პრიმერა: მეცხრე ტურის პრევიუ
პრიმერას და საერთოდ მთლიანი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება შაბათს მადრიდზე იქნება კონცენრტიტებული, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანური ფეხბურთის გრანდები, “რეალი” და “ბარსელონას” წარსდგებიან.
რეალი – ბარსელონა
ამ შეხვედრას ზედმეტი წარდგენა არასდროს არ სჭირდება. ფაქტია, რომ ფეხბურთის ყველა მოყვარული შაბათს გასამართი მატჩის მოლოდინით ცხოვრობს. “რეალიც” და “ბარსელონაც” მატჩს საკმაოდ კარგ ფორმაში ხვებიან, თუმცა ნათელია, რომ მადრიდელები უფრო ეფექტურად მოიყურებიან და რომ არა სეზონის სტარტზე განცდილი ორი მარცხი, შესაძლოა პრიმერას სატურნირო ცხრილში ვითარება სხვაგვარი ყოფილიყო. მაგრამ, ფაქტია, რომ “ბარსელონა” გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს და მადრიდში მარცხის შემთხვევაშიც კი “რეალს” წინ გასვლის საშუალებას არ მისცემს.
სწორედ ამიტომ, ანჩელოტის გუნდისთვის მოახლოებულ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. მადრიდელებმა სეზონის სტარტზევე რომ მისცენ უშუალო კონკურენტს სოლიდური უპირატესობის მოპოვების საშუალება, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ძალიან გაირთულებენ.
აღნიშნულ მატჩზე საუბრისას ვერც რონალდუსა და მესის დუელს გავექცევით. პორტუგალიელი მიმდინარე სეზონში ძალიან ეფექტურია. რონალდუმ პრიმერას 8 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 15 გოლის გატანა შესძლო, რაც ძალიან კარგი შედეგია. მესის მონაგარი შედარებით მოკრძალებულია. არგენტინელმა 7 გოლი გაიტანა, თუმცა მიმდინარე სეზონში ის გუნდზეც კარგად თამაშობს და საგოლე პასებსაც უხვად არიგებს.
შემადგენლობის მხრივ შედარებით მეტი პრობლემა მადრიდელებს აქვთ. ანჩელოტის მოახლოებულ შეხვედრაში ხესეს, კოენტრაუს და სავარაუდოდ გარეთ ბეილსაც ვერ ათამაშებს, ხოლო “ბარსელონას” მხოლოდ დუგლას პერეირა დააკლდება. საკადრო ამბებზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ შესაძლოა, “ბარსელონას” შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდეს ლუის სუარესს. ურუგვაელის დისკვალიფიკაციის ვადა დღეს ამოიწურა და ლუის ენრიკეს სურვილის შემთხვევაში ფორვარდს მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემა. ესპანურ პრესაში უკვე ვრცდელდა ცნობები იმის შესახებ, რომ სუარესი მატჩს ძირითადშიც კი დაიწყებს, თუმცა ყველაფერი რა თქმა უნდა შეხვედრის დაწყებამდე გაირკვევა.
“რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ხვალ, თბილისი დროით 20:00-დან აიღებს სტარტს და მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ჩვენს ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი.
კლასიკოს ჩრდილში
რომ არა კლასიკოს ფენომენი, ტურის ცენტრალური მატჩის სტატუსს “სევილია” – “ვალენსიას” დაპირისპირება მოიპოვებდა. ორი ამბიციური გუნდის ჯახი საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს. ლიდერთა ჯგუფში მყოფი “ვალენსია” კი გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარ მოედანზე “ელჩეს” უმაპსინძლებს, რომელსაც 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. სავარაუდოდ “ღამურებს” 3 ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ. ვალენსიელთა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი, მადრიდის “ატლეტიკო” კი ტურის უკანასკნელ შეხვედრაში “ხეტაფეს” ეწვევა”.
ტურის ყველა მატჩი და ევროპაბეთის კოეფიციენტები:
24/10/14
სელტა – ლევანტე
1 X 2
1.50 4.00 7.50
25/10/14
ალმერია – ბილბაო
1 X 2
3.35 3.25 2.25
რეალი – ბარსელონა
1 X 2
2.45 3.40 3.00
ვალენსია – ელჩე
1 X 2
1.40 4.50 8.80
კორდობა – სოსიედადი
1 X 2
3.15 3.25 2.35
ეიბარი – გრანადა
1 X 2
2.25 3.15 3.45
26/10/14
მალაგა – რაიო ვალეკანო
1 X 2
2.00 3.40 3.90
ესპანიოლი – დეპორტივო
1 X 2
1.95 3.40 4.10
სევილია – ვილიარეალი
1 X 2
2.20 3.30 3.40
ხეტაფე – ატლეტიკო
1 X 2
6.50 3.70 1.60