„პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე „ბაიერი“ გაანადგურა

თარიღი: თებერვალი 19, 2014

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ბაიერმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო. ფეხბურთის სპეციალისტთა უმეტესობა ამ წყვილში ფავორიტად პარიზულ გუნდს ასახელებდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ მატჩში დაფიქსირებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურეს და ახლა „ბაიერის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მისი საყვარელი გუნდი მომევნო ეტაპზე გავა. გერმანელთა განადგურებას სათავე ბლეზ მატუიდიმ მე-3 წუთზე დაუდო. 39-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და პარიზელთა უპირატესობა გაზარდა. იმავე იბრაჰიმოვიჩმა სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე მასპინძელთა ბოსნიელმა მცველმა ემირ სპაჰიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მატჩს საბოლოო წერტილი პარიზელთა ახალწვეულმა იოან კაბაიმ 88-ე წუთზე დაუსვა – 0:4.

განმეორებითი მატჩი პარიზში 12 მარტს შედგება და არ გვიწყინოთ თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ბაიერი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:4 (0:3)

„ბაიერი“: ლენო, ჰილბერტი, ტოპაკი, სპაჰიჩი, სემი (ვოლშაიდი 62′), გუარდადო, კასტრო, როლფესი (რაინარტცი 46′), ბენდერი, კისლინგი, სონი (ბრანდტი 46′).
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
„პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი (კაბაი 67′), ვერატი, ლუკას მოურა, მოტა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (პასტორე 76′)
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: მატუიდი 3′, იბრაჰიმოვიჩი 39′ (პენ), 42′, კაბაი 88′.
გაფრთხილებები: ჰილბერტი 15′, სპაჰიჩი 38′, გუარდადო 48′, კასტრო 58′ – მატუიდი 4′.
გაძევება: სპაჰიჩი 59′.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბექა დოგრაშვილი



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“მეცმა” მიქაუტაძეს ძალიან დიდი ფასი დაადო

საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირსა და ფეხბურთელს, ჟორჟ მიქაუტაძეს “მეცი” 27 მილიონად შეელევა. ფრანგული პრესის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძის დამატება 15-ზე მეტ კლუბს სურს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ჟორჟ მიქაუტაძეს “მეცში” საოცარი სეზონი აქვს და მის მიმართ ძალიან დიდი დაინტერესებაა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი 2 წელში გუნდს იყიდის – ლეოს 1.2 მილიარდ ევროს გადაუხდიან

საუდის არაბეთის “ალ ჰილალი” მესის 2 წელიწადში 1.2 მილიარდ ევროს გადაუხდის. ლეოს MLS-დან, ინგლისიდან და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუსს პროვოკატორს “დინამოს” ფანები ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის “დინამო” – ბათუმის “დინამოს” მატჩისას ეროვნებით რუსმა პროვოკაციის მოწყობა სცადა. მას ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლეგენდარული ფანი, კნოლსი “ალკმაარის” ფანების წინააღმდეგ (ვიდეო)

“ვესტ ჰემის” ლეგენდარული ფანი კნოლსი “ალკმაარის” ფანებს მარტო დაუპირისპირდა. West Ham fan "Knollsy" protecting the [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარი მიდის – “პსჟ”-ს კვარაცხელია მოუნდა

“პსჟ”-ში ზაფხულში დიდი ცვლილებები იქნება და გუნდს ცნობილი ფეხბურთელები დატოვებენ. მათ შორის, ლეო მესი, მარკო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები გაბრაზებული არიან – რონალდოც გაბრაზებულია (ვიდეო)

საუდის არაბეთში რონალდოს “ალ ნასრმა” მორიგი მატჩი ვერ მოიგო. თამაშის შემდეგ რონალდოსთან მეტოქე გუნდის მწვრთნელამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია და ჟორჟ მიქაუტაძე პრემიერ ლიგაში ერთად?

ინგლისური მედიის ინფორმაციით, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი “ნიუკასლ იუნაიტედი” ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100-120 მილიონის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენმა ახალი გუნდი შეარჩია!

“ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელზე, ვიქტორ ოსიმენზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და მასზე ზაფხულში რამდენიმე გრანდი იბრძოლებს. იტალიური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჯიქიამ ფეხბურთელი სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)

მოსკოვის “სპარტაკის” კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ “კრასნოდარის” ფეხბურთელი კადი ბორხესი სიკვდილს გადაარჩინა. მეორე ტაიმში ჯიქია და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ჩაკვეტაძის საოცარი აცილება ცარიელ კარში (ვიდეო)

გიორგი ჩაკვეტაძის, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას “სლოვანმა” “ჟილინა” 2-4 დაამარცხა. 0-2-ზე ჩაკვე ერთ-ერთზე გავიდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლის” ფანები გაგიჟებულები არიან | ხვიჩას ლაივი და ჩემპიონების ზეიმი ნეაპოლში (ვიდეო)

გუშინ “ნაპოლიმ” ტურინის “იუვენტუსი” ბოლო წუთებზე 0-1 დაამარცხა და პრაქტიკულად გაინაღდა 33 წლის შემდეგ სერია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ დასცინა კომენტატორმა უპამეკანოს? უპა-მაგუაიერი (ვიდეო)

“ბაიერნი” – “მანჩესტერ სიტის” 2 მატჩიან დაპირისპირებაში ყველაზე ცუდი ფეხბურთელი დაიო უპამეკანო იყო. უპამეკანომ ყველაფერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა

გერმანული მედიის ინფორმაციით, “სიტი” (3-0) “ბაიერნის” დაპირისპირების შემდეგ გასახდელში სადიო მანემ ლეროი სანეს სახეში გაარტყა....
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელიას სუპერ მომენტი “მილანთან” (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელია “მილანის” მარჯვენა მცველს დავიდე კალაბრიას ერთ-ერთ მომენტში ძალიან მაგრად გასცდა....
წაკითხვა