუბაიში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჟერარ პიკე და უსმან დემბელე საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ

კატალონიის “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე და ნახევარმცველი უსმან დემბელე კატალონიელთა საყოველთაო გაფიცვას შეუერთდნენ. ამ ინფორმაციას [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ელ კლასიკო” გადაიდო

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “ჩვენთვის ლა ლიგა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ლიდერი, ლეო მესი, ლა ლიგაში აღებული არასახარბიელო სტარტის შემდეგ საჯაროდ აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა ესპანეთის სახელით თამაშზე უარი თქვა

ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კატალონიისა და ესპანეთის პოლიტიკურ დაპირისპირებას. საქმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალგადო: “იოვიჩი “რეალში” დიდ ზეწოლას განიცდის, მას მეტი დრო სჭირდება

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი, მიჩელ სალგადო, ლუკა იოვიჩის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო ბუსკეტსის პასუხი ედეგორს (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: რონალდო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც მინახავს

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი მას უნახავს. პორტუგალიელ სპეციალისტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “არ მომწონს, როცა “ღმერთს” მიწოდებენ”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინსი ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მისთვის “ღმერთის” წოდება გადამეტებულია ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალვარო მორატა: “დროა “ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგა მოიგოს”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალვარო მორატა მიიჩნევს, რომ ფეხბურთის ფანებმა “ატლეტიკო” დიდ კლუბთა რიგებში უნდა შეიყვანონ. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რობერტო კარლოსი: “რონალდოსთან ერთად უფრო ხშირად მძინებია, ვიდრე – საკუთარ მეუღ

მადრიდის “რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა ძველი დრო გაიხსენა, როდესაც “სამეფო კლუბის” [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი: “რა ჯანდაბა უნდათ “რეალის” ფანებს ბეილისგან?”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, დიმიტარ ბერატოვმა პრესასთან გარეტ ბეილზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას მადრიდში უსამართლოდ [&hell...
წაკითხვა