პრიმერა დივიზიონის ტურის პრევიუ

თარიღი: ნოემბერი 29, 2013

ესპანეთის ჩემპიონატის XV ტური სტარტს რამოდენიმე საათში აიღებს.

29/11/13                                                                                                          

23:00 “ხეტაფე” – “ლევანტე”

“კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” მადრიდული კლუბი “ლევანტეს მიიღებს და “ატლეტიკოსთან” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ (7:0) შეეცდება საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტირება მოახდინოს. “ლევანტემ” გასულ ტურში შედარებით მოკრძალებული ანგარიშით წააგო, 3:0 ვილიარეალთან. უკვე ოთხი ტურია, რაც ორივე გუნდი მოგების გარეშე ასპარეზობს. რომელი შესძლებს ნავსის გატეხვას, ამას სულ რამოდენიმე საათში გავიგებთ. “ხეტაფეს” ლაფიტა და ლისანდრო ტრავმის გამო, ხოლო ვალერა დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარებიან. საკადრო პრობლემები “ლევანტესაც” აქვს. ტრავმის გამო მოედანზე დავიდ ნავარო, ივანშიცი, ლელი, დიავარა და ჰეკტორ რამირესი ვერ გავლენ.

29/11/13                                                                                                          

23:00 “ვილიარეალი” – “მალაგა”

ვილიარეალში ადგილობრივი კლუბი “მალაგას” უმასპინძლებს. “ვილიარეალი”, რომელიც საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს, სეზონში მეთორმეტე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. მითუმეტეს რომ, “მალაგას” საუკეთსო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. მათ გასულ ტურში “ბილბაოსთან” წააგეს საშინაო შეხვედრა. დღევანდელმა მასპინძლებმა კი, რომლებიც ამ ეტაპზე მეოთხე საფეხურზე არიან სატურნირო ცხრილში, სტუმრად “ლევანტეს” სძლიეს.

30/11/13

19:00 “ელჩე” –  “ატლეტიკო”

საკმაოდ კარგად მოასპარეზე მადრიდის “ატლეტიკო” ელჩეს ეწვევა და ადგილობრივ კლუბს გაეჯიბრიბა. “ელჩემ” გასულ ტურში “ვალენსიას” დამარცხება შესძლო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. მასპინძლებს მანუ და ალბარ ხიმენესი დააკლდებიან ტრავმების გამო, ხოლო სტუმრებს მარიო სუარესი და ლეო ბაპტიშტაო.

30/11/13

21:00 “სელტა” – “ალმერია”

ვიგოში “სელტა” “ალმერიას მიიღებს. ცხრილი ქვედა ნაწილში მყოფი გუნდების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული უნდა გამოდგეს. ნამდვილი “ექვსქულიან” მატჩი უშუალო კონკურენტების შესრულებით. მასპინძლები ამ შეხვედრას დანაკლისით ხვდებიან. ტრავმების გამო ბორხა ოუბინია და სამუელ ლიორკა ვერ გავლენ მოედანზე, რასაც ფონტასის დისკვალიფიკაციაც დაემატა. “ალმერია” მატჩს სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება.

30/11/13

23:00 “რეალი” –  “ვალიადოლიდი”

“სანტიაგო ბერნაბეუ” “ვალიადოლიდს” უმასპინძლებს. მადრიდელებს აუცილებლად სჭირდებათ მორიგი სამი ქულის მოპოვება, რათა შეუფერებელ მესამე პოზიციას რაც შეიძლება მალე დააღწიონ თავი. იოლი გამარჯვების მოსაპოვებლად საუკეთესო მოწინააღმდეგე კი, ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი “ვალიადოლიდია”, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას დანაკლისით ხვდება. დისკვალიფიცირებულია გუნდის გერმანელი ლეგიონერი პეტარ ებერტი. დანაკლისი მასპინძლებსაც აქვთ, მადრიდელებს ხედირა, კოენტრაო და არბელოა ვერ დაეხმარებიან.

01/12/13

01:00 “ესპანიოლი” – “სოსიედადი”

ბარსელონაში “რეალ სოსიედადი” ჩავა და ძალებს “ესპანიოლთან” მოსინჯავს. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იქნება. სატურნირო ცხრილში გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა.

01/12/13

15:00 “ბეტისი” – “რაიო ვალეკანო”

ორი აუტსაიდერის დაპირისპირებას სევილიაში “ბენიტო ვილიამარინი” უმასპინძლებს. გუნდები შეხვედრას საკადრო პრობლემების ფონზე ხვდებიან. “ბეტისს” ხუანფრანი, როდრიგესი, იგეიბორი, ხავიერ მატილია და ხავი ტორესი დააკლდებიან. “რაიო ვალეკანოს”  კი: რუბენი, ხოსე კარლოსი, ზე კასტრო, ალბერტ პერეა და ფერნანდესი.

01/12/13

20:00 “გრანადა” – “სევილია” 

ცხრილის შუაში მყოფი გუნდების დაპირისპირება გრანადაში გაიმართება, სადაც ადგილობრივ გუნდს “სევილია” ეწვევა. უკანასკნელი ორი შეხვედრა სევილიამ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო და შეეცდება გააგრძელოს ტრიუმფალური სვლა. “განადა” კი გასულ ტურში “ბარსელონასთან” დამარცხდა, რაც გასაკვირი ბუნებრივია არავისთვის არ ყოფილა. სტუმრებს დღევანდელ შეხვედრაში მარინი, პარეხა, ტროხოვსკი, ჩერიშევი და სისინიო დააკლდებიან. მასპინძლებს ტრავმების გამო ფატაუ, მაინცი და იტურა დააკლდებიან.

01/12/13

20:00 “ვალენსია” – “ოსასუნა”

მესტალიაზე “ვალენსია” პამპლონის ოსასუნას მიიღებს. მასპინძლები წლევანდელ გათამაშებაში სტაბილურობა აკლიათ, რაც მათ სატურნირო მდგომარეობაზეც ისახება. მეათე პოზიციაზე მყოფი “ღამურები” საკუთარი გულშემატკივრის გახარებას “ოსასუნასთან” ეცდებიან. პამპლონელებმა გასულ ტურში “ვალიადოლიდი” დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა ოდნავ გამოასწორეს. აღნიშნულ შეხვედრაში “ვალენსიას” ტრავმის გამო გუაიატა დააკლდება, ხოლო “ოსასუნას” სისი და ნინო.

02/12/13

00:00 “ბილბაო” – “ბარსელონა”

ტურის უკანასკნელი შეხვედრა “სან მამესზე” გაიმართება. ადგილობრივი “ატლეტიკ ბილბაო” გათამაშების ლიდერ, “ბარსელონას” მიიღებს. მიუხედავად მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებისა (შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” მესი, დანი ალვეში და ვიქტორ ვალდესი დაუშავდნენ) კატალონიური კლუბი ფავორიტის სტატუსით ეწვევა ბასკეთს. თუმცა, ტრადიციულად “ბილბაომ” დიდი ბრძოლა უნდა გაუმართოს მსოფლიო გრანდს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კოუტინიო: “ბაიერნში” ყოფილი კლუბისგან განსხვავებით ოჯახური ატმოსფეროა”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ, “ბაიერნში” გადაბარგების შემდეგ პრესასთან კომენტარი გააკე...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაკო ალკასერი: “ბარსელონაში” ძალიან ცუდად მექცეოდნენ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ესპანელმა თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა, “ბარსელონასთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩამდე პრესასთან ისა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ვალდესმა “ბარსელონას” 19-წლამდე გუნდში სამწვრთნელო დებიუტი გაძევებით და

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს, ვიქტორ ვალდესს კატალონიელთა 19-წლამდე გუნდის მწვრთნელის რანგში შინაურ კედლებში დებიუტი ჰქონდა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე: “რასაც ფატი აკეთებს, ნორმალური არ არის”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანსუ ფატი შეაქო. როგორც იცით, გუშინ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანსუ ფატის რეკორდი ლა ლიგაში

14 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და მეტოქე 5:2 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალმა” შინ “ლევანტე” დაამარცხა, ბენზემამ დუბლი გაიფორმა (ვიდეო)

ლა ლიგის მე-4 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ კედლებში “ლევანტე” მიიღო. სამი ტურის შემდეგ ზინედინ ზიდანის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამუელ ეტოოს “ბარსელონაში” მოურინიოს ხილვა სურს

“ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სამუელ ეტოომ თავის ყოფილ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე, საუბრისას აღნიშნა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დათანხმდება თუ არა მესი რონალდუს შემოთავაზებას?

რამდენიმე კვირის წინ, უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიალზე რონალდუმ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეალს” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის შეხვედრის ჩატა

მადრიდის “რეალის” მესვეურები აქტიურად განიხილავენ “სანტიაგო ბერნაბეუზე” რაფაელ ნადალსა და როჯერ ფედერერს შორის საჩოგბურთო მატჩ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “გააკეთა “ბარსელონამ” ყველაფერი ნეიმარის დასაბრუნებლად? დარწმუნებუ

“ბარსელონას” არგენტინელმა ლიდერმა, ლეო მესიმ, ნეიმარის არშემდგარ ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, სატრანსფერო ფანჯრის დაწყების [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესი: “ლევანდოვსკი არ მოგვყიდეს, ისევე როგორც პოგბა და მბაპე”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, არაერთხელ გაეხვა ფანების კრიტიკის ქარ-ცეცხლში, რისი მიზეზიც ჩაშლილი ვარსკვლავული ტრანსფერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მადრიდული პრესა: კროოსი ზამთარში, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდეს

ავტორიტეტული და სანდომიანი მადრიდული გამოცემა EL Chiringuito ირწმუნება, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა პოლ პოგბას ტრანსფერში [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია მესამე ევროტურნირის სახელწოდება

ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის სახელწოდება, რომელმაც სტარტი 2021-2022 წლების სეზონიდან უნდა აიღოს. გერმანული გამოცემა “ბილდი” […...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოუტინიოს “ბაიერნში” გადასვლა კლოპმა ურჩია

“ლივერპული” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ ფილიპე კოუტინიოს “ბარსელონადან” მიუნხენის “ბაიერნში” გადას...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიეგო კოშტა: “გრიზმანი მესისა და სუარესთან ერთად თამაშზე ოცნებობდა”

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ანტუან გრიზმანის “ბარსელონაში” გადასვლასთან და...
წაკითხვა