WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (169429) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრიმერა დივიზიონის პრევიუ

თარიღი: აპრილი 11, 2014

ესპანური პრიმერას მორიგ ტურში ლიდერთა ტრიო აუტსაიდერებთან გამართავს მატჩებს. ტრადიციულად გთავაზობთ მოახლოებული ტური პრევიუს. 

 

რეალი – ალმერია

მადრიდის “რეალი” საკუთარ მოედანზე ლიგის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ გუნდს, “ალმერიას” უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგაში გამართული არც თუ ისე კარგი მატჩის შემდეგ, გულშემატკივრებთან რეაბილიტირებას მადრიდელები სწორედ პრიმერას აუტსაიდერთან ეცდებიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ანჩელოტის გუნდი ესპანეთის თასის ფინალის წინ ძალების მინიმალური დახარჯვით შეეცდება მოგებას.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ უახლოეს ორ მატჩს “სამეფო კლუბი” ტრავმირებული კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაატარებს, რაც საკმაოდ სერიოზული დანაკლისია, განსაკუთრებით “ბარსელონასთან” გასამართი მატჩის წინ.

 

გრანადა – ბარსელონა

ლიდერისა და ატუსაიდერის კიდევ ერთ დაპირისპირებას გრანადა უმასპინძლებს, სადაც ესტადიო ნუევო ლოს კარმენესზე ადგილობრივი კლუბი “ბარსელონას” მიიღებს.

“გრანადამ” ბოლო სამი მატჩიდან სამივე წააგო, რაც გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. ლუკას ალკაზარის შეგირდები გასავარდნ ზონას მხოლოდ სამი ქულით უსწრებენ.

“ბარსელონასთვის” კი, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ პრიორიტედან ესპანური ტიტულების, თასის და პრიმერას მოგება იქცა. ასე რომ, კატალონიელების შანსები ამ შეხვედრაში საკმაოდ დიდია.

 

ხეტაფე – ატლეტიკო

გათამაშების ლიდერი ურთიერთობას ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ “ხეტაფესთან” გაარკვევს.

სიმეონეს გუნდი ნახევარფინალის საგზურის მოპოვების შემდეგ წარმატებული თამაშის გაგრძელებას პრიმერაში შეეცდება, რაც წესით და რიგით “ატლეტიკოს” არ უნდა გაუჭირდეს. “ხეტაფემ” ბოლო ხუთი მატჩიდან ერთის მოგება მოახერხა. კონტრას გუნდი კარგ ფორმაში ნამდვილად არ იმყოფება.

 

11/04/14

ოსასუნა – ვალიადოლიდი

12/04/14

სელტა – სოსიედადი

ვილიარეალი – ლევანტე

გრანადა – ბარსელონა

13/04/14

რეალი – ალმერია

ბეტისი – სევილია

ვალენსია – ელჩე

ხეტაფე – ატლეტიკო

ესპანიოლი – რაიო ვალეკანო

14/04/14

ბილბაო – მალაგა



მსგავსი სიახლეები