პრიმერა დივიზიონის პრევიუ
ესპანეთის პრიმერა დივიზიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ტური გაიმართება. გადამწყვეტი კლასიკოს ფონზე ყველა დარჩენილი შეხვედრა მეორე პლანზე გადადის.
ბილბაო – ხეტაფე
გასულ ტურში უშუალო კონკურენტთან მიღწეული დადებითი შედეგის შემდეგ, ბილბაო საკუთარ მოედანზე მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ხეტაფეს მიიღებს. მადრიდელების მოუგებელი სერია პრიმერაში უკვე 13 მატჩს ითლის. შედეგას, სავსებით ლოგიკურია, რომ “ხეტაფეს” გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულა აშორებს.
“ვილიარეალთან” ფრის შემდეგ არც “ბილბაო” უნდა იყოს მშვიდად. ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ გუნდებთან სხვაობა 6-7 ქულაა და ერთი წარუმატებელი მატჩის შემთხვევაშიც კი, სატურნირო ცხრილში სიტუაცია დაიძაბება.
ბეტისი – ატლეტიკო
მადრიდის “ატლეტიკო” სტუმრად ჩემპიონატის გამოკვეთილ აუტსაიდერ, “ბეტისთან” ჩადის. სევილიაში მადრიდელებს 3 ქულის მოპოვების ძალიან კარგი შანსია. გარდა ამისა, “რეალი” – “ბარსელონას” დაპირისპირებაში კატალონიელთა გამარჯვების შემთხვევაში, “ატლეტიკოს” თანაქალაქელებთან გათანაბრების შანსი ეძლევათ, რაც სიმეონეს გუნდისთვის დამატებითი მოტივაცია უნდა იყოს.
რეალი – ბარსელონა
ტურის და მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალურ შეხვედრას “სანტიაგო ბერნაბეუ” უმასპინძებს. “რეალი” – “ბარსელონას” ზედმეტი წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. შეურიგებელი მტრების დაპირისპირებას წელს არნახულ ინტრიგას სატურნირო ცხრილში არსებული დაძაბული მდგომარეობაც სძენს.
მნიშნელოვანი მატჩის წინ მადრიდულ ლაზარეთში არბელოა, ხედირა და ხესე იმყოფებიან. ამ უკანასკნელმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს მიიღო მძიმე ტრავმა. “ბარსელონას” კი, მადრიდში კუენკასა და დოს სანტოსთან ერთად, შესაძლოა პუიოლიც ვერ დაეხმაროს.
“რეალის” და “ბარსელონას” დაპირისპირებების ისტორია 1902 წლიდან 226 მატჩს ითვლის. საიდანაც მადრიდელებმა 90-ის მოგება შესძლეს. კატალონიელებმა ორით ნაკლები, 88 მატჩი მოიგეს. 48 შეხვედრაში, კი გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა.
მორიგ ესპანური კლასიკო კვირას თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება და მას ალბერტო უნდიანო განსჯის.
22/03/14
23/03/14
25/03/14