WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (138620) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

პრიმერა დივიზიონის პრევიუ

თარიღი: იანვარი 4, 2014

მცირე შესვენების შემდეგ ესპანური ფეხბურთი კვლავ უბრუნდება გულშემატკივარს. გაგრძელდება თუ არა ფავორიტების დამაჯერებებლი სვლა 2014-ში, ამას მეთვრამეტე ტურის მატჩები გვიჩვენებს. 

ვალენსია – ლევანტე

ჯუკიჩის გათავისუფლების შემდეგ, “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ ბევრი არ იფიქრა და მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხუან ანტონიო პიცი დანიშნეს, რომელიც “სან ლორენცოს” წვრთნიდა. არგენტინელს საჩემპიონო ამბიციები აქვს, თუმცა “ღამურების” ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამის გაკეთება რთული იქნება.

2013 წლის ბოლო “ლევანტემ” ღირსეულად ჩაატარა. ხოაკინ კოპაროსას შეგირდებმა ორი მატჩი მოიგეს, მესამეში კი მადრიდის ატლეტიკოს ნამდვილი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა მარცხს თავი მაინც ვერ აარიდეს.

 მალაგა – ატლეტიკო

ბერნდ შუსტერის გუნდს ნაკლებად აწყობდა არდადეგებზე წასვლა. “მალაგას” ფეხბურთელები წლის ბოლოს შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდნენ. სათასო დაპირისპირებებსაც თუ ჩავთვლით, “მალაგამ” ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო. საინტერესოა როგორ დაიწყებენ 2014 წელს შუსტერის შეგირდები. მათ ხომ მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ეწვევა.

სევილია – ხეტაფე

ახალ წლამდე “სევილიას” ხელმძღვანელობამ უნაი ემერის და მის ფეხბურთელებს ნათლად მიანიშნა, რომ სეზონის ბოლოს გუნდი ევროთასების ზონაში უნდა მოხვდეს. სევილიური კლუბის ბოსებმა ისიც დაააკონკრეტეს, რომ მათ მხედველობაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი აქვთ. მიზანი რეალურია, მაგრამ დღევანდელი “სევილიას” თამაში დიდწილად ივან რაკიტიჩზეა დამოკიდებული, მაგრამ მისი გუნდიდან წასვლის ალბათობა იზრდება.

ლუის ენრიკეს გუნდმა კარგი პირველი ეტაპი ჩაატარა. მაგრამ, ბოლოს “ხეტაფემ” მოუკლო, რაც სატურნირო მდგომარეობაზეც აისახა. კლუბის პირველი ეტაპის ნათლად აისახა გასული წლის უკანასკნელ მატჩი, როდესაც “ხეტაფეს” ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

 

04/01/14

მალაგა – ატლეტიკო 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1422

ვალიადოლიდი – ბეტისი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1423

 ვალენსია – ლევანტე 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1424

 ალმერია – გრანადა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1425

 05/01/14

სევილია – ხეტაფე

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1430

 ბარსელონა – ელჩე

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1433

 ოსასუნა – ესპანიოლი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1434

 სოსიედადი – ბილბაო 

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1439

 06/01/14

რეალი – სელტა

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1442

 რაიო ვალეკანო – ვილიარეალი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1445

 

 

 



მსგავსი სიახლეები