პროფკავშირი ევრო-2016-ის ჩაშლით იმუქრება
პროფესიული კავშირი Force Ouvriere იმ ქალქებში, სადაც ევროპის ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება, სატვირთო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხებებით იმუქრება. ეს პროტესტი საფრანგეთის შრომით კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია. კერძოდ, დამსაქმებლებს დასაქმებულთა სამუშაო დროის გაზრდისა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების შემცირების უფლება მიეცათ.
“გადავწყვიტეთ, რომ ყოველ სათამაშო დღეს გაფიცვები მოვაწყოთ. აღინიშნა, რომ ეს კანონი სამუშაო ადგილების ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს, ჩვენ კი გავლენას ევროპის ჩემპიონატის ეკონომიკაზე მოვახდენთ. ამ პოზიციაზე ვიქნებით მანამ, სანამ აღნიშნულ ცვლილებებს არ გააუქმებენ”, – განაცხადა პროფკავშირის სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პატრის კლოსმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 10 ივნისს დაიწყება.