პრიმერა: მე-15 ტურის პრევიუ
Fanebi.com გთავაზობთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-15 ტურის პრევიუს.
ალმერია – რეალი
ცოტა მოულოდნელია, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მადრიდირე “რეალის” მატჩით აიღებს სტარტს, რომელიც დღეს გაიმართება. “სამეფო კლუბი” “ალმერიას” ესტუმრება, რის შემდეგაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
თუმცა, ანჩელოტის გუნდი იმდენად კარგ ფორმაშია, რომ მატჩის გამართვის დღეს მათთვის მნიშვნელობა არ აქვს. რთული წარმოსდაგენია, რომ “ალმერიამ” მადრიდულ კლუბს რაიმე პრობლემები შეუქმნას. “ეიბარში” გამანადგურებელი მარცხის შემდეგ კლუბი მთავარ მწვრთნლ, ფრანსისკო როდრიგესსაც დაემშვიდობა. მართალია, გასულ სეზონში მანდ “ალმერიას” გადარჩენა მოახერხა, მაგრამ წელს მისი მეთოდება უკვე აღარ ამართლებდა.
მასპინძლები მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, ხოლო “რეალს” ტრავმების გამო როდრიგესი, ხედირა, მოდრიჩი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო სერხიო რამოსი ვერ დაეხმარებიან.
ხეტაფე – ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ლუის ენრიკემ საზოგადოება სამ მცველზე გადასვლით გააკვირვა, თუმცა შედეგიდან გამომდინარე ექსპერიმენტი გამართლებულად უნდა ჩავთვლოთ.
ახლა კი “ბარსელონა” საშინაო ასპარეზს უბრუნდება, რომლის ფარგლებშც კატალონიელები უახლოეს ტურში “ხეტაფეს” ესტუმრებიან. გუნდს ტრავმირებული დანი ალვეში დაუბრუნდა, თუმცა ლუის ენრიკემ პსჟ-სთან ნაცადი ტაქტიკური მონახაზე თუ გამოიყენა, ბრაზილიელი მოედანზე გამოსვლის შანსი მინიმალური იქნება.
გულახდილად რომ ვთქვათ, მოახლოებულ მატჩში “ხეტაფეს” მინიმალური შანსები აქვს. ასე რომ, ბარსელონაში საყვარელი გუნდი მორიგი გამარჯვების მოლოდინში არიან.
ატლეტიკო – ვილიარეალი
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას მადრიდი უმასპინძლებს, სადაც “ატლეტიკო” “ვილიარეალი” ესტუმრება.
პრიმერას უკანასკნელ სამ ტურში ორივე გუნდი უდანაკარგოდ ასპარეზობს, თუმცა უკეთესი სტარტის გათვალისწინებით სამეულში მადრიდელები იმყოფებიან. შეხვედრას ევროზონისთვის ბრძოლაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ გულშემატკივრები მინიმუმ დაძაბული მატჩის მოლოდინში არიან.
მოახლოებულ მატჩს ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. “ატლეტიკოს” პრობლემები დაცვის ხაზში აქვს. ტრავმები გამო ანსალდი და მირანდა ვერ ითამაშებენ, ხოლო “ვილიარელაი” განის, მუსაკიოს, დოს სანტოსს, იოკიჩსა და პერესს მოისაკლისებს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
12.12 | 23:45 | ალმერია | 15.50 | 7.00 | 1.22 | რეალი | დაწვრილებით | |
13.12 | 19:00 | ხეტაფე | 13.00 | 6.25 | 1.25 | ბარსელონა | დაწვრილებით | |
13.12 | 23:00 | კორდობა | 2.25 | 3.15 | 3.45 | ლევანტე | დაწვრილებით | |
14.12 | 1:00 | მალაგა | 2.25 | 3.30 | 3.30 | სელტა | დაწვრილებით | |
14.12 | 15:00 | ესპანიოლი | 1.85 | 3.40 | 4.65 | გრანადა | დაწვრილებით | |
14.12 | 20:00 | სევილია | 1.45 | 4.40 | 7.50 | ეიბარი | დაწვრილებით | |
14.12 | 22:00 | ატლეტიკო | 1.67 | 3.70 | 5.85 | ვილიარეალი | დაწვრილებით | |
14.12 | 23:55 | სოსიედადი | 2.55 | 3.15 | 2.95 | ბილბაო | დაწვრილებით | |
15.12 | 23:45 | დეპორტივო | 2.35 | 3.15 | 3.25 | ელჩე | დაწვრილებით | |
21.12 | 21:00 | ვალენსია | 1.55 | 4.25 | 5.90 | რაიო | დაწვრილებით |