პრიმერა: მეშვიდე ტურის პრევიუ
ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტური ვალენსიასა და მადრიდში გასამართ ორ ცენტრალურ შეხვედრას გვთავაზობს. გათამაშების ლიდერს კი შედარებით იოლი თამაში ელის.
ვალენსია – ატლეტიკო
ტურის პირველი ცენტრალური დაპირისპირება “მესტალიაზე” გაიმართება, სადაც “ვალენსია” მადრიდის “ატლეტიკოს” მიიღებს. ყველანაირი ბექრაუნდის გარეშეც კი, შეხვედრა მხოლოდ სატურნირო მდგოამრეობის გათვალისწინებითაც საკმაოდ დიდი ინტერესს იწვევს.
ორივე გუნდს სეზონის სტარტი საკმაოდ კარგი ჰქონდა და ექვი ტურის შემდეგ “ვალენსიაც” და “ატლეტიკოც” 14 ქულით მეორე-მესამე პოზიციებს ინაწილებენ.
მოახლოებულ მატჩს მცირე უპირატესობით მასპინძლები ხვდებიან. “ატლეტიკოსგან” განსხვავებით, რომელიც შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, ვალენსიელებს მატჩისთვის მოსამზადებლად მთელი კვირა ჰქონდათ. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ღამურებს” ტრავმირებული ალვარო ნეგრედო კვლავ ვერ დაეხამრება. “ატლეტიკოში” მსგავსი პრობლემით არავინაა.
რეალი – ბილბაო
სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის “რეალი” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებს. ტრადიციული მეტოქეების დაპირისპირება, როგოც ყოველთვის ამჯერადაც დიდ ინტერესს იწვევს.
სტუმრებმა სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყეს. ჩემპიონატში ნაჩვენებ არასტაბილურ თამაშს “ბატესთან” განცდილი მარცხიც მოჰყვა. საპირისპირო ვითარეებაა “რეალში. მადრიდელებს შთამბეჭდავი დაუმარცხებელი სერია აქვთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ბულგარეთში გამართულ უკანასკნელ შეხვედრაში ანჩელოტის გუნდს ძალიან გაუჭირდა.
მოახლოებულ მატჩს “რეალი” პეპეს, კოენტრაუს, ხედირას და ხესეს გარეშე ჩაატარებს. “ბილბაო” კი ფაქტობრივად დანაკლისის გარეშე მიემგზავრება მადრიდში.
რაიო ვალეკანო – ბარსელონა
“ბარსელონა” მეშვიდე ტურში მადრიდს ესტუმრება და ურთიერთობას “რაიო ვალეკანოსთან” გაარკვევს.
კატალონიელებს არც თუ ისე ძლიერი მეტოქე ჰყავთ და კონკურენტების რთული მატჩების ფონზე ლიდერობის შენარჩუნება და გამტკიცებაც კი შეუძლიათ.
გასულ სეოზონში ამ გუნდების დაპირისპირება “ბარსას” დიდი უპირატესობით წარიმართა. საერთო ჯამში კატალონიელებმა ორ შეხვედრაში მეტოქეს 10 ბურთი გაუტანეს, საკუთარი კარი კი მშრალად შეინახეს.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
03/10/14
ხეტაფე – კორდობა
1 X 2
2.10 3.25 3.60
04/10/14
ვალენსია – ატლეტიკო
1 X 2
2.75 3.25 2.70
რაიო ვალეკანო – ბარსელონა
1 X 2
10.00 5.50 1.32
ეიბარი – ლევანტე
1 X 2
1.85 3.30 4.60
ალმერია – ელჩე
1 X 2
2.30 3.20 3.20
მალაგა – გრანადა
1 X 2
1.90 3.30 4.60
05/10/14
სევილია – დეპორტივო
1 X 2
1.47 4.40 7.00
სელტა – ვილიარეალი
1 X 2
2.55 3.20 2.80
ესპანიოლი – სოსიედადი
1 X 2
2.65 3.20 2.70
რეალი – ბილბაო
1 X 2
1.25 6.50 12.50