“პსჟ” – “იუვენტუსი”: ფრანგულ-იტალიურ ჯახში 5 გოლი გავიდა
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით ფრანგულმა “პარი სენ-ჟერმენმა” ამხანაგური მატჩი გამართა იტალიურ “იუვენტუსთან”. მატჩი ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2-3 დასრულდა.
მატჩის პირველ ნახევარში ერთადერთი გოლის გატანა გონსალო იგუაინმა გაიტანა 45-ე წუთზე, რასაც 53-ე წუთზე გონსალო გედეშმა უპასუხა ფრანგთა მხრიდან.
მარკიზიომ მალე კვლავ გაიყვანა წინ “ბებერი ქალბატონი” (62′), რასაც ხუან პასტორეს მიერ მე-80 წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. საბოლოო ჯამში, მატჩის ბედი თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა, რომელიც გოლად მარკიზიომ გარდასახა.
“პსჟ”: არეოლა; ბერჩიჩე, კიმპემბე, სილვა, მუნიე; მატუიდი, ტიაგო მოტა, ვერატი; დი მარია, კავანი, ლუკასი
მთავარი მწვრთნელი: უნაი ემერი
“იუვენტუსი”: ჯიჯი ბუფონი; ლიხშტაინერი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტაკური, ხედირა; კუადრადო, დიბალა, მანძუკიჩი; გონსალო იგუაინი
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი