პრიმერა დივიზიონის პრევიუ
ესპანური პრიმერა დივიზიონის 2013 უკანასკნელ ტურში, გათამაშების ლიდერები ცხრილის შუა ნაწილში მყოფ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
ატლეტიკო – ლევანტე
მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე” ადგილობრივი “ატლეტიკო” “ლევანტეს” მიიღებს. დიეგო სიმენოეს გუნდი შესანიშნავ განწყობაზე და არანაკლებ კარგ სათამაშო ფორმაში ხვდებო მოახლოებულ დაპირისპირებას. თუმცა არც სტუმრები არიან ცუდ გუნებაზე. “ლევანტემ” უკანასკნელ ორ ტურში ორივე მატჩის მოგება შესძლო.
ერთმანეთის წინააღმეგ ჩატარებული 18 შეხვედრიდან მადრიდელებს 10 აქვთ მოგებული, “ლევანტეს” კი 5-ით ნაკლები. 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
ხეტაფე – ბარსელონა
კატალონიური გრანდი მადრიდის გარეუბანს ეწვევა და “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” ადგილობრივ “ხეტაფეს” დაუპირისპირდება. “ბარსას” ტრავმების გამო კვლავ დააკლდებიან გუნდის ლიდერები, მაგრამ როგორც ჩანს მარტინოს შეგირდები ეჩვევიან მესის გარეშე თამაშს. თანაც უკანასკნელ თამაშებში ნეიმარმა საკუთარ თავზე აიღო ლიდერის ფუნქციები. სწორედ ბრაზილიელის დუბლით დაამარცხა გასულ ტურში “ბარსამ” “ვილიარეალი”. “ხეტაფე” კი მალაგაში დამარხდა მინიმალური ანგარიშით და წლის უკანასკნელი ტურის წინ მერვე პოზიციას იკავებს.
ვალენსია – რეალი
ტურის ცენტრი “მესტალიაზეა”. “ვალენსია” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. “ღამურებს” საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ აქვთ, თუმცა “რეალთან” ისინი ყოველთვის გაორმაგებული მოტივაციით თამაშობდნენ და სავარაუდოდ ახლაც ასე იქნება. მასპინძლებს ტრავმების გამო რიკარდო კოშტა და გუარიტა ვერ დაეხმარებიან, ხოლო “რეალის” ლაზარეთში ვარანი, ხედირა და ფაბიო კოენტრაო არიან. “ოსასუნასთან” მიღებული წითელი ბარათის გამო, მადრიდელებს პეპეც დააკლდებათ.
გასულ ტურში ორივე გუნდმა დაკარგა ქულები, ასე რომ როგორც “რეალი”, ასევე “ვალენსიაც” გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
ერთ საინტერესო დეტალიც. ევროპული საბუკმეიკერო კანტორების ცნობით, შეხვედრის ყველაზე პოპულარული პროგნოზია “რეალის” გამარჯვება ანგარიშით 3-1. ვნახოთ რამდენად გამართლდება ეს ვარაუდი.
20/12/13
ელჩე – მალაგა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1340
21/12/13
ვილიარელი – სევილია
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1341
ბეტისი – ალმერია
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1342
ატლეტიკო – ლევანტე
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1343
22/12/13
გრანადა – სოსიედადი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1344
ესპანიოლი – ვალიადოლიდი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1345
ხეტაფე – ბარსელონა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1346
ბილბაო – რაიო ვალეკანო
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1347
23/12/13
სელტა – ოსასუნა
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1348
ვალენსია – რეალი
გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1349