პრიმერა: მე-16 ტურის პრევიუ
Fanebi.com წარმოგიდგენთ ესპანური პრიმერა დივიზიონის მე-16 ტურის პრევიუს.
ბარსელონა – კორდობა
აღნიშნულ წყვილში ფავორიტის გამოცნობა რთული არ უნდა იყოს. “კორდობას” “ნოუ კამპზე” ძალიან გაუჭირდება. კატალონიელები მოედანზე “ხეტაფესთან” წარუმატებლობით გაბრაზებულები გამოვლენ და საკუთარი გულშემატკივრების თვალსწინ ბოლომდე დაიხარჯებიან დადებითი შედეგის მისაღწევად.
წლის ბოლოს “ბარსელონას” თამაში შედარებით გამოსწორდა. სათასო მატჩში ლუის ენრიკემ უახლოეს რეზერვიც გამოსცადა. ამიტომ, “კორდობასთან” მოედანზე უძლიერესი შემადგენლობა გამოვა და საქმეც ალბათ გამანადგურებელი გამარჯვებით დასრუდლდება. სხვანაირ შედეგს კატალონიური პუბლიკა უბრალოდ არ მიიღებს.
ეიბარი – ვალენსია
“ვალენსია” მოახლოებულ ტურში “ეიბარს” ესტუმრება. გასულ ტურში ვალენსიელებმა წარუმატებელი სერიის დასრულება მოახერხეს და “რაიო ვალეკანო” დიდი ანგარიშით დაამარცხეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღეში ამ გუნდებს შორის გამართული სათასო დაპირისპირება უხვგოლიანი ფრით, 4:4 დასრულდა, რომელიც ხელს ვალენსიურ კლუბს აძლევდა.
მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა “ეიბარი” გულშემატკივრების გახარებას მაინც აგრძელეს და ამ ეტაპზე რეგიონის საუკეთსო გუნდის სახელსაც ღირსეულად ატარებს. ასე რომ, “ვალენსია” იოლი გასეირნების მოლოდინში არ უნდა იყოს.
ბილბაო – ატლეტიკო
მნივნელოვან დაპირისპირებას ორივე გუნდი საკადრო პრობლემებით ხვდება. ბასკებს დისკვალიფიკაციის გამო ლიაპორტი და იტურასპე ვერ დაეხამრებიან, ხოლო მადრიდელთა შემადგენლობაში მანჯუკიჩსა და კოკეს ვერ ვიხილავთ. მიუხედავად ამისა, “ატლეტიკოების” დაპირისპირება ტრადიციულად საკმაოდ საინტერესო უნდა გამოვიდეს.
გასულ ტურში მადრიდელებმა საშინაო მარცხი იწვნიეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ჩემპიონობისთვის წელს ვეღარ იბრძლებენ. მეორე მხრივ კი, დღევანდელ “რეალთან” ბრძოლას დიდი პერსპექტივა არც უჩანს. მადრიდული კლუბისთვის უფრო მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული თამაშია, სადაც დიეგო სიმეონეს შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება სურს.
წინა ტურში ვერც “ბილბაომ” მოიგო, ტუმცა სან-სებასტინში გამართული მატჩის შინაარსიდან გამომდინარეს ეს დადებით შედეგად უნდა მივიჩნიოთ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები
19.12 | 23:45 | სელტა | 1.60 | 4.00 | 5.70 | ალმერია | დაწვრილებით | |
20.12 | 19:00 | ბარსელონა | 1.10 | 11.00 | 31.00 | კორდობა | დაწვრილებით | |
20.12 | 21:00 | ლევანტე | 2.90 | 3.10 | 2.60 | სოსიედადი | დაწვრილებით | |
20.12 | 23:00 | ეიბარი | 3.50 | 3.25 | 2.20 | ვალენსია | დაწვრილებით | |
21.12 | 1:00 | რაიო | 2.35 | 3.25 | 3.15 | ესპანიოლი | დაწვრილებით | |
21.12 | 15:00 | ვილიარეალი | 1.42 | 4.70 | 7.45 | დეპორტივო | დაწვრილებით | |
21.12 | 20:00 | გრანადა | 2.50 | 3.10 | 3.05 | ხეტაფე | დაწვრილებით | |
21.12 | 22:00 | ელჩე | 2.90 | 3.10 | 2.60 | მალაგა | დაწვრილებით | |
21.12 | 23:59 | ბილბაო | 3.25 | 3.15 | 2.40 | ატლეტიკო | დაწვრილებით | |
04.02 | 22:00 | რეალი | -:- | სევილია | დაწვრილებით |