პრიმერა: მე-12 ტურის პრევიუ

თარიღი: ნოემბერი 21, 2014

Fanebi.com წარმოგიდგენთ პრიმერა დივიზიონის მე-12 ტურის პრევიუს.

ატლეტიკო – მალაგა

პრიმერას მოახლოებულ ტურში ლიდერთა ოთხეულში მყოფი მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ კონკურენტს, “მალაგას” მიიღებს, რომელიც სიმეონეს გუნდს 2 ქულით და 2 პოზიციით ჩამორჩება.

მადრიდელები პრიმერაში მოპოვებული ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ გასულ ტურში “სოსიედადთან” დამარცხდნენ, ხოლო “მალაგამ” არც თუ ისე დამაჯერებელი სტარტის შემდეგ 5-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხო და ცხრილშიც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

ეიბარი – რეალი

გათამაშების ლიდერი ცხრილის შუაში მყოფ მოკრძალებულ “ეიბარს” ესტმრება და დიდი ალბათობით მორიგ სამ ქულას იოლად მოიპოვებს.

მადრიდელები სექტემბრის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობენ და რთული წარმოსადგენია, რომ ანჩელოტის შეგირდებმა მომდევნო ტურში მაინც დაკარგონ ქულები.

მოახლოებულ დაპირისპირებას “რეალი” ხედირას, კარვახალის, ილიარამენდის, კოენტრაოს და ხესეს გარეშე შეხვდება. ხსენებულ კვინტეტს იტალიელი სპეციალისტი ტრავმების გამო მოისაკლისებს.

ბარსელონა – სევილია

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას კატალონიის მთავარი ქალაქი უმასპინძლებს, სადაც “ნოუ კამპზე” “ბარსელონას” “სევილია” ეწვევა. მეორე და მეხუთე საფეხურებზე მყოფ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა, რაც მოახლოებულ მატჩს კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებს.

გასულ სეზონში “ბარსელონამ” ანდალუსიურ კლუბს ორივე მატჩი დამაჯერებლად მოუგო, თუმცა კატალონიელთა წლევანდელი არასტაბილური ასპარეზობიდან გამომდინარე, “სევილიას” “ნოუ კამპზეც” კი აქვს გარკვეული შანსები.

მოახლოებულ მატჩს “ბარსელონა” დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო კატალონიურ კლუბს სერხი რობერტო, მატიუ, ინიესტა და ვერმაალენი დააკლდებიან, ხოლო “სევილიას” მხოლოდ იბორა ვერ დაეხმარება.

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

შჩესნის ორმაგი სეივი “ლაციოსთან” მატჩში (ვიდეო)

იტალიის სერია A-ში, “ლაციოსა” და “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში, 79-ე წუთზე ვოიცეხ შჩესნიმ ჩირო იმობილეს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბართომეუ: “ბარსელონას” მიზანი ექვსი ტიტულის მოგებაა, რაც ათი წლის წინ შევძელით

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოზეპ ბართომეუმ, გუნდის მიზნებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფრები̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედესკო: “ანანიძის თემა დახურულია”

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედესკომ ჯანო ანანიძესა და ლორენსო მელგარეხოს ინცინდენტის შესახებ ისაუბრა. ფეხბურთელებს...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპ გვარდიოლას კომენტარი “მანჩესტერ იუნაიტედთან” განცდილ მარცხზე

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მანჩესტერულ დერბიში განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ პრესასთან პირველი კომენტარი [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა! (ვიდეო)

7 დეკემბერს, ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურში “გენტმა” საკუთარ მოედანზე “ზულტე-ვარეგემი” მიიღო და მეტოქე 2:0 დაამარცხა. [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიონელ მესის მორიგი შედევრი – არგენტინელმა “მალიორკას” ულამაზესი გოლი გა

ესპანეთს ჩემპიონატში, “ბარსელონასა” და “მალიორკას” შორის მიმდინარე მატჩის მე-17 წუთზე ლიონელ მესიმ სტუმართა კარში ულამაზესი [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამოს” კაპიტანი გერმანიაში?

თბილისის “დინამოს” კაპიტანს და ლიდერს, ნიკა ნინუას ევროპული გუნდებიდან მრავალი შემოთავაზება აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ნინუას [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა გაუკეთა “მონპელიეს” მცველმა ნეიმარს (ვიდეო)

7 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონპელიესა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართულ მატჩში, ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძელთა ფ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუნაიტედის” გამარჯვება დერბიში – მანჩესტერი წითლად შეიღება (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-16 ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას “ეტიჰად სტედიუმმა” უმასპინძლა, სადაც გულშემატკივრები მანჩესტერული დერბის საცქერად შეიკრ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე და ტომას ტუხელი მბაპეს შეცვლის შემდეგ (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” სტუმრად “მონპელიე” 1:3 დაამარცხა. მატჩის მიწურულს ტომას ტუხელმა კილიან მბაპე [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

გახარიამ და კობიაშვილმა ბათუმში მშენებარე სტადიონი მოინახულეს (ფოტო)

2020 წლის გაზაფხულიდან ბათუმს UEFA-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების შესაბამისი 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ექნება. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარმა “მონპელიეს” საჯარიმო დარტყმით ბრწყინვალე გაუტანა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატში, “მონპელიესა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის მიმდინარე მატჩში 74-ე წუთზე ნეიმარმა საჯარიმო დარტყმით ულამა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სონის საოცარი გოლი “ბარნლის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო The commentary 😂😂 pic.twitter.com/G2XnKeqOui — Paul O Keefe (@pokeefe1) December 7, 2019...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰარი კეინის ლამაზი გოლი “ბარნლის” კარში (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ტოტენჰემსა” და “ბარნლის” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მე-5 წუთზე ჰარი კეინმა გახსნა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერგიუსონის “ევერტონმა” საშინაო კედლებში “ჩელსი” დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერ ლიგის მე-16 ტური მერსესაიდული “ევერტონისა” და ლონდონის “ჩელსის” დაპირისპირებამ გახსნა. როგორც მოსალოდნელი იყო, დანკან ...
წაკითხვა