პრიმერა დივიზიონის პრევიუ
პრიმერა დივიზიონის ლიდერთა ჯგუფში არსებულ ვითარების შესახებ ჩვენს საიტზე გამოქვეყნებული სტადიიდან უკვე კარგად იცით. ამიტომ, ტრადიციულ პრევიუში ცხრილის ქვედა ნაწილზე ვისაუბრებთ, სადაც ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე არნახული დაძაბულობაა.
პრიმერა დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად რამდენიმე გუნდი იბრძვის. მშვიდად ყოფნის საშუალება არც მე-14 პოზიციაზე მყოფ “ელჩეს” აქვს. გადწყვეტილი მხოლოდ ის არის, რომ მომავალ სეზონში ესპანეთის უმთავრეს დივიზიონში სევილიურ “ბეტისს” ვეღარ ვიხილავთ.
37-ე ტურამდე წითელ ზონაში “ბეტისთან” ერთად “ხეტაფე” და “ოსასუნა” იმყოფებიან. მადრიდელები ხვალ “სევილიას” მასპინძობენ, რომელიც საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს, ხოლო პამპლონელები ბარსელონას ესტუმრებიან, სადაც ადგილობრივ “ესპანიოლს” დაუპირისპირდებიან, რომელსაც საკმაოდ წარუმატებელი პერიოდი აქვს.
გასავრდნ ზონასთან ახლოს არიან “ალმერია”, “ვალიადოლიდი”, “გრანადა” და “ელჩე.
დიდი ინტერესს იწვევს “გრანადასა” და “ალმერიას” შორის გასამართი ურთიერთშეხვედრა. გრანადელები მეტოქეს ორი ქულით უსწრებენ და გამარჯვების შემთხვევაში ფაქტობრივად მიაღწევენ დასახულ მიზანს. თუმცა, ლუკას ალკაზარის გუნდს “ბარსელონასთან” სენსაციური გამაჯრვების შემდეგ მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული, რაც მათ ცუდ სათამაშო ფორმაზე მეტყველებს. “ალმერიამ” კი, წარუამტებელი სერიის შემდეგ უკანასკნელ ორ ტურში ექვსი ქულა მოიპოვა და სატურნირო სახიფათო ზონიდან ამოსვლა შესძლო.
მადრიდის “რეალთან” მოპოვებული ფრის შემდეგ “ვალიადოლიდი” “ბეტისთან” სტუმრად გამართავს შეხვედრას, სადაც სამი ქულის მოპოვების ალბათობა საკმაოდ დიდია. თუმცა, სევილიელები ჩაგდებული სეზონის უკანასკნელ საშინაო მატჩში მაქსიმალურად შეეცდებიან კარის გაჯახუნებას.
10/05/14
11/05/14