პრიმერა დივიზონის მიმოხილვა
“ატლეტიკოს” მნიშნველოვანი გასვილით გამარჯვება, რონალდუთი უკმაყოფილო მადრიდული პუბლიკა და კატალონიური დერბი პრიმერას 32-ე ტურის მიმოხილვაში.
მძიმე კატალონიური დერბი
“ბარსელონამ” დერბი საკმაოდ აგრესიულად დაიწყეს. ფავორიტებს არც შედარებით მოკრძალებული “ესპანიოლი” ჩამორჩა. ერთი სიტყვით, მატჩის დებიუტი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, თუმცა გოლების გარეშე.
შეხვედრის ბედი 77-ე წუთზე გადაწყდა. “ესპანიოლის” ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა (ან მოხვდა) და მსაჯმაც პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად მესიმ შეარსულა.
აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლოს “ესპანიოლი” მეკარე საჯარიმოს გარეთ ხელებით თამაშის გამო მოედნიდან გაძევებული იქნა. მის მაგივარად, კარში ხავი ლოპესი ჩადგა (სწორედ მას მოხვდა ბურთი ხელზე პენალტის ეპიზოდში). როგორც ირკვევა, ის ხელებით მართლაც კარგად თამაშობს – ლოპესმა ალექსის სანჩეს საკმაოდ კარგ სიტუაციაში არ გაატანინა.
ატლეტიკო ლიდერობას ინარჩუნებს
მადრიდის “ატლეტიკომ” ერთ-ერთი ყველაზე რთული გასვლითი მატჩის მოგება მოახერხა და ლიდერობაც შეინარჩუნა. სიმეონეს გუნდი ბილბაოს სტუმრობდა, სადაც “სან მამესზე” ადგილობრივ “ატლეტიკს” დაუპირისპირდა.
თანაბარი თამაშის ბედი დიეგო კოსტას და კოკეს გოლებმა გადაწყვიტა, თუმცა პირველივე წუთებზე მასპინძლები მუნიაინმა დააწინაურა.
შემდეგ 3 თამაშში, “ატლეტიკოს” თავისუფლად შეუძია 9 ქულა ფიქრი. თუ რა თქმა უნდა “ბარსელონასთან” საჩემპიონთალიგო მატჩები სიმეონეს გუნდს არ გადაღლის.
სტვენა რონალდუს მისამართით
მადრიდის “რეალმა” “ბერნაბეუზე” “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. თუმცა, ანჩელოტის ფეხბურთელების თამაში საუკეთესო ნამდვილად არ იყო. რიგ შემთხვევაში “რაიო” მასპინძებზე გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, თუმცა კლასმა თავისი მაინც გაიტანა და “სამეფო კლუბმა” დიდი ანგარიშით იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ “რეალის” გულშემატკივრებმა რონალდუს მიმართ პროტესტი გამოხატეს, რაც სავარაუდოდ წარუმატებელ მატჩებს უკავშირდება. ასევე, რიგ შემთხვევაში პორტუგალიელი თანაგუნდელებს პასებს უგვიანდებდა.
29/03/14
გოლი: მესი 77′
გოლი: ნოლიტო 87′
გოლები: მინიაინი 6′ (1:0); დიეგო კოსტა 22′ (1:1); კოკე 55′ (1:2)
30/03/14
გოლები: რონალდუ 15′ ; კარვახალი 55′ ; ბეილი 68′ ; 70′ ; მორატა 78′
გოლი: მანუჩო გონსალვეში 6′
გოლები: კასტრო 8′ (0:1); ორიოლ რიერა 59′ (1:1)
გოლები: სუარესი 31′ (0:1); ჯონათან პერეირა 44′ (1:1)
გოლები: ვარგასი 6′ (1:0); ლაფიტა 25′ (1:1); მარიკა 27′ (1:2); პედრო ლეონი 88′ (1:3)
31/03/14
გოლები: დავიდ ნავარო 49′ ; პედრო ლოპესი 88′
01/04/14
გოლები: რეიესი 30′ (1:0); ხუანმი 83′ (1:1); სერგი დარდერი 87′ (1:2)