“პსჟ” 2 – 1 “ვესტ ბრომვიჩი”: დავიდ ლუისის ავტოგოლის მიუხედავად, ემერიმ გამარჯვებით დაიწყო
დღეს უნაი ემერიმ “პარის სენ-ჟერმენის” თავკაცის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა. ფრანგულ გრანდს ამხანაგური მატჩში ინგლისური “ვესტ ბრომვიჩი” დაუპირისპირდა.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიაში გამართულ მატჩში შედგა ჰატემ ბენ არფას დებიუტი.
პარიზელთა ბრაზილიელ მცველს, დავიდ ლუიზს სულ ცოტა დააკლდა სწრაფი გოლის გასატანად. თუმცა, საბოლოოდ დავიდ ლუისმა მაინც მოახერხა ანგარიშის გახსნა, უბრალოდ გოლი მეტოქის კარის ნაცვლად საკუთარში გაიტანა.
საფრანგეთის ჩემპიონმა ანგარიშის გათანაბრება 62-ე წუთზე, რაბიოს გოლით მოახერხა. რაბიოს გოლს 17 წუთში ლუკასის გოლი მოჰყვა – საბოლოო ჯამში კი ემერიმ სადებიუტო მატჩში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.