“პსჟ” ერიქსენის ტრანსფერში 128 მილიონ ევროს იხდის
“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ამჯერად ლონდონის “ტოტენჰემის” დანიელი ვარსკვლავის ტრანსფერს უმიზნებენ. Sunday Express-ის ცნობით, ფრანგული გრანდი მზადაა, “ტოტენჰემს” კრისტიან ერიქსენის სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი (128 მლნ. ევრო) გადაუხადოს.
ბრიტანული პრესის ცნობით, საფრანგეთის ჩემპიონი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ნახევარდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. მათი პირველი სამიზნე ივან რაკიტიჩი იყო, თუმცა ხორვატმა ფეხბურთელმა “ბარსელონას” დატოვებაზე უარი განაცხადა.
რაკიტიჩის ალტერნატივად კი “პსჟ” სწორედ ერიქსენს მიიჩნევდა, რომელიც ლონდონის “ტოტენჰემთან” ახალ კონტრაქტს ვერ ათანხმებს.
შეგახსენებთ, რომ “სპურსმა” ერიქსენის ტრანსფერში 2013 წელს სულ რაღაც 11 მილიონი გადაუხადა “აიაქსს”. მას შემდეგ ერიქსენის გადაბირება არაერთხელ უცდია “ბარსელონასა” და “რეალის” ხელმძღვანელებს, თუმცა ამაოდ.