პრიმერადივიზიონი ჩივილს აპირებს
“პარი სენ-ჟერმენში” კილიან მბაპეს დარჩენის ფაქტს ესპანური ფეხბურთი, როგორც ჩანს, მშვიდად არ შეხვდება.
COPE-ს ცნობით, თუ ფრანგი ფეხბურთელი პარიზულ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, პრიმერადივიზიონის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი უეფაში ჩივილს აპირებს. ტებასის აზრით, კლუბს, რომელმაც გასულ სეზონში 300 მილიონი ევროს ზარალი განიცადა, ფეხბურთელისთვის შრომითი ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად ასტრონომიული თანხის დახარჯვის უფლება არ აქვს.
პრიმერადივიზიონი მბაპეს ოფიციალურ გადაწყვეტილებას ელის, რის შემდეგაც იმსჯელებს, რამდენად მიზანშეწონილი იქნება სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა.
გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” კილიან მბაპეს კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის 300 მილიონ ევროს ჩაურიცხავს, წლიურად კი წმინდა ხელფასის სახით ას მილიონ ევროს დაუნიშნავს.