პრიმერა: მეცხრე ტურის მიმოხილვა

თარიღი: ოქტომბერი 27, 2014

პრიმერას მეცხრე ტურმა კორექტივები ცხრილის ქვედა ნაწილში შეიტანა, ლიდერთა ჯგუფში კი მთავარი მოვლენა რა თქმა უნდა მორიგი კლასიკო იყო.

რეალი – ბარსელონა

პრიმერა დივიზიონის მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონას” უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

თამაში კატალონიელთა სწრაფი გოლით დაიწყო. მე-4 წუთზე სუარესის გადაცემით ანგარიში ნეიმარმა გახსნა. გაშვებული გოლის შემდეგ უპირატესობას “რეალი” დაეუფლა და 30-ე წუთზე რონალდუს ზუსტი პენალტით წონასწორობაც აღდგა.

სწრაფი გოლი მეორე ნახევრის დებიუტშიც გავიდა. 50-ე წუთზე კროოსის მოწოდებული კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ყველას პეპემ დაასწრო და მადრიდელები დააწინაურა. სულ რაღაც 11 წუთში კი მადრიდელებმა მესამეც გაიტანეს. მასპინლების სწრაფი კონტრშეტევა გოლით კარიმ ბენზემამ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 3:1.

კლასიკოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, “რეალის” აქტივში 21 ქულაა. მადრიდელებმა უშუალო კონკურენტთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.

 კლასიკოს ჩრდილში

კვირის მთავარი მატჩის გარდა ესპანურ ტურში კიდევ რამდენიმე საინტერესო მატჩი შედგა.

დრამატული გამოდგა სევილიაში, ადგილობრივი კლუბისა და “ვილიარელის” მატჩი, რომლის ბედიც ბოლო 11 წუთში გაირკვა. ანგარიში 79-ზე სტუმრებმა ვიეტოს გოლით გახსნეს. შეხვედრი ძირითადი დროის დასრულებამდე 2 წუთით ადრე “სევილიამ” დენის სუარესის გოლით გაათანაბრა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი გამარჯვებაც მოიპოვა. გოლის ავტორი ბაკა გახდა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და სამ ქულასთან ერთად საკუთარ გუნდს სატურნირო ცხრილში მეორე პოზიცია მოუტანა.

საკუთარი მატჩი “ვალენსიამაც” მოიგო. “ღამურებმა” “მესტალიაზე” “ელჩეს” 3 გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს. მორიგი გამარჯვება მოიპოვა მადრიდის “ატლეტიკომაც”. სიმეონეს გუნდმა “ხეტაფეს” სტუმრად მინიმალური ანგარიშით სძლია. ერთადერთი გოლი არდა თურანის გადაცემით მარიო მანჯუკიჩმა პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა

ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:

24/10/14

სელტა 3-0 ლევანტე
გოლები: ლარივეი 27′ ; 83′ ; ალექს ლოპესი 90′
1           X           2
1.50     4.00      7.50

25/10/14

ალმერია 0-1 ბილბაო
გოლი: ეჩეიტა 56′
1           X           2
3.35    3.25      2.25

რეალი 3-1 ბარსელონა
გოლები: ნეიმარი 4′ (0:1); რონალდუ 35′ (1:1); პეპე 50′ (2:1); ბენზემა 61′ (3:1)
1           X           2
2.45    3.40       3.00

ვალენსია 3-1 ელჩე
გოლები: მუსტაფი 13′ (1:0); დანი პარეხო 18′ (2:0); ლომბანი 63′ (ს.კ. 3:0); ჯონათასი 90′ (3:1)
1           X           2
1.40     4.50      8.80

კორდობა 1-1 სოსიედადი
გოლები: ინიგო მარტინესი 22′ (0:1); ჩისკო ჯიმენესი 87′ (1:1)
1           X           2
3.15     3.25      2.35

ეიბარი 1-1 გრანადა
გოლები: ნიომი 8′ (0:1); ბოვედა 37′ (1:1)
1           X           2
2.25    3.15       3.45

26/10/14

მალაგა 4-0 რაიო ვალეკანო
გოლები: სამუ 6′ ; სერგი დარდერი 21′ ; ხუანმი 45′ ; ამრაბატი 49′
1           X           2
2.00     3.40      3.90

ესპანიოლი 0-0 დეპორტივო
1           X           2
1.95     3.40      4.10

სევილია 2-1 ვილიარეალი
გოლები: ვიეტო 79′ (0:1); დენის სუარესი 88′ (1:1); ბაკა 90′ (2:1)
1           X           2
2.20     3.30      3.40

ხეტაფე 0-1 ატლეტიკო
გოლი: მანჯუკიჩი 40′
1           X           2
6.50    3.70      1.60

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ნიკოლო ბარელა: “ინტერმა” დაამტკიცა, რომ “მილანზე” ძლიერია”

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერმა” “მილანი” დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩის წითელი ბარათი “ინტერთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო ⚽️ Inter vs Milan | Zlatan Ibrahimovic (RED CARD) 59' pic.twitter.com/WOuLZ8sxO7 — D9INE […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაიას ღირსეული ნაბიჯი – პირველად ქართულ ფეხბურთში!

საფეხბურთო აკადემია “უქიმერიონი თბილისი” პირველი საფეხბურთო აკადემია გახდა საქართველოში, სადაც ყველა ბავშვი გადასახადისგან გათავისუფლდა და...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ინტერს” გაუტანა (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო IBRAHIMOVIC OUVRE LE SCORE !! #InterMilan pic.twitter.com/wVxqpF30I9 — Le Football en VOD XX […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოდან” 5 ფეხბურთელი წავიდა

ქუთაისის “ტორპედოდან”, ოფიციალური ინფორმაციით, 5 ფეხბურთელი წავიდა. გიორგი ფანცულაია (ბათუმის დინამო), გიორგი ჯანელიძე (თელავი), სოსო [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა შემტევმა დატოვა

ბათუმის “დინამო” ბრაზილიელმა შემტევმა ვაგნერ გონსალვესმა დატოვა. გონსალვეში კარიერას უკრაინულ “დნიპრო-1-ში” გააგრძელებს, რომელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: თომას ტუხელი “ჩელსის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი დაინიშნა. მხარეებს შორის 18-თვიანი შრომითი ხელშეკრულება [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო

“ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ოჯახის წევრებთან ერთად ფრანგული ენის შესწავლა დაიწყო. ამ ინფორმაციას “კანალ +”-ის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედეგორი “არსენალში” მიდის

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ლონდონის “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას “სქაი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეპე მატჩის დასრულების შემდეგ თანაგუნდელს დაუპირისპირდა (ვიდეო)

25 იანვარს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში “პორტუ” სტუმრად “ფარენსეს” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების შემდეგ, [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჩელსიში” დანიშვნამდე – რას წარმოადგენს “გერმანელი პროფესორი”

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ლოდნონის “ჩელსიში” ფრენკ ლამპარდის აწ უკვე ყოფილ სავარძელს ტომას ტუჰელი დაიკავებს. შეგახსენებთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარსელონას 1.2 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა

კატალონიური “ბარსელონას” ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის ფინანსური ანგარიშის საბუთები გამოქვეყნდა, სადაც ნათლად ჩანს კორონავირუსის პანდემი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპე, შესაძლოა, “ლივერპულში” აღმოჩნდეს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები მბაპეს გარშემო მიმდინარე მოვლენებს წყნარად აკვირდებიან. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი ფეხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოიესის გაფრთხილება: “მის შესაძენად ინგლისის ბანკის ფული არ გეყოფათ”

“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ მოიესმა, იხუმრა, რომ “ჩელსის” ინგლისისა და შოტლანდიის ბანკებში არსებული თანხაც [&helli...
წაკითხვა