პრიმერა: მეათე ტურის პრევიუ
Fanebi.com გთავაზობთ ესპანერის პრიმერა დივიზიონის მეათე ტურის პრევიუს.
ვილიარეალი – ვალენსია
მოახლოებული ტურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და საინტერესო დაპირისპირება “ვილიარეალსა” და “ვალენსიას” შორის გასამართი შეხვედრაა.
“ვალენსიამ” სეზონის საკმაოდ კარგად დაიწყო და მეათე ტურისთვის “ღამურები” ლიდერთა ჯგუფში არიან, რასაც “ვილიარეალზე” ვერ ვიტყოდით. გარდა ამისა, გასულ ტურში “სევილიასთან” ბოლო წუთებზე განცდილი მარცხი, შესაძლოა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მძიმე გადასატანი იყოს მოთამაშეებისთვის.
ელ მადრიგალზე გასამართ შეხვედრაში “ვალენსიას” ტრავმების გამო ფეგული და კარლეს ჟილი ვერ დაეხამრებიან. საკადრო პრობლემები მასპინძლებსაც აქვთ. “ვილიარეალს” ტრავმირებული რუკავინა, მუსაკიო, იოკიჩი და პერესი დააკლდებიან.
გრანადა – რეალი
მოგებული კლასიკოს და სათასო მატჩის შემდეგ მადრიდის “რეალი” “გრანადას” ესტუმრება.
ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდთან მორიგი სამი ქულის მოპოვება ანჩელოტის გუნდს არ უნდა გაუჭირდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “რეალის” ლიდერებს “ბარსასთან” მატჩის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისაცა, რასაც მათ კონდიციებზე დადებითან უნდა ემოქმედა.
მოახლოებული მატჩის წინ დანაკლისი ორივე გუნდის შემადგენლობაშია. მასპნიძლებს ტრავმირებულ მაჩისთან და ლუის მარტინსთან ერთად დისკვალიფიცირებული ფრან რიკო ვერ დაეხმარება, ხოლო “რეალის” შემადნგელობაში კვლავ ვერ ითამაშებენ ხესე, კოენტრაო და ბეილი.
ბარსელონა – სელტა
პრიმერას მიმდინარე გათმაშებაში განცდილი პირველი მარცხიშ შემდეგ “ბარსლეონა” საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ შეეცდება რეაბილიტირებას. ამის გაკეთებაში კატალონიელებს “სელტას” სახით არც თუ ისე ძლიერი მეტოქეც ხელს უწყობს. თუმცა, ვიგოელებმა საკმაოდ კარგი სტარტი აიღეს და ყველას დაუმტკიცეს, რომ იოლ გასეირნებას მათთან არავინ უნდა ელოდოს.
“სელტასთან” გასამართ შეხვედრას ლუის ენრიკეს გუნდი ფაქტობრივად სრული საბრძლო შემადგენლობით ხვდება. სტუმრები კი ფონტასს, ფერნანდესს და ბორხა ოუბინას მოისაკლისებენ.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
31/10/14
დეპორტივო – ხეტაფე
1 X 2
2.35 3.15 3.25
01/11/14
გრანადა – რეალი
1 X 2
11.00 6.00 1.27
ატლეტიკო – კორდობა
1 X 2
1.22 6.30 18.00
ბარსელონა – სელტა
1 X 2
1.15 8.00 20.00
სოსიედადი – მალაგა
1 X 2
2.30 3.25 3.25
02/11/14
ბილბაო – სევილია
1 X 2
2.40 3.30 3.05
ვილიარეალი – ვალენსია
1 X 2
2.15 3.40 3.05
ლევანტე – ალმერია
1 X 2
2.55 3.10 3.00
ელჩე – ესპანიოლი
1 X 2
2.65 3.05 2.85
03/11/14
რაიო ვალეკანო – ეიბარი
1 X 2
2.10 3.25 3.75