პრიმერა: მე-13 ტურის პრევიუ
Fanebi.com გთავაზობთ პრიმერა დივიზიონის მეცამეტე ტურის პრევიუს.
ვალენსია – ბარსელონა
მოახლოებული ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება რა თქმა უნდა “მესტალიაზე” გასამართი შეხვედრა იქნება.
“ვალენსიამ” სეზონი საკმაოდ კარგა დაიწყო, თუმცა ასე გაგრძელება ვეღარ შეძლო. ლა-კორუნიაში მარცხის შემდეგ, ვალენსიელებმა გასულ ტურში “ლევანტესთანაც” წააგეს, რაც ბევრმა მოტივაციის ნაკლებობას დააბრალა. “ბარსელონასთან” შეხვედრაში კი მსგავსი პრობლება არ უნდა იყოს. ამიტომ, თუ “ღამურებმა” და მათმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა თავისი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა თუ შეძლეს, “ბარსასთან” წარამტებაზე ფიქრი სავსებით რეალური იქნება.
კატალონიელები აღნიშნული დაპირისპირების ფავორიტები არიან, რისი მთავარი მიზეზიც კატალონირუი გუნდის კლასია. რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მესიმ და კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს, თუმცა აპოელთან გამართული შეხვედრა “ბარსელონას” დიდ ძალებს არ წაართმევდა.
მალაგა – რეალი
მადრიდის “რეალი” მოგებათა შესანიშნავ სერიას აგრძელებს. პრიმერაში “ეიბარის” დამარცხების შემდეგ ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაშიც იზეიმა მორიგი გამარჯვება.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში “სამეფო კლუბი” “მალაგას” ესტუმრება, რომელიც მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად ასპარეზობს. ხავი გარსიას შეგირდებმა უკანასკნელ ტურამდე ზედიზედ 5 მატჩის მოგება შეძლეს და მხოლოდ მადრიდის “ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ.
მოახლოებულ მატჩში “რეალს” ტრავმირებული მოდრიჩი და ხესე დააკლდებიან, ხოლო “მალაგას” საკადრო პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანია. მასპინძლებს როსალესი, ამრაბატი, ფლავიო, ჩენი, ტისონე და იგნასიო კამაჩო ვერ დაეხმარებიან.
ატლეტიკო – დეპორტივო
მე-13 ტურის მატჩს “ატლეტიკო” კვირას საკუთარ სტადიონზე გამართავს, სადაც “დეპორტივოს” უმასპინძლებს. ლა-კორუნიელებს საკმაოდ ცუდი სერია აქვთ და გალისიელები უკვე გასავარდნ ზონაშიც აღმოჩნდნენ.
“დეპორტივოს” მთავარი პრობლემა შეტევაა. უკანასკნელ ოთხ ტურში გუნდმა ორი გოლი გაუშვა, თუმცა მეტოქეთა კარის დალაშქვრა მხოლოდ ერთხელ შეძლო.
“ატლეტიკომ” კი შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის პლე-ოფის საგზური გაინაღდა და “ოლიმპიაკოსის” ძლევით ჯგუფში პირველი ადგილის მოპოვების შანსიც შეინარჩუნა. ჩემპიონატში კი მადრიდელები ლიდერების მთავარ მდევრებად ითვლებიან.
ტურის მატჩები და ევროპაბეთის კოეფიციენტები
30.11 | 23:59 | ვალენსია | 5.50 | 4.00 | 1.65 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
28.11 | 23:45 | სოსიედადი | 1.70 | 3.65 | 5.35 | ელჩე | დაწვრილებით | |
29.11 | 19:00 | ხეტაფე | 2.85 | 3.00 | 2.75 | ბილბაო | დაწვრილებით | |
29.11 | 21:00 | ესპანიოლი | 1.77 | 3.60 | 4.85 | ლევანტე | დაწვრილებით | |
29.11 | 23:00 | მალაგა | 10.00 | 5.25 | 1.35 | რეალი | დაწვრილებით | |
30.11 | 1:00 | სელტა | 1.70 | 3.70 | 5.20 | ეიბარი | დაწვრილებით | |
30.11 | 15:00 | ატლეტიკო | 1.22 | 6.50 | 17.00 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
30.11 | 20:00 | სევილია | 1.50 | 4.30 | 6.65 | გრანადა | დაწვრილებით | |
30.11 | 22:00 | კორდობა | 4.30 | 3.45 | 1.90 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
01.12 | 23:45 | ალმერია | 2.35 | 3.30 | 3.00 | რაიო | დაწვრილებით |